• რეკლამა
  • კონტაქტი
06:43, ხუთშაბათი, 11 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ზურაბიშვილმა რომც შეიწყალოს სააკაშვილი, ის მაინც დარჩება წინასწარ პატიმრობაში. არის არაერთი ბრალი, რასთან დაკავშირებითაც მიმდინარეობს გამოძიება – კობახიძე

ალია ავტორი - ალია
10:05 11-28-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
177

სააკაშვილს აქამდეც შეიწყალებდა სალომე ზურაბიშვილი, რომ არა ერთი ფაქტორი – რომც შეიწყალოს, მაინც რჩება სააკაშვილი წინასწარ პატიმრობაში, გარდა ამისა, არის სხვა საქმეები, რომელიც არის აღძრული მის მიმართ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა “იმედი LIVE”-ში განაცხადა.

მისივე თქმით, სააკაშვილის შეწყალებას პრაქტიკული დატვირთვა ნაკლებად ექნება.

„სააკაშვილს აქამდეც შეიწყალებდა, გახსოვთ, რამხელა კამპანია იყო გაშლილი სააკაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით. გახსოვთ, მათ შორის, 27 ელჩი აიძულეს, რომ დემარშით მისულიყვნენ იუსტიციის მინისტრთან. უკიდურესად ძლიერი იყო კონკრეტული ძალების სურვილი, რომ მიხეილ სააკაშვილი გათავისუფლებულიყო. აქამდე გააკეთებდა ამას სალომე ზურაბიშვილი, რომ არა ერთი ფაქტორი – რომც შეიწყალოს, მაინც რჩება სააკაშვილი წინასწარ პატიმრობაში, გარდა ამისა, არის სხვა საქმეები, რომელიც არის აღძრული მის მიმართ. შესაბამისად, პრაქტიკული მნიშვნელობა არ აქვს სალომე ზურაბიშვილის მხრიდან მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას. ანუ, მას არ შეუძლია მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება, გამომდინარე იქიდან, რომ არსებობს წინასწარი პატიმრობა, რაც არის შეფარდებული მის მიმართ და არის არაერთი ბრალი, რასთან დაკავშირებითაც მიმდინარეობს გამოძიება, შესაბამისად, პრაქტიკული დატვირთვა ამ შეწყალებას ნაკლებად ექნება,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

სანტექნიკოსი გამოძახებით
ახალი ამბები

როგორ ამოვიცნოთ გაჭედილი ცენტრალური მილი და წყლის ფარული გაჟონვა? – 9 ნიშანი, რომ გჭირდება სანტექნიკოსი გამოძახებით

20:19 06-10-2026
ბინის დაქირავება
ახალი ამბები

5 ყველაზე გავრცელებული შეცდომა ბინის დაქირავების დროს

19:15 06-10-2026
თიბისის მხარდაჭერით, საცხოვრებელი კომპლექსი „აპექს ჰოლბრუკი“ შენდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, საცხოვრებელი კომპლექსი „აპექს ჰოლბრუკი“ შენდება

14:30 06-10-2026
AI განათლება მომავლის შესაძლებლობებისთვის: თიბისისა და GAIA-ს ერთობლივი ინიციატივები
ახალი ამბები

AI განათლება მომავლის შესაძლებლობებისთვის: თიბისისა და GAIA-ს ერთობლივი ინიციატივები

13:17 06-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved