• რეკლამა
  • კონტაქტი
01:10, ორშაბათი, 12 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რაღაც განსხვავებულია მოსაფიქრებელი, რაც სიურპრიზი იქნება. დავიგეგმებით და გაგაგებინებთ, ალბათ უფრო ხვალისთვის – ზურა ჯაფარიძე

ალია ავტორი - ალია
10:31 11-20-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
425

ჩვენ რაც მოვახერხეთ ამ სამ დღეში არის ის, რომ ჯამში ალბათ 500-მა ადამიანმა, ვინც ღამეს ათევდა ჩვენთან ერთად, მოახერხა ის, რომ პოლიციას არ ეძინა სამი ღამე. მგონია, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამ ადგილას აქცია დავგეგმეთ ჩვენ ისე, რომ სიურპრიზი ყოფილიყო და ამან თავისი შედეგი გამოიღო, ყოველ შემთხვევაში დღე ნახევრის განმავლობაში მინიმუმ დაბნეულები იყვნენ, – ასე მიმართა მელიქიშვილის გამზირზე საპროტესტო აქციის მონაწილეებს “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ.

როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, მელიქიშვილის გამზირზე პროტესტის გამოხატვას არანაირი აზრი არ აქვს და მხოლოდ აქციის მონაწილეების დაღლას გამოიწვევს. მანვე მოუწოდა აქციის მონაწილეებს დაშლისაკენ და შემდეგი ნაბიჯის მოფიქრებას ხვალისთვის დაჰპირდა.

„ახლაც ჩვენი აზრით, ამაზე ვსაუბრობდით რაც არის გასაკეთებელი, არის გასაკეთებელი ის, რომ უნდა გადავიგეგმოთ და რაღაცა განსხვავებული არის მოსაფიქრებელი და არა იგივე, რასაც აქ ვაკეთებდით. თორემ ახლა, რაც შეცვალეს იმათმა სტრატეგია, სტრატეგია გულისხმობს იმას, რომ მელიქიშვილს გვაკეტინებენ და იძახიან, რომ ეს პრობლემა არ არისო და მეორე დღეს კიდე აქ დგომა და მელიქიშვილის გადაკეტილი დატოვება შინაარს არის მოკლებული, რადგან მათთვის დისკომფორტი  ეს  არ არის, უბრალოდ ჩვენ დავიღლებით და არაფერი მაგით არ შეიცვლება. ამიტომ, ჩვენ რაც გადავწყვიტეთ არის ის, რომ დავიშალოთ, წავიდეთ დავისვენოთ და დღის განმავლობაში ჩვენ გადავიგეგმებით და შეგატყობინებთ შემდეგ რაღაცა ნაბიჯს რას გავაკეთებთ, სავარაუდოდ ალბათ უფრო ხვალისთვის. მოვიფიქრებთ რამე ისეთს, რაც ისევ სიურპრიზი იქნება და რაც იმათ მწყობრიდან გამოიყვანს. ამის გაგრძელებას აქ ახლა ჩვენი აზრით დიდი შინაარსი არა აქვს. ამიტომ წავედით დავისვენეთ, ძალები მოვიკრიფეთ და გავაგრძელებთ მერე ისევ ყველა ერთად“, – განაცხადა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის სააქციო შეთავაზებები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის სააქციო შეთავაზებები სპეციალურ ფასად!

00:00 10-10-2026
საქართველომ, საერთაშორისო საბანკო და რითეილ ფორუმს Fusion Georgia 2026-ს უმასპინძლა
ახალი ამბები

საქართველომ, საერთაშორისო საბანკო და რითეილ ფორუმს Fusion Georgia 2026-ს უმასპინძლა

16:47 10-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:49 10-09-2026
არქი გრანდ ავენიუ
ახალი ამბები

არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა

14:37 10-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved