• რეკლამა
  • კონტაქტი
17:08, პარასკევი, 16 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ორგანიზების დროა! „ოცნებამ“ თქვა, რომ არჩევნებში გაიმარჯვა და ამას უკან აღარ წაიღებს – ვახუშტი მენაბდე

ალია ავტორი - ალია
13:45 10-27-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
408

ორგანიზების დროა! „ოცნებამ“ თქვა, რომ არჩევნებში გაიმარჯვა და ამას უკან აღარ წაიღებს – დღეიდან უკვე ავტორიტარიზმის სრულიად ახალ და გაცილებით მძიმე ფაზაში ვიცხოვრებთ, – ამის შესახებ კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტი ვახუშტი მენაბდე “ფეისბუქის“ გვერდზე წერს.

მენაბდის შეფასებით, კარგა ხანია ძალაუფლება უზურპირებულია და არჩევნების შედეგებმა ეს უბრალოდ გააფორმა, მიუხედავად იმისა, 26 ოქტომბრის არჩევნებში რა მასშტაბის იყო დარღვევები.

“სულ ცოტა გაზაფხულის შემდეგ ეს ნათელზე ნათელია.

ამიტომ ახლა მთავარი სტრატეგია ვერ იქნება პარტიების მიმართ დამუნათებაშერეული მოწოდებები: “ჩვენი ხმები უნდა დაიცვათ!” “მტკიცებულებები მოაგროვეთ გაყალბების!” – ეს პასუხისმგებლობის გადაბარებაა (და ცოტა ფრუსტრაციის გემო დაჰკრავს), მაშინ როცა პასუხისმგებლობა თითოეულმა მოქალაქემ უნდა აიღოს.

„ოცნებამ“ საზოგადოება ორად გაყო, მისი ერთი ნაწილი, გამოაცალკევა და არაკეთილსაიმედო მოქალაქედ გამოაცხადა. ამავდროულად კი მთელი პოლიტიკური სისტემა მიიტაცა. არჩევნების შედეგები ამ ოპერაციის დასასრულია უბრალოდ. ამ ოპერაციის შედეგად მან გადაჭრა ჩვენი კავშირი ჩვენს ქვეყანასთან, როგორც პოლიტიკურ საზოგადოებასთან. ის, რაც ჩვენ მოქალაქეებად გვაქცევდა, რასთან მიმართებაშიც საკუთარ თავს, როგორც პიროვნებას, განვსაზღვრავდით ხელისუფლებამ გაანადგურა. ეს ჩვენ „ოცნებისვე“ სტატისტიკითაც კი ამ ქვეყნის ნახევარი ვართ (და ისე კი ბევრად მეტი) და გვევალება ერთმანეთი ვიპოვოთ.

ახლა ჩვენი, როგორც მოქალაქეების ერთადერთი ამოცანაა ეს გაწყვეტილი კავშირი აღვადგინოთ და ამას ვერავის გადავაბარებთ. ამ კავშირის აღდგენის გზაზე შეიძლება ბევრი რამე გვეღობებოდეს, მაგრამ “ქართული ოცნება“ მათგან პირველია.

ამდენად ახლა ჩვენი ფიქრი, მოქმედება და ენერგია მიმართული უნდა იყოს ჩვენი პოლიტიკური ადგილის დაბრუნებისკენ, ჩვენი ქვეყნის დაბრუნებისკენ, ამ გადაჭრილი კავშირის აღდგენისკენ. ეს როგორ გავაკეთოთ ამას ვერც სადამკვირვებლო ორგანიზაციები გვეტყვიან, ვერც ეუთო და ვერც არსებული პარტიები. ტყუილად ველოდებით მათ, მუშაობა დღესვე უნდა დავიწყოთ, რესურსები უნდა გავაერთიანოთ, გრძელი და რთული გზა გვექნება გასავლელი და მზად უნდა ვიყოთ.

ჩვენ არ გვჭირდება ფუჭი იმედები, რომ ვიღაცა გამოააშკარავებს, დაიცავს, უზურპატორს დაამარცხებს, რადგან ყველაფერი უკვე ხელის გულზე დევს, ნათელია, რაც დასაცავია და ისიც ვიცით, რომ ამას ნება სჭირდება, გამარჯვების ნება.

ეს არის განსხვავება ნებას და იმედს შორის. იმედს სხვა გაძლევს და ნება შენში ყალიბდება. იმედი შეიძლება გაიფანტოს, მაგრამ ვინმე თქვენგანი ფიქრობს, რომ სურვილი – დაიცვა საკუთარი ღირსება და დემოკრატია – შეიძლება გაუქრეს?“, – წერს ვახუშტი მენაბდე.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

ისწავლე ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების გამოყენება – თიბისი ტექსკოლაში მიღება დაიწყო
ახალი ამბები

ისწავლე ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების გამოყენება – თიბისი ტექსკოლაში მიღება დაიწყო

14:54 10-16-2026
Euromoney-მ თიბისი საქართველოს საუკეთესო სავალუტო ბანკად დაასახელა
ახალი ამბები

Euromoney-მ თიბისი საქართველოს საუკეთესო სავალუტო ბანკად დაასახელა

15:05 10-15-2026
ჩაირთე სილქფესტის სააქციო შეთავაზებები აპლიკაციით Mysilknet!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის სააქციო შეთავაზებები აპლიკაციით Mysilknet!

11:23 10-15-2026
რა შემთხვევაში ვიხდით მანქანის დიაგნოსტიკაში ძვირს? – ცრუ კოდები და ფულის ხაფანგი
ახალი ამბები

რა შემთხვევაში ვიხდით მანქანის დიაგნოსტიკაში ძვირს? – ცრუ კოდები და ფულის ხაფანგი

21:08 10-14-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved