• რეკლამა
  • კონტაქტი
07:50, ხუთშაბათი, 12 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ასე გამოიყურება აპარატების და სიების დაყადაღების ამბავი” – რას წერს ნათია მეზვრიშვილი

ალია ავტორი - ალია
17:33 11-14-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,481

პარტია საქართველოსთვის თავმჯდომარის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი:

🗳️ასე გამოიყურება ხმის მიცემის აპარატების და ამომრჩეველთა სიების დაყადაღების ამბავი:👇🏻
▪️არჩევნების გაყალბების დადასტურების ყველაზე მოკლე გზა იყო ცესკოს მიერ იმ ამომრჩეველთა სიის გასაჯაროება, ვინც ვერიფიკაცია გაიარა. მონაცემები ინახება ცესკოს სერვერზე და ვერიფიკაციის/ხმის მიცემის აპარატებში;
▪️29 ოქტომბერს მოვითხოვეთ სიების გასაჯაროება. მიხვდა რა ცესკო, რომ ზუსტად მივაგენით არჩევნების გაყალბების მთავარ მტკიცებულებას, სასწრაფოდ აფრინა წერილი პროკურატურაში და მოუწოდა გამოძიების დაწყებისკენ (ცილს მწამებენო);
▪️30 ოქტომბერს პროკურატურამ სასწრაფოდ დაიწყო გამოძიება. იძიებენ არა გაყალბების დადგენას, არამედ გაყალბების არდადგენას. ეს ნათლად დავინახე 06 ნოემბერს მაგისტრატ მოსამართლესთან დაკითხვის დროსაც (დეტალები ოდნავ მოგვიანებით);
▪️01 ნოემბერს მივმართეთ სასამართლოს და მოვითხოვეთ დროებითი განჩინება – ანუ, ამ მტკიცებულებების დაცვა გადაუდებელი აუცილებლობით. სანამ სასამართლომ გაჭიანურებით განიხილა და არ დააკმაყოფილა მოთხოვნა, ამასობაში:
▪️01 ნოემბერსვე სასწრაფოდ დაჯდა ცესკოს თავმჯდომარე „იმედზე“ და გააკეთა მინიშნება, რომ შესაძლოა ეს მტკიცებულებები ვიღაცას წაეღო;
▪️01 ნოემბერსვე პროკურატურამ ცესკოს მიმართა და მოითხოვა მტკიცებულებების პრაქტიკულად დაყადაღება (რომ შემდეგ წაიღოს);
▪️05 ნოემბერს მივმართეთ სასამართლოს ამჯერად სარჩელით ამ მტკიცებულებების დაცვის მოთხოვნით. სასამართლომ დაუშვებლად ცნო სარჩელი იმ „მოტივით“, რომ დავის საგანი აღარ არსებობს – ანუ, მტკიცებულებები პროკურატურამ წაიღო და მის კონტროლქვეშაა.
▪️10 ნოემბერს გავასაჩივრეთ გადაწყვეტილება სააპელაციოში. რა იქნება პასუხი, გასაგებია.
ამ ფონზე, ახლა ეს სიები რომც გამოქვეყნდეს, ბუნებრივია, სერიოზული ეჭვი იქნება მის ნამდვილობასთან დაკავშირებით. ფაქტია, რომ ცესკომ, პროკურატურამ და სასამართლომ არჩევნების გაყალბების დამადასტურებელი უმნიშვნელოვანესი მტკიცებულება მძევლად აიყვანა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი

16:19 03-10-2026
დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი
ახალი ამბები

დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი

13:41 03-10-2026
აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!
ახალი ამბები

აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!

13:20 03-09-2026
თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ

13:10 03-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved