• რეკლამა
  • კონტაქტი
11:33, ორშაბათი, 23 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

3500 ლარს გადააჭარბებს საშუალო ხელფასი ჩვენს ქვეყანაში – ირაკლი კობახიძე

ალია ავტორი - ალია
13:01 10-27-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
832

ქართველ ხალხს განსაკუთრებული მადლობა უნდა გადავუხადოთ გამოცხადებული ნდობისთვის და მე მინდა მივულოცო ყველას, არა მხოლოდ იმ 1 120 000 ადამიანს, რომელმაც ხმა მისცა „ქართულ ოცნებას“, არამედ საქართველოს ყველა პატრიოტ მოქალაქეს გამომდინარე იქიდან, რომ სწორედ მშვიდობის ბედი გადაწყდა საქართველოსთვის ამ არჩევნებზე და მშვიდობით მოსარგებლე იქნება საქართველოს უკლებლივ ყველა მოქალაქე.- ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

“მშვიდობას მოაქვს განვითარება და ჩვენ უკვე დღეიდან განვაახლებთ მუშაობას, ყოველდღიურ მუშაობას იმისათვის, რომ ქვეყანას მოვუტანოთ ის წინსვლა, რაზეც იყო საუბარი ჩვენს საარჩევნო პროგრამაში. და მშვიდობის პირობებში ჩვენი პროგრამის განხორციელების საფუძველზე 4 წლის თავზე საქართველო იქნება განვითარების სრულიად სხვა დონეზე. ჩვენ გვქონდა საუბარი კონკრეტულ მონაცემებზე. ჩვენი ეკონომიკა გაიზარდა 50 მილიარდიდან ამ ოთხ წელიწადში 90 მილიარდ ლარამდე, თუმცა ჩვენ გვაქვს უფრო ამბიციური მიზნები და ვფიქრობთ, რომ 4 წელიწადში აუცილებლად გაიზრდება ჩვენი ეკონომიკა 130 მილიარდ ლარამდე. 40 მილიარდს გადააჭარბებს 4 წლის თავზე ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტი.

3500 ლარს გადააჭარბებს საშუალო ხელფასი ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ მოვახერხეთ და 712 ნახევარი ლარიდან უკვე გავზარდეთ 2000 ლარამდე საშუალო ხელფასი. 3500 ლარი გახდება 4 წლის თავზე. 4%-ს ჩამოსცდება უმუშევრობა და სიღარიბე ჩვენი პროგრამის განხორციელების შემდეგ 4 წლის თავზე. დასრულდება ავტობანის პროექტები, ახალი აეროპორტი, ანაკლიის პორტი, ახალი უნივერსიტეტები, ასაშენებელი გვაქვს ასობით ახალი სკოლა და საბავშვო ბაღი. ამ ყველაფერზე უკვე დღეიდან განვაახლებთ მუშაობას.

ამ სიკეთით ისარგებლებს რა თქმა უნდა, საქართველოს თითოეული მოქალაქე. კიდევ ერთხელ ვიტყვი, გადაწყდა მშვიდობის ბედი ჩვენს ქვეყანაში და მშვიდობა მოიტანს უპრეცედენტო განვითარებას ჩვენი ქვეყნისთვის მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში.” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved