• რეკლამა
  • კონტაქტი
22:20, ოთხშაბათი, 10 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

დავიწყოთ კამპანია სახელწოდებით – „გადაამოწმე შენი თავი სად მიეცი ხმა“ – კორძაია

ალია ავტორი - ალია
12:10 10-29-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
166

„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, თამარ კორძაია გამოდის ინიციატივით, რომ დაიწყოს კამპანია სახელწოდებით – „გადაამოწმე შენი თავი სად მიეცი ხმა“.

როგორც კორძაიამ ბრიფინგზე განაცხადა, ამისათვის უნდა შეიქმნას არჩევნებში მონაწილეთა ბაზა, სადაც მას შესაძლებლობა ექნება გადაამოწმოს სად მისცა ხმა და დარწმუნდეს, გაყალბდა თუ არა მისი ხმა.

კორძაიას თქმითვე, თუ ხელისუფლება ამ ბაზას არ შექმნის, ეს ნიშნავს, რომ მას საქართველოს მოქალაქეების „ეშინია“.

„დავიწყოთ კამპანია სახელწოდებით – „გადაამოწმე შენი თავი სად მიეცი ხმა“. ეს რომ გავაკეთოთ, აუცილებელია ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მყისიერად მოახდინოს ვებ-გვერდის ადაპტირება და შექმნას არჩევნებში მონაწილეთა ბაზა. შექმნას იმისათვის, რომ ამომრჩეველს მიეცეს შესაძლებლობა, გადაამოწმოს საკუთარი თავი არჩევნებზე მიმსვლელთა ამომრჩეველთა სიაში. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მხრიდან ასეთი პროგრამული უზრუნველყოფა, ერთი მხრივ, უზრუნველყოფს ამომრჩევლის მიერ მისი ნების გამოვლენის დადასტურებულ შესაძლებლობას. ამასთან, დარწმუნდეს, რომ მისი ხმა არ დაკარგულა ან დარწმუნდეს, რომ მის ნაცვლად ხმა არავის მოუცია. მეორე მხრივ, დაარწმუნებს, რომ მისი ხმა სხვის მიერ არ გაყალბებულა.

თუ ხელისუფლება თვლის და ამტკიცებს, რომ გაყალბებას და ტექნოლოგიურ მანიპულაციებს ადგილი არ ჰქონია, მას შეუძლია ასეთი ბაზა დაუყოვნებლივ შექმნას და დაიბრუნოს საქართველოს მოქალაქეების ნდობა. თუ არ შექმნის, ეს ნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეების ეშინია, რადგან ისინი რეალურ შედეგებს შეამოწმებენ“,- განაცხადა თამარ კორძაიამ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

სანტექნიკოსი გამოძახებით
ახალი ამბები

როგორ ამოვიცნოთ გაჭედილი ცენტრალური მილი და წყლის ფარული გაჟონვა? – 9 ნიშანი, რომ გჭირდება სანტექნიკოსი გამოძახებით

20:19 06-10-2026
ბინის დაქირავება
ახალი ამბები

5 ყველაზე გავრცელებული შეცდომა ბინის დაქირავების დროს

19:15 06-10-2026
თიბისის მხარდაჭერით, საცხოვრებელი კომპლექსი „აპექს ჰოლბრუკი“ შენდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, საცხოვრებელი კომპლექსი „აპექს ჰოლბრუკი“ შენდება

14:30 06-10-2026
AI განათლება მომავლის შესაძლებლობებისთვის: თიბისისა და GAIA-ს ერთობლივი ინიციატივები
ახალი ამბები

AI განათლება მომავლის შესაძლებლობებისთვის: თიბისისა და GAIA-ს ერთობლივი ინიციატივები

13:17 06-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved