• რეკლამა
  • კონტაქტი
00:21, ორშაბათი, 31 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ცესკოს განცხადება ამომრჩეველთა გენდერული სტატისტიკით მანიპულაციის შესახებ

ალია ავტორი - ალია
15:31 11-13-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
140

ცესკო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნები“ კვლავ აგრძელებს ამომრჩეველთა გენდერული აქტივობის თემით მანიპულაციას, მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ არაერთხელ განმარტა ამომრჩეველთა გენდერული აქტივობის მონაცემებში  შეუსაბამობის ერთეული შემთხვევების მიზეზი და მიუთითა, რომ ამომრჩეველთა აქტივობის წინასწარი მონაცემები არ შეიძლება იყოს არჩევნების შედეგებთან მიმართებაში რაიმე დასკვნის გამოტანის ობიექტური საფუძველი.

საგულისხმოა, რომ „სამართლიანი არჩევნები“ ერთის მხრივ ენდობა ცესკოს პირველად მონაცემებს გენდერულ ჭრილში ამომრჩეველთა აქტივობის თაობაზე, ხოლო მეორეს მხრივ უნდობლობას უცხადებს ცესკოს მიერ დაფიქსირებულ არჩევნების წინასწარ ოფიციალურ შედეგებს, თან იმ ფონზე, როდესაც მათივე განცხადებით, ორგანიზაციის მიერ ხმების პარალელური დათვლის შედეგები შესაბამისობაშია ცესკოს  შედეგებთან. აღსანიშნავია, რომ ამ შედეგების დღემდე არგასაჯაროების დასაბუთებას „სამართლიანი არჩევნები“  ბუნდოვანი და დამაჯერებლობას მოკლებული არგუმენტებით ცდილობს.

ორგანიზაციისთვის კარგადაა ცნობილი, რომ რეგისტრატორი კომისიის წევრების მიერ არჩევნებში მონაწილე ქალი და კაცი ამომრჩევლების დათვლა ხდება არა არჩევნებზე მოსული ქალებისა და კაცების რაოდენობის აღრიცხვით, არამედ მოსული ამომრჩევლის რეგისტრაციის მონაცემებით და ასევე, გადასატანი ყუთის ანალოგიური მონაცემებით. ამის შემდეგ, რეგისტრატორები ითვლიან მხოლოდ ქალი ამომრჩევლის რაოდენობას, ხოლო კაცი ამომრჩევლების გამოთვლა ხდება მოსული ამომრჩევლის საერთო რაოდენობიდან. შესაბამისად, უზუსტობა პირველ მონაცემში ავტომატურად გამოიწვევს უზუსტობას მეორე მონაცემშიც. თუმცა, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ აქტივობის დათვლა გენდერულ ჭრილში არ წარმოადგენს კანონის მოთხოვნას. აღნიშნული მონაცემები მუშავდება მხოლოდ არასაარჩევნო მიზნებისთვის და მას არანაირი კავშირი არჩევნების შედეგების ოფიციალურ მონაცემებთან არ გააჩნია.

მონაცემებში, რომელიც „სამართლიანმა არჩევნებმა“ ცესკოსგან მიიღო, იყო ადამიანური შეცდომით გამოწვეული რამდენიმე ხარვეზი, რაც საარჩევნო ადმინისტრაციამ, როგორც პასუხისმგებლიანმა უწყებამ, თავადვე დაადასტურა. კერძოდ, 11 საარჩევნო უბნიდან, არჩევნებში მონაწილე ქალების გადმოგზავნილ რაოდენობაში არსებულმა უზუსტობებმა  გამოიწვია ცდომილება ჯამურად 150 ამომრჩევლის სქესის აღრიცხვაში, რაც 2 მილიონზე მეტი ამომრჩევლის აღრიცხვისას უმნიშვნელო მაჩვენებელია. „სამართლიანი არჩევნების“ მცდელობა, განაზოგადოს 11 უბანზე დაშვებული უზუსტობები და ეს „მნიშვნელოვან შეუსაბამობად“ მონათლოს, მით უფრო, წარმოაჩინოს არჩევნების გაყალბების დამადასტურებელ ფაქტად, უბრალოდ არასერიოზულია. მაშინ, როდესაც 2020-ში მათივე პარალელური დათვლის შედეგების აცდენას რეალურ შედეგებთან, სამართლიანმა არჩევნებმა „უმნიშვნელო უზუსტობა“  უწოდა.

ნიშანდობლივია, რომ თავიდან „სამართლიანი არჩევნები“ საზოგადოებას არწმუნებდა,  რომ მსგავსი უზუსტობები ფიქსირდებოდა 23 საარჩევნო უბანზე. მას შემდეგ, რაც დადასტურდა რომ არც ეს შეესაბამება სიმართლეს, ნაცვლად საკუთარი შეცდომის აღიარებისა, ორგანიზაცია გადაერთო ზოგადად კაცების მაღალი აქტივობის ანომალიურობის დამტკიცების ვერსიებზე და შესაბამისი სპეკულაციური აღქმების შექმნის მცდელობებზე.

დასასრულს, კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ ამომრჩეველთა ზუსტი აქტივობა ასახულია იმ შემაჯამებელ ოქმებში, რომელიც დგება საარჩევნო უბნებზე და სწორედ ამ მონაცემებზე დაყრდნობით დგინდება საბოლოო აქტივობა, რომელიც ფიქსირდება არჩევნების შემაჯამებელ ოქმში. გენდერული სტატისტიკა არ შეიტანება კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის მონაცემებში და ის კავშირში არაა კენჭისყრის შედეგებთან.

მოყვანილი ფაქტები ცნობილია ყველა ჩართული მხარისთვის, მათ შორის, მათთვისაც, რომელთა ინტერესს, როგორც ჩანს, სამწუხაროდ, საზოგადოებისთვის ფაქტების მიწოდების ნაცვლად ინფორმაციით მანიპულირება წარმოადგენს.

(R)

თეგები: ცესკო

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
ახალი ამბები

Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის

18:49 08-30-2026
სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved