• რეკლამა
  • კონტაქტი
19:53, ხუთშაბათი, 3 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რატომ ეშინია ასე ომის შემდეგ მშვიდობის ხელისუფლებას და რა შეზღუდვებს ტოვებს გახარია 22 მაისის შემდეგ?

ალია ავტორი - ალია
03:24 05-20-2020
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
40

22 მაისს საგანგებო მდგომარეობა იხსნება ქვეყნის მაშტაბით, თუმცა, პრემიერმა ბრძანა, რომ მიმართავს პარლამენტს და კანონში შეიტანს ცვლილებას ისე, რომ საგანგებო მდგომარეობის გაუქმების მერეც დატოვოს შეზღუდვები.


პიკი არ გვაქვს, ტეხილი არ გვაქვს, ვაკეც აღარ გვაქვს, რატომ ვტოვებთ შეზღუდვებს? გაგიტკბათ?


მიუხედავად იმისა, რომ ეპიდემიის თვალსაზრისით, საქართველო ერთ-ერთია იმ ქვეყნებს შორის, სადაც ეპიდემიოლოგიური სიტუაცია კონტროლიდან არ გამოსულა – ეპიდაფეთქება არ მომხდარა – ჩვენ მაინც არ გვცალია, იმის სათქმელად, იმის განსაჭვრეტად, როდის რომელ შეზღუდვას მოვხსნით…


ამერიკამ გეგმა რომ წარადგინა შეზღუდვების მოხსნის, კარგად აქვს ახსნილი, რა შემთხვევაში მოხსნის ამა თუ იმ შეზღუდვას და საქართველოში ჯერაც ვერავინ გვეუბნება, რა შეზღუდვები რჩება და რა არის საჭირო იმისათვის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი სრულად აღდგეს, 70 წელს გადაცილებულ ადამიანებს საშუალება მიეცეთ გადაადგილდნენ და ა.შ. 

იტალია 3 ივნისს საზღვრებს ხსნის და აპრილშიც არ გაუჩერებია საზოგადოებრივი ტრანსპორტი.
რუსეთში ახლაც მუშაობს მეტრო. რუსეთი უკვე ინფიცირებულებს კი არ ითვლის, ტესტებს აკეთებს და იმ ხალხს ითვლის, ვინც ფეხზე გადაიტანა, ითვლის რამდენს აქვს იმუნიტეტი და ამის მიხედვით მოხსნის შეზღუდვებს.
ჩვენ შეზღუდვებს ვხსნით და ვაწესებთ რამდენიმე ადამიანის აზრით მხოლოდ. გვჩუქნიან და ვყიდულობთ სწრაფ ტესტებს და ვტესტავთ და ვტესტავთ ბოლნისელებს მხოლოდ!


ჟურნალისტების გატესტვა დააპირა რესპუბლიკურმა საავადმყოფომ და დატუქსა მინისტრმა და ეგაც შეაჩერა – შიში ოხერია, მინისტრო, ხო? ვაიდა 100 ჟურნალისტიდან 50-ს ფეხზე ჰქონდეს გადატანილი, მერე სად მიდიხარ? მერე როგორ დააკავებთ ხალხს? და ზუსტად იცი, ის 50 ჟურნალისტი, ვისაც გადატანილი აღმოაჩნდებოდა ძირისძირამდე ჩაყვებოდა, სად დაინფიცირდა, როგორია პისიარ ტესტის პასუხი და ა.შ. არც კარანტინში წავიდოდნენ ბრმად, რადგან გადატანილი – ინფიცირებულს რომ არ ნიშნავს, ჩვენ კარგად ვიცით, ეს ვინც არ იცის, მათ უშვებთ კარანტინში, იმ კარანტინში, სადაც საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ადგილები არ იყო და ამიტომ ვერ აბრუნებდა ემიგრანტებს.


მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ოფიციალურადაა დაშვებული სახლში მკურნალობა (და ასეთი შემთხვევა უკვე გვქონდა), მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში არ მოქმედებს იძულებითი მკურნალობის წესი, ბოლნისელებზე ეს უფლება არ გავრცელდა, უსიმპტომო პაციენტებიც კი ძალით გადმოჰყავთ…


უნდა ვენდო თუ არა ეპიდემიოლოგებს? და უსიმპტომო პაციენტს შეიძლება თუ არა, რომ კი არ სჭირდეს კორონავირუსი, უბრალოდ გადატანილი ჰქონდეს? – ეს კითხვის ნიშანი არ გაჩნდებოდა, რომ არა ერთი უნიკალური შემთხვევა – კახელ მედდას ჯერ დაუდგინეს სწრაფი ტესტით კორონავირუსი, მხოლოდ სამი დღის მერე მოვიდა პისიარ ტესტის პასუხი და უარყოფითი იყო, მერე კიდევ სამი დღე იკვლევდნენ და როგორც იქნა, ერთი კვირის მერე უთხრეს, რომ კოვიდ-19 არა აქვს.


აი, ერთი კვირა თუ სჭირდება იმის დადგენას, გაქვს თუ არა ვირუსი, რამდენი პაციენტის სისხლს და ბიომასალას იკვლევდნენ ერთი კვირა და რამდენია მაშ, შანსი იმისა, რომ სხვა ყველა შემთხვევა ზუსტადაა დიაგნოსტირებული?


ომი დამთავრდა, გვეშინია მშვიდობის!?


ომი რომ დამთავრდა, ამის პირველი ნიშანი ინფიცირებულთა რიცხვი კი არ არის, არა, ომის დამთავრება ოფიციალურად მაშინ გამოაცხადა ხელისუფლებამ, როცა ისევ კითხვის ქვეშ დააყენა ინფექციური საავადმყოფოსთვის შენობის გადაცემის საკითხი.
არადა, ომი რომ დაიწყო, მაშინ პრემიერმა დაპირება გასცა, კონკრეტული შენობა დაასახელა, რომელსაც გადასცემდა ინფექციურ საავადმყოფოს.
მაგრამ, ახლა ომი დამთავრდა და ინფექციური საავადმყოფო ისევ აღარავის სჭირდება – ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ არ იცის, რა შენობას მისცემს და მისცემს თუ არა შენობას ინფექციურ საავადმყოფოს.
ეს იყო ომის დასრულების ნათელი ნიშანი და ამის მერე ინფიცირებულთა რიცხვის დათვლასაც კი აღარ ჰქონდა აზრი…


ომის დასრულების მეორე ნიშანი, უგულავას და ოქრუაშვილის შეწყალება იყო – ომის დროს ვერც ოპოზიცია გაბედავდა ასეთ ხმაურს – კი ვნახეთ, კარგა ხანს ისხდნენ გასუსულნი და ომი რომ იყოს, სახელმწიფოც დაზაფვრას განაგრძობდა, ისევ დაიწყებდა გოდებას, როგორ ეხრჩობა პაციენტები და რომ დროა კუბოებზე ვიფიქროთ.


ომის დროს, პრემიერი ყველაზე მოქნილია, შეუძლია რაც საღამოს მოუვა გონებაში, დილით დადგენილებად აქციოს, ძალიან ადვილია – 3 კაცი აპროტესტებს რამე? – მანიფესტის უფლება არა აქვთ, მიდიხარ და იჭერ, 300 კაცი აპროტესტებს მარნეულში – მიდიხარ, ტესტებს უკეთებ და ინფიცირებულთა რიცხვს ზრდი – მოკლედ, ყველაფერი შეგიძლია, მეფე ხარ.
აი, მშვიდობის დროს ასე არ ხდება, მშვიდობის დროს, ომის მიმდინარეობას განიხილავს ხალხი, მშვიდობის დროს, მშიერი ხალხი გამოდის ქუჩაში, მშვიდობის დროს, გაჩერებული ბიზნესიც სხვა ხმაზე კვნესის…
ამიტომ, პრემიერს ეშინია მშვიდობის…


მაინც რა შეზღუდვების დაწესება არ შეუძლია საგანგებო მდგომარეობის გარეშე და რა კანონი უნდა შეცვალოს? ამ კითხვით „ალიამ“ მიმართა იურისტ გურამ კონტუაძეს:

ადვოკატი გურამ კონტუაძე

– პრემიერმა თქვა, რომ გააუქმებს 22 მაისს საგანგებო მდგომარეობას, მაგრამ დატოვებს შეზღუდვებს და ამ შეზღუდვებისთვის რომ ჰქონდეს სამართლებრივი საფუძველი, მიმართავს პარლამენტს და შეიტანს კანონში ცვლილებებს. აი, გაუქმდა საგანგებო მდგომარეობა, რას ვერ შემიზღუდავს თუ კანონში ცვლილებებს ვერ შეიტანს?


– ამჟამინდელი კანონით, თუ საგანგებო მდგომარეობას გააუქმებ, მანიფესტაცია და შეკრებები დაშვებული იქნება ჩვეულებრივ და ეს შეზღუდვა რომ დააწესოს, უნდა შეიტანოს ცვლილებები კანონში, წესით.
70 წელს გადაცილებული ადამიანებისთვის რომ გააგრძელოს შეზღუდვა, კიდევ სხვა კანონში უნდა შეიტანოს ცვლილება და ეს იქნება ალბათ, კანონი ჯანმრთელობის შესახებ. 
კომენდანტის საათი მხოლოდ და მხოლოდ საგანგებო მდგომარეობის შესახებ კანონშია გათვალისწინებული და შესაბამისად ის დეკრეტისა და დადგენილების გარდა, სხვა კანონით ვერ გამოიცემა.
მარტივად რომ ვთქვათ, თუ უქმდება დეკრეტი, მისი ქვემდებარე, ყველა არსებული შეზღუდვა უქმდება. ვხედავდით ხომ, ამბობდა პრემიერი, აცხადებდა გარკვეულ წესებს და შემდეგ ეს აისახებოდა დაგენილებაში. მაგრამ როგორც კი დეკრეტი უქმდება, ყველა ის დადგენილება, რომლის მიხედვითაც იყო დაწესებული შეზღუდვები. ავტომატურად უქმდება.


– მათ შორის ქალაქის ჩაკეტვისაც, ხო?


– გადაადგილების უფლების შეზღუდვა, მხოლოდ დეკრეტით, დადგენილებით შეიძლება შეიზღუდოს, კანონის ცვლილების გარეშე ვერც ამ შეზღუდვას დატოვებს.  

– მაღაზიების, რესტორნების, კაფეების, სასტუმროების დაკეტვა როგორ შეიძლება?


– ეგ არის მეწარმეობის შესახებ უფლება და ნაკლებად წარმომიდგენია, საგანგებო მდგომარეობა მოხსნას და ეს შეზღუდვა დატოვოს, კანონში თუ არ შეიტანს ცვლილებას.


– საგანგებო მდგომარეობის გარეშე საზღვრების ჩაკეტვა როგორ რეგულირდება?


– კანონის ცვლილების გარეშე ესეც შეუძლებელია. თუ პრემიერი იტყვის, რომ ის ხსნის საგანგებო მდგომარეობს, მაგრამ უნდა დატოვოს შეზღუდვები, მაშინ მან ინიცირება უნდა გაუკეთოს კანონის ცვლილებების კანონპროექტს, რომელიც შემდეგ უნდა დაამტკიცოს პარლამენტმა.
მთავრობას შეეძლო გამოეცა დადგენილება, ოღონდ არა საგანგებო მდგომარეობის დეკრეტის საფუძველზე – დამოუკიდებელი დადგენილება, ან განკარგულება. მე ეს გზა უფრო მარტივად მიმაჩნია, მაგალითად, კონკრეტული სამინისტროებისა და მინისტრის დადგენილებით მოხდეს გარკვეული შეზღუდვების დატოვება, სამინისტრომ გამოსცეს წესი, რეგლამენტი, სადაც გაწერილი იქნება კონკრეტულად ამ ეპიდემიის დროს რა ღონისძიებებია გასატარებელი.


– ხო, თუ ამ წესის გამოყენება მინდა მხოლოდ ამ ეპიდემიისას – კი, გამოვცემ, დადგენილებას, მაგრამ თუ შეზღუდვების გამოყენება მინდა არჩევნების წინ? თუ მინდა გადაადგილება შევზღუდო ისე, რომ არ იყოს ამის საჭიროება? – ამ შემთხვევაში პირიქით, მაწყობს რომ პირდაპირ კანონში შევიტანო ცვლილება, ისე, რომ არ ვახსენო კოვიდინფექცია და ნებისმიერი სხვა მიზეზით შემეძლება ხალხს შეზღუდვები დავუწესო. ასეა?


– მე პოლიტიკურ განცხადებებს არ და ვერ გავაკეთებ, მაგრამ თუ ასე მოიქცევა, ნაკლებად მგონია, ამან რამე უპირატესობა მისცეს, რაც უფრო მეტია გაუმართლებელი შეზღუდვა, მით უფრო მეტი შანსია იმისი, რომ ამან უკუშედეგი გამოიღოს. შეზღუდვა უნდა პასუხობდეს დროს. მაგალითად – ეპიდემიის პიკის დროს, შეზღუდვები გასაგებია და მისაღებია, მაგრამ ტეხილი და ვაკეც რომ გამოვიარეთ, აი, მერე რამდენად პასუხობს დროს შეზღუდვა – ეს ბადებს კითხვის ნიშანს.

როგორც მოვისმინეთ გურამისგან, რომელმაც აპოლიტიკური და ამომწურავი პასუხები გაგვცა, თითქმის აღარაფრის შეზღუდვა შეუძლია პრემიერს საგანგებო მდგომარეობას თუ მოხსნის, არადა საგანგებო მდგომარეობას ვერ დატოვებს, იტალიამაც კი მოხსნა საგანგებო მდგომარეობა, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ სამიოდე დღის წინ კვლავ 260 გარდაცვლილი ჰყავდა – საქართველომ რა თქვას? – რატომ ვტოვებ საგანგებო მდგომარეობასო? დღეში 7 ინფიცირებული მყავდაო? სასაცილოდ არ ეყოფა არავის. ამიტომ გეხმარებიან მილიონებით, რომ შენ სახლში გინდა ჩასვა ხალხი?


პრემიერი ამბობს, რომ პარლამენტს კანონში ცვლილებების ჩასამატებლად ეპიდემიოლოგთა რჩევით მიმართავს და რასაც ეპიდემიოლოგები ურჩევენ, ისე მოიქცევა და იმ შეზღუდვებს დატოვებს – ეპიდემიოლოგებიდან კი პრემიერს ორი ჰყავს მრჩევლად – იმნაძე, რომელიც 1992 წელს მერე სახელმწიფო სამსახურშია და გამყრელიძე, რომელიც ასევე 1995 წელს მერე სახელმწიფო სამსახურშია.
იმნაძემაც და გამყრელიძემაც სავალალო გზას მიმართეს აღდგომის ჩასაშლელად და ამაოდ ეძებეს მერე აღდგომის კლასტერი, მეტიც, აღიარეს, რომ ხალხის დასაზაფრად მოიქცნენ ასე – სად არის გარანტია, რომ ხალხის დაზაფვრის რამდენიმე გზა და ხერხი არ შეისწავლეს 90-იანი წლებიდან დღემდე? სად არის გარანტია, რომ სახელმწიფო ჩინოვნიკები სანდონი არიან? მართალია, ამბობენ, პოლიტიკაში არ ვერევითო, მაგრამ შუა ომის დროს, არც პოლიტიკაზე საუბარი დაუკლიათ და სააკაშვილს ათი პასუხი გასცეს, ლუგარი შენ კი არა, შევარდნაძემ ააშენაო…


სად არიან დამოუკიდებელი ეპიდემიოლოგები? აპოლიტიკური ეპიდემიოლოგები? ისინი, ვინც 1990-იანი წლების მერე სახელმწიფოს არ ჰყავს კმაყოფაზე? – არ გვყავს სხვა ეპიდემიოლოგი? – მოვიწვიოთ მაშინ.


ამასობაში ხალხი დაიმშა და 21 მარტს გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის შემდეგ, ლამის ორი თვე გადის და დაპირებული 200 ლარის ჩარიცხვაც არ დაწყებულა ჯერ!
„ოცნების“ აქტივისტები ჭკუას გვარიგებენ, სახლში ვისხდეთ და დამშეულებს დავეხმაროთ, სახელმწიფომ რამდენი შეიძლება ქნასო… რა ქნა რო ჯერ სახელმწიფომ?
რა ვიცი, წულუკიანმა რამდენიმე მილიონად ავეჯი შეიძინა და ფინანსთა სამინისტრომ სარეცხი და საშრობი მანქანები იყიდა ჩემი ფულით და მე სახლში დამჯდარმა, სხვა სახლში დამჯდარი როგორ ვარჩინო?


ასე ხალხს მშვიდობის ეშინოდეს, პირველად ვნახე…


თუ პრემიერის უნდა შეზღუდვები მხოლოდ კოვიდინფექციის დროს გამოიყენოს, არ სჭირდება ამისთვის კანონის შეცვლა, როგორც ვნახეთ, ამისთვის საკმარისია, სამინისტროებმა გამოსცენ დადგენილებები.
რატომ ცვლის კანონს? რატომ უნდა მიმართოს პარლამენტს? – რისთვის სჭირდება კანონის შეცვლა?…
ეპიდემიოლოგებმა თქვეს, შემოდგომაზე, სექტემბერში ისევ მობრუნდება ვირუსიო…
უპს, შემოდგომაზე არჩევნებია და არჩევნებამდე 2 თვით ადრე მაინც უნდა იყოს მოხსნილი საგანგებო მდგომარეობა…
საგანგებო მდგომარეობას ივლისის მერე ვეღარ შემოიღებს, გამოდის, მაგრამ არც ის უნდა, ასე ჩვენს ნებაზე ვიტრაშუნოთ, ამიტომ, ბერკეტი სჭირდება სამართლებრივი, ზოგი რომ დაიჭიროს და დააჯარიმოს, ზოგი რომ დაიჭიროს და ტესტირება ჩაუტაროს…


ერთ ცნობილ ექიმს დავურეკე კომენტარზე – ვირუსზე არ ვისაუბრებო – რატომ-მეთქი?
„გაცვეთილი თემაა, მორჩა ვირუსიო…“
სოციალურ ქსელში კი იმ ბევრი კითხვიდან, რომელსაც პრემიერს უსვამენ, ყველაზე აქტუალური, ეს კითხვა მეჩვენა – „პრემიერო, ტურისტი ვჭამოთ?“

თამო კეშელავა

ალია №17

დღეს პრემიერის თხოვნა შესრულდა და დიმიტრი ხუნდაძის მეთაურობით, “ოცნების” რამდენიმე დეპუტატმა კანონპროექტი შეიტანა პარლამენტში და სასწრაფოდ დამტკიცება ითხოვა.

პრემიერი მართლაც აპირებს საგანგებო მდგომარეობა მოხსნას და შეზღუდვების დაწესების უფლება დაიტოვოს, თან ისე, რომ კანონში ნახსენები არ არის კოვიდ-19, რაც როგორც იურისტები ამბობენ, იმის საშუალებას იძლევა, რომ ნებისმიერი სხვა მიზეზითაც დააწესოს შეზღუდვები.

და რაც ყველაზე მთავარია, რასაც ჩვენც კი ვერ ვიფიქრებდით, კანონპროექტის მიხედვით, მხოლოდ პრემიერი წყვეტს ერთპიროვნულად, როდის რა შეზღუდვა დააწესოს, არც პარლამენტის დამტკიცება სჭირდება და არც სხვა პოლიტიკოსთა აზრის გათვალისწინება.

დიდი ალბათობით, ხვალ პარლამენტი პრემიერს მიანიჭებს ამ სიამოვნებას!

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

12 ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რაც სარეცხ მანქანას აფუჭებს
ახალი ამბები

12 ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რაც სარეცხ მანქანას აფუჭებს

17:10 07-03-2025
სიახლეები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში
ახალი ამბები

სიახლეები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში

15:43 07-03-2025
საქართველოსა და ირლანდიის დიდი დაპირისპირების მოლოდინში – ბორჯღალოსნები ზაფხულის ტურნეს საშინაო კედლებში იწყებენ (თიბისი)
ახალი ამბები

საქართველოსა და ირლანდიის დიდი დაპირისპირების მოლოდინში – ბორჯღალოსნები ზაფხულის ტურნეს საშინაო კედლებში იწყებენ (თიბისი)

13:07 07-03-2025
თიბისის ახალი ფუნქციონალი – დოლარსა და ევროში თანხის მომენტალური გადარიცხვა ნებისმიერ ბანკში
ახალი ამბები

თიბისის ახალი ფუნქციონალი – დოლარსა და ევროში თანხის მომენტალური გადარიცხვა ნებისმიერ ბანკში

11:04 07-03-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved