• რეკლამა
  • კონტაქტი
12:32, შაბათი, 14 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,დაკომპლექტდეს დროებითი პარლამენტი, რომელიც 6 თვის ვადაში უზრუნველყოფს ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას!“ – კახა ოქრიაშვილი

ალია ავტორი - ალია
14:40 10-28-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
287

პარლამენტარი, ,,პსპ ფარმას” დამფუძნებელი, კახა ოქრიაშვილი:

,,მინდა მადლობა გადავუხადო იმ მამაც ხალხს, ვინც მოვიდა არჩევნებზე და არნახული დაშინების ფონზე ხმა მაინც თავისი შინაგანი რწმენის მიხედვით მისცა.

ცესკო-ს მიერ გამოცხადებული შედეგები არ ასახავს ქართველი ხალხის პოლიტიკიურ განწყობას. „Edison Research“-ის ეგზიტპოლმა, რომელსაც სრულად ვენდობი, რადგან წარსულ არჩევნებზეც, ოფიციალურ შედეგთან მიმართებაში ყველაზე ახლო და ზუსტ მონაცემებს დებდა, ჯამში, ოპოზიციას 52% დაუწერა, 41 ნომერს კი – 41%. ეგ 41 %-იც „ოცნებამ“, რეალურად, 200-ლარიანი მოსყიდვის და მერე მოსყიდული ხალხის კონტროლის შედეგად აიღო. ხალხის ნების გაკონტროლება იმითაც იყო შესაძლებელი, რომ ბიულეტენის ზედმეტად თხელი ქაღალდის გადმოტრიალების შემდეგ სრულიად გარკვევით ჩანდა მარკერით გაფერადებული წრე, რის მიხედვითაც ძალიან ადვილი იყო მიხვედრა, რომელმა ამომრჩეველმა რომელ პარტიას მისცა ხმა.
აღარავინ დავობს, რომ არჩევნები გაყალბდა! რა შეიძლება იყოს სამართლიანი გამოსავალი აღნიშნული სიტუაციიდან? რა თქმა უნდა, მრავალი ვარიანტი არსებობს და ერთ-ერთს შემოგთავაზებთ: იმ არაქართულენოვან უბნებზე, სადაც გაყალბებას მასობრივი ხასიათი ჰქონდა და „ოცნებამ“ 70%-ზე მეტი დაიწერა, ასევე, მთლიანად საჩხერის ოლქში, არჩევნების შედეგები გაუქმდეს. დარჩენილი უბნების შედეგებით კი დაკომპლექტდეს დროებითი პარლამენტი, დროებითი ტექნიკური მთავრობით, რომელიც 6 თვის ვადაში მოამზადებს და უზრუნველყოფს ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას.

დღეს 28 ოქტომბერია. მე მივდივარ მშვიდობიან აქციაზე, რომელიც ჩემი აზრით, სულ 2-3 საათი გაგრძელდება და რომელსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რათა ყველას დავანახოთ, რომ ძალადობას არ ვეგუებით!”

თეგები: კახა ოქრიაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

4 წლის გიორგის, რომელიც შარშან ,,ჰუალინგ პლაზას” მესამე სართულის მოაჯირიდან გადმოვარდა, სასწრაფოდ დახმარება სჭირდება
ახალი ამბები

4 წლის გიორგის, რომელიც შარშან ,,ჰუალინგ პლაზას” მესამე სართულის მოაჯირიდან გადმოვარდა, სასწრაფოდ დახმარება სჭირდება

14:41 11-13-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, ქართველი სტუდენტები ლისაბონის Web Summit-ზე გაემგზავრნენ
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ქართველი სტუდენტები ლისაბონის Web Summit-ზე გაემგზავრნენ

18:11 11-13-2026
საცობის საწინააღმდეგო აბი არსებობს? – ანტოსაცობური, 3 მომსახურების ფულის დამზოგველი – “ვულკანიზაცია გამოძახებით”
ახალი ამბები

საცობის საწინააღმდეგო აბი არსებობს? – ანტოსაცობური, 3 მომსახურების ფულის დამზოგველი – “ვულკანიზაცია გამოძახებით”

18:20 11-12-2026
თიბისი ბიზნესის 5 სიახლე, რომლებიც ბიზნესების ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი ბიზნესის 5 სიახლე, რომლებიც ბიზნესების ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ამარტივებს

14:21 11-12-2026
გაიაქტიურე სილქფესტის შეთავაზებები მხოლოდ “MySilknet” აპლიკაციით
ახალი ამბები

გაიაქტიურე სილქფესტის შეთავაზებები მხოლოდ “MySilknet” აპლიკაციით

11:39 11-12-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved