• რეკლამა
  • კონტაქტი
07:00, პარასკევი, 19 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ხინჩეგაშვილმა მერად არჩევიდან ერთ თვეში მერიის დახმარებით დედას მიწა გაუფორმა

ალია ავტორი - ალია
10:50 11-14-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
106

გორის ყოფილი მერი და ახლა უკვე “ქართული ოცნების” დელეგატი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ხელისუფლებაში მოსვლიდან ერთ თვეში, საკუთარ დაქვემდებარებაში მყოფი კომისიის ჩართულობით, ოჯახის წევრს სასურველი მიწის უსასყიდლოდ დარეგისტრირებაში დაეხმარა. ინფორმაციას ამის შესახებ „მთავარი არხი“ ავრცელებს.

კერძოდ, „მთავარი არხის“ ინფორმაციით, ხინჩეგაშვილის დედამ, ქეთევან გაგნიძემ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან მალევე გორში მდებარე მიწის ნაკვეთი მერიის მიერ გაცემული დოკუმენტით უსასყიდლოდ გაიფორმა. საუბარია 849.00 კვ.მეტრის ფართობის მქონე უძრავ ქონებაზე, რომელიც გორში თამარ მეფის ქუჩაზე მდებარეობს და რომლის გაფორმება ყოფილი მერის დედამ გორის მერიის დაქვემდებარებაში მყოფი აღიარების კომისიის მიერ გაცემული დოკუმენტით შეძლო. დოკუმენტს ხელს კომისიის მაშინდელი თავმჯდომარე და გორის მერის მოადგილე თამაზ შიოშვილი აწერს.

იმავე წელს ვლადიმერ ხინჩეგაშვილის დედამ ამავე მიწის მეზობლად კიდევ ერთი ნაკვეთი დაირეგისტრირა. ხინჩეგაშვილის ქონებრივი დეკლარაციიდან ირკვევა რომ 850 კვ.მ ფართობის ნაკვეთში მათ 1 000 ლარი გადაიხადეს მაშინ, როცა ამ ტერიტორიაზე მსგავსი ნაკვეთის ღირებულება 100 000 დოლარს აჭარბებს.

გორის მერის მოადგილე, აღიარების კომისიის თავმჯდომარე თამაზ შიოშვილი აცხადებს, რომ აღიარების კომისიაზე უკანონო არაფერი ხდება.

“აღიარების კომისიაზე გადასცემდნენ თუ ეკუთვნოდა, არ არსებობს ვარიანტი ისე გადასცენ ვინმეს, ვინც არ უნდა იყოს, თუ კანონს არ აკმაყოფილებს, ეს ძალიან სენსიტიური საკითხია. გამორიცხულია რამე უკანონო გაკეთებულიყო,” – ამბობს თამაზ შიოშვილი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:22 06-18-2026
ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved