• რეკლამა
  • კონტაქტი
12:27, ხუთშაბათი, 12 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ცესკო: თეთრიწყაროსა და გორის სასამართლოების გადაწყვეტილებებს გავასაჩივრებთ

ალია ავტორი - ალია
10:51 11-05-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
174

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თქმით, თეთრიწყაროსა და გორის რაიონული სასამართლოების გადაწყვეტილებებს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.

გუშინ, 4 ნოემბერს თეთრიწყაროს სასამართლოს მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ თეთრიწყაროს და წალკის ელექტრონულ უბნებზე შედეგები გააბათილა. მისი თქმით, ელექტრონული წესით ჩატარებულ არჩევნებზე ხმის ფარულობა დაირღვა. გორის სასამართლოს მოსამართლე ნინო გერგაულმა კი საოლქო საარჩევნო კომისიას 15 საარჩევნო უბნის ბათილი ბიულეტენების გადათვლა დაავალა.

ცესკო გადაწყვეტილებებს დაუსაბუთებელს უწოდებს.

“საარჩევნო ადმინისტრაცია ეხმაურება თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას წალკისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში საარჩევნო უბნის შედეგების გაუქმების შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილებით მოსამართლემ გააუქმა №25 წალკის საარჩევნო ოლქში შემავალი 18 საარჩევნო უბნის და №26 თეთრიწყაროს საარჩევნო ოლქში შემავალი 13 საარჩევნო უბნის შედეგი.

საარჩევნო ადმინისტრაცია დაუსაბუთებლად მიიჩნევს და არ იზიარებს თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას წალკისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტების ზემოაღნიშნული საარჩევნო უბნების შედეგების გაუქმების შესახებ. ამასთან, აღნიშნული გადაწყვეტილება აშკარად წინააღმდეგობაში მოდის ანალოგიურ საკითხთან დაკავშირებით პირველი ინსტანციების სასამართლოებში წარმოებულ ყველა სხვა დავასთან.
შესაბამისად, თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მიერ 4 ნოემბერს მიღებული გადაწყვეტილება გასაჩივრებული იქნება სააპელაციო სასამართლოში. საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით წარდგენილი იქნება სააპელაციო საჩივრები.

ამასთან, საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ სააპელაციო სასამართლოში უკვე გასაჩივრებულია გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც №32 გორის საოლქო საარჩევნო კომისიას ამავე ოლქში შემავალი 15 საარჩევნო უბნის ბათილი ბიულეტენების ხელახლა გადათვლა დაევალა.

შევახსენებთ საზოგადოებას, რომ ხმის ფარულობას უზრუნველყოფს სპეციალური ჩარჩო ფორმა, ინსტრუქციის შესაბამისად რომლის გამოყენებაც გამორიცხავს ამომრჩევლის ნების იდენტიფიცირებას. ბიულეტენის უკანა მხარეს მარკერის კვალი, არსებობის შემთხვევაში, ჩარჩო ფორმის დანიშნულების გათვალისწინებით, ვერ ჩაითვლება ნების იდენტიფიცირებად. ასევე აღსანიშნავია, რომ ამ საკითხზე კენჭისყრის და მომდევნო დღეს, ქვეყნის მასშტაბით მხოლოდ 7 საჩივარი იქნა წარმოდგენილი და არცერთ საერთაშორისო ორგანიზაციის დასკვნაში არ არის საუბარი დადასტურებულად არჩევანის ფარულობის დარღვევაზე”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

“შუა დერეფანი და საქართველო” – თიბისი კაპიტალმა ბიზნესისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს კვლევა წარუდგინა

18:51 11-11-2026
ბაზისბანკი ლეჩხუმში „ქორენიშული ვერანდის“ მხარდამჭერია
ახალი ამბები

ბაზისბანკი ლეჩხუმში „ქორენიშული ვერანდის“ მხარდამჭერია

18:42 11-11-2026
ოქტომბრის განახლებები მობაილბანკში – ახალი შესაძლებლობები მომხმარებლების ყოველდღიურობის გასამარტივებლად
ახალი ამბები

ოქტომბრის განახლებები მობაილბანკში – ახალი შესაძლებლობები მომხმარებლების ყოველდღიურობის გასამარტივებლად

14:26 11-11-2026
თიბისის მხარდაჭერით, საქართველოში პირველად მოეწყო გამოფენა „Fashion Frames: სადაც სტილი კინოდ იქცევა”
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, საქართველოში პირველად მოეწყო გამოფენა „Fashion Frames: სადაც სტილი კინოდ იქცევა”

14:04 11-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved