• რეკლამა
  • კონტაქტი
19:16, სამშაბათი, 4 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, მაისის სტუდენტური მოძრაობა“ თსუ-ის რექტორატის და ადმინისტრაციის გადადგომას ითხოვს

ალია ავტორი - ალია
17:02 11-19-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
458

“მაისის სტუდენტურმა მოძრაობა“მიიჩნევს, რომ მას შემდეგ, რაც უნივერსიტეტის ეზო სამართალდამცველების შეკრების ადგილი გახდა, რექტორატი და უნივერსიტეტის ადმინისტრაცია უნდა გადადგეს:

,,დღეს დილით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზო იქცა ძალოვნების თავშესაფრად!

მოძალადეებმა უნივერსიტეტის ეზოს გავლით, მალულად შეძლეს აქციის სივრცეში შეღწევა და მისი დარბევა.

ეს ყველაფერი კი უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ და მისმა თვითაღიარებულმა აკადემიკოსმა რექტორმა, ჯაბა სამუშიამ დაუშვეს.

ჯაბა სამუშიას რექტორობა ფორმალური და ფიქტიურია. მას გარკვეული პრივილეგია აქვს ბოძებული მისივე პატრონი მმართველი პარტიისგან. ეს პრივილეგია უნივერსიტეტის შიდა საქმეებით და ბიუროკრატობით შემოიფარგლება, სხვა შემთხვევაში ის ასე ასრულებს ყველაფერს, რასაც მმართველი კლასი ჩასძახებს. ლოგიკურია, სამუშია მისთვის გადმოგდებულ ულუფას, რექტორის სავარძელს კბილებით იცავს.

უნივერსიტეტის კარი ღიაა, როგორც ხალხის მძარცველი კომპანიებისთვის, ბანკებისთვის (უნივერსიტეტის შენობაც შეიძლება მათ რეკლამის ადგილად იქცეს), ასევე პოლიციური რეჟიმისთვის, პოლიციელებისთვის, რობოკოპებისთვის, თუნდაც ეს მისი სტუდენტების დარბევას და დაშინებას გულისხმობდეს.

ჯაბა სამუშია ბიზნეს და პოლიტიკური კლასის მსახურია, რომელიც ბეჯითი ხელის ბიჭის ერთგულებით შეასრულებს ყველა დავალებას.

Მისი მოქმედებები აზიანებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საუკუნოვან ტრადიციას და ივიწყებს უნივერიტეტისა და აკადემიური საზოგადოების ღირსებას.

დღეს საუნივერსიტეტო ადმინისტრაცია და რექტორატი არ წარმოადგენენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, ვინაიდან რეტროგრადი ბიუროკრატები ვერასდროს გამოხატავენ ჩვენ პოზიციას.

ამიტომაც სტუდენტებიცა და პროფესორებიც, უნივერსიტეტის ღირსეული პერსონალი თანხლებით, უნდა გავემიჯნოთ და დავუპირისპირდეთ პოლიციურ ძალმომრეობას უნივერსიტეტსა და ქვეყანში.

დღეს დილით განვითარებული მოვლენების გარდა ჩვენ კარგად გვახსოვს, რაც აქამდე მომხდარა სამუშიასა და არსებული ადმინისტრაციის პირობებში;

2024 წლის იანვარში, როცა “მაისის სტუდენტურმა მოძრაობამ” უნივერსიტეტის კანცელარია დაიკავა გამოსახლების პოლიტიკის შეჩერებისა და ჩვენი თანამებრძოლებით გათავისუფლების მოტივით, ისინი აკადემიის კედლებში პოლიციის შემოყვანითა და “კანონის წინაშე პასუხისგებით” გვემუქრებოდნენ.

გვახსოვს მარტის აქციების დროს ბაგების საერთო საცხოვრებელში შესული პოლიცია, რომელიც რეიდებს ატარებდა აქციებში ჩართული სტუდენტების დასაშინებლად.

მაგრამ გვახსოვს 2022 წელს უნივერსიტეტში მიმდინარე პროტესტის დროს შენობაში შემოსული პოლიციელებიც, რომლებსაც მალევე უკან გაბრუნება მოუწიათ სტუდენტების მხრიდან შეგებებული მკაცრი პასუხის გამო.

Ჩვენ გვაქვს გამოცდილებები, რომელიც კიდევ უფრო გაიზრდება ხალხისა და აკადემიური საზოგადოების მკაფიო პოზიციების გარეშე.

დამრბევებს, რეიდების და სადამსჯელო მისიების მომწყობებს უნივერსიტეტსა და ჩვენს სახელმწიფოში არაფერი ესაქმებათ! ასევე უნივერსიტეტში არ არის ადგილი ქვეყნის მძარცველი კომპანიებისთვის და მისი მსახური ბიუროკრატებისთვის, რომლებიც უნივერსიტეტის რექტორებად გვევლინებიან!

დღევანდელი შემთხვევა სრულიად საკმარისია იმისათვის, რომ რექტორატი და უნივერსიტეტის ადმინისტრაცია გადადგეს!“

თეგები: ჯაბა სამუშია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

სახლები დღიურად
ახალი ამბები

​ნუ დახარჯავ ფულს რეკლამაში! – როგორ შეიძლება იქცეს „სახლები დღიურად“ საკუთარი თავის რეკლამად?

17:33 08-04-2026
მენტორები, რომლებიც საქართველოს ნაკრებს AI-ს საერთაშორისო ოლიმპიადისთვის ამზადებენ – თიბისი
ახალი ამბები

მენტორები, რომლებიც საქართველოს ნაკრებს AI-ს საერთაშორისო ოლიმპიადისთვის ამზადებენ – თიბისი

13:12 08-04-2026
თარჯიმანი
ახალი ამბები

„შეჭამე შენი თითები“– სასაცილო, ძვირადღირებული და ტრაგიკული შეცდომები – როცა თარჯიმანი არასწორად თარგმნის

20:32 08-03-2026
ევაკუატორი
ახალი ამბები

როგორ გადაგვარჩინა ევაკუატორმა – 4 გოგოს თავგადასავალი ქალაქგარეთ

16:23 08-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved