• რეკლამა
  • კონტაქტი
22:16, ხუთშაბათი, 6 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„მზად ვართ ბოლომდე ვიბრძოლოთ” – 13 უნივერსიტეტის სტუდენტების მანიფესტი

ალია ავტორი - ალია
20:02 11-17-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,479

13 უნივერსიტეტის სტუდენტები საერთო სახალხო პროტესტს უერთდებიან და 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს გმობენ.

13 უნივერსიტეტის სტუდენტები საერთო სახალხო პროტესტს უერთდებიან და 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს გმობენ.

მანიფესტის თანახმად, სტუდენტები არ აპირებენ ქვეყნის თავისუფლება დათმონ და ბოლომდე ბრძოლისთვის მზად არიან.

“საქართველოს სტუდენტები ვუერთდებით საერთო სახალხო პროტესტს და ვგმობთ ქართული ოცნების მიერ 2024 წლის ოქტომბრის არჩევნების სისტემურ გაყალბებას, რომელიც ეწინააღმდეგება დემოკრატიის პრინციპებს და მნიშვნელოვან დარტყმას აყენებს სახელმწიფო კონსტიტუციას, ინტერესებსა და რეპუტაციას საერთაშორისო დონეზე.

განათლების საკითხებში ხელისუფლების უხეში ჩარევის ფაქტები: დისკრიმინაციული და შერჩევითი გადაწყევტილებები საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის ავტორიზაციის მინიჭების პროცესში და სწავლების ნაწილში ცენზურის დაწესება განათლებაზე თავდასხმად გვესახება, ხოლო “რუსული” და ცენზურის დამწესებელი კანონებისა და სხვა უფლებებისა და თავისუფლებების შემლახავი რეპრესიული ქმედებების ფონზე, არჩევნების სისტემური გაყალბების ფაქტი ცხადყოფს ქართული ოცნების მხრიდან სახელმწიფოს მიტაცების უხეშ მცდელობას.

ხარისხიანი და სრულფასოვანი განათლება ჩვენი უფლებაა, სახელმწიფო კი ეკუთვნის ხალხს და არავის აქვს უფლება მიითვისოს ხელისუფლება. თუ ხელისუფალი არ პასუხობს ჩვენს ნებას, ჩვენ გვაქვს კონსტიტუციით მონიჭებული უფლება, პროტესტის გზით შევცვალოთ ის.

საქართველოს სტუდენტები, ვიაზრებთ ჩვენს პასუხისმგებლობას სამშობლოსა და ერის წინაშე, ვაგრძელებთ ჯერ კიდევ ჩვენამდე დაწყებულ ბრძოლას თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის.

ისტორიული არჩევანი გაკეთებულია, საქართველო ყოველთვის ირჩევდა და ირჩევს ევროპას, წინსვლასა და განვითარებას. ჩვენ ამ არჩევანის ერთგულებას ვამტკიცებთ. მხარს ვუჭერთ პროტესტის ყველა არაძალადობრივ ფორმას და მოგიწოდებთ სტუდენტებს ერთობისკენ, რადგან ძალა, რომელსაც სასურველი ცვლილების მოტანა შეუძლია, ძალა, რომელსაც ღირსეული სისტემის შექმნა შეუძლია სწორედ ჩვენშია.

ჩვენ არ ვაპირებთ, დავთმოთ ჩვენი ქვეყნის თავისუფლება საქართველოს სტუდენტები, როგორც საქართველოს მოქალაქეები ვრჩებით დემოკრატიული ღირებულებებისა და სახელმწიფო ინტერესების ერთგული არ ვცნობთ ჩატარებულ არჩევნებს და ამ არჩევნების შედეგების შესაბამისად დაკომპლექტებულ პარლამენტს ლეგიტიმურად და მზად ვართ ბოლომდე ვიბრძოლოთ ჩვენი და ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის! გვახსოვდეს, ძალა ერთობაშია და გამარჯვება გარდაუვალია! ვიბრძვით თავისუფლებისთვის!”, – წერია სტუდენტების მანიფესტში.

ამ მანიფესტს ხელს აწერენ სტუდენტები შემდეგი უნივერსიტეტებისა:
ილიას უნივერსიტეტი; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტი. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი აგრარული უნივერსიტეტი; აგრარული უნივერსიტეტი; თავისუფალი უნივერსიტეტი; შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი; კავკასიის უნივერსიტეტი GIPA-ს უნივერსიტეტი; BTU; საქართველოს უნივერსიტეტი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი (მთავარი არხი)

შეგახსენებთ, ამ დროისთვის რუსთაველი გადაკეტილია. დღევანდელი აქციის ორგანიზატორია „ჩემი ხმა”.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
ახალი ამბები

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი

13:05 08-06-2026
თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved