• რეკლამა
  • კონტაქტი
00:04, კვირა, 20 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,სად ვარ და რაზე ვმუშაობ…” – რას წერს ნიკა გვარამია

ალია ავტორი - ალია
17:27 11-25-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,984

ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს:

,,სად ვარ და რაზე ვმუშაობ, ეთერში მოვყვები დღეს. მანამდე სიების ჩახსნაზე ჩემ და ნიკას მიერ ხელმოწერილ დოკუმენტს გაგაცნობთ, რომელიც ცესკოს ჩაბარდა.

2024 წლის 26 ოქტომბრის საქართველოს საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა უმძიმესი დარღვევებით. არჩევნების შემაჯამებელი ოქმის საფუძველზე სუვერენიტეტის მთავარ წყაროს – ქართველ ხალხს ჩამოერთვა ხელისუფლების ფორმირების კონსტიტუციური უფლება და არჩევნები იქცა “ქართული ოცნების” მიერ ხელისუფლების მითვისების ფორმალურ წინაპირობად. აღსანიშნავია, რომ საქართველოს თვითგამოცხადებული ე.წ. პარლამენტის შეკრება წარიმართა კონსტიტუციური დათქმის საწინააღმდეგოდ, პრეზიდენტის სავალდებულო მონაწილეობის გარეშე. უმნიშვნელოვანესია ის გარემოება, რომ საარჩევნო შედეგები გასაჩივრებულია საკონსტიტუციო სასამართლოში და, შესაბამისად, არა მხოლოდ ლეგიტიმურობის, არამედ ლეგალურობის (ფორმალურ-კონსტიტუციური) კუთხით ე.წ საქართველოს პარლამენტის შეკრება უნდა ჩაითვალოს ხელისუფლების მითვისებად და ქვეყანაში კონსტიტუციური წესრიგის დამხობად.

გასათვალისწინებელია, რომ 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგები არ უღიარებია პრაქტიკულად არც ერთ ჩვენს დემოკრატიულ პარტნიორს.

შექმნილ ვითარებაში, აუცილებლად მივიჩნევთ, ვიმოქმედოთ მხოლოდ ქართველი ხალხისა და ქართული სახელმწიფოს ინტერესებში. ქვეყანაში პარლამენტად თვითგამოცხადებული ხელისუფლების მიმთვისებელთა ჯგუფთან რაიმე სამართლებრივ ფორმატში თანამშრომლობას სრულიად გამოვრიცხავთ. აღნიშნულს მივიჩნევთ არალეგალურ და არალეგიტიმურ პროცესებში თანამონაწილეობად.

აქედან გამომდინარე მოგმართავთ, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 120-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად პარტიული სიიდან მოხსნათ ის დარჩენილი პარლამენტის წევრობის კანდიდატები, რომელთა უფლებამოსილებაც არ იცნო საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმით.

ps “პარლამენტში” გასულთა ინდივიდუალური განცხადებები უკვე ხელმოწერილია და ჩაბარებული, მაგრამ სიის ჩახსნის შემდეგ კიდევ ერთხელ შევა.“

თეგები: ნიკა გვარამია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისიმ აზიის განვითარების ბანკისგან ორი ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ აზიის განვითარების ბანკისგან ორი ჯილდო მიიღო

14:28 09-18-2026
ბაზისბანკი ADB-ის ყოველწლიურ დაჯილდოებაზე „საქართველოში ლიდერ პარტნიორ ბანკად“ დასახელდა
ახალი ამბები

ბაზისბანკი ADB-ის ყოველწლიურ დაჯილდოებაზე „საქართველოში ლიდერ პარტნიორ ბანკად“ დასახელდა

13:59 09-18-2026
მართე გზავნილი შენი წესებით – მობაილბანკის ინოვაციური ფუნქციონალი – თიბისი
ახალი ამბები

მართე გზავნილი შენი წესებით – მობაილბანკის ინოვაციური ფუნქციონალი – თიბისი

13:56 09-18-2026
ახალი ამბები

თიბისი Trump Tower Tbilisi-ს პროექტის პარტნიორია

16:46 09-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved