• რეკლამა
  • კონტაქტი
19:42, პარასკევი, 9 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

როგორ დააგროვა ივანიშვილმა კაპიტალი – ბაჩიაშვილის საკანდალური განცხადება

ალია ავტორი - ალია
21:49 10-25-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
707

თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარეს პენსიონერების ძარცვაში ამხელს.

“ტვ პირველისთვის” მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში, ბაჩიაშვილი ამბობს, რომ ივანიშვილის ქველმოქმედება “დიდი ტყუილია”. 

ხშირად ახსენებს ხოლმე ივანიშვილი თავის ხელწერას, რომ “მე სუფთა ხელებით მოვედი და ა.შ… ივანიშვილმა რუსეთში შექმნა ბანკი – Россииский Кредит, ამავდროულად ის ყოველთვის ამისამართებს ხალხს თავის “ვედომოსტის” სტატიაზე. ანუ, თავისივე ინტერვიუზე აკეთებს რეფერენს, რომ ხალხს აჩვენოს, რომ თითქოს “როგორი სუფთა ხელებით მოვედიო”.

რეალურად, მან რა გააკეთა? – ბანკ Россииский Кредит-იდან აიღო დეპოზიტარების ფული, რუსი პენსიონერების და ხალხის თანხა. ამ თანხით შეიძინა დიდძალი აქტივები, რომლებმაც სწორედ ის გახადა მილიარდერი. შემდეგ ამ ხალხს უთხრა 98-ში, რომ ბოდიში, მე ამ ფულს ვერ გიბრუნებთ, დაგიბრუნებთ 20 წელიწადში გაუფასურებულ რუბლებსო. ამავდროულად კი, ეს მთელი აქტივები თავისთვის დაიტოვა.

ნებისმიერ ნორმალურ სახელმწიფოში ეს არის პირდაპირ კრიმინალი დღესაც და მაშინაც. შესაბამისად, ნურავის ნუ ატყუებს თავის სუფთად ნაშოვნ ფულზე”- განაცხადა ბაჩიაშვილმა. 

თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი პირდაპირ ამბობს, რომ ივანიშვილის მთელი კაპიტალი რუსი პენსიონერებისთვის ნაძარცვი ფულით არის მოგროვებული: 

ის ამბობს, რომ მე ერთადერთი ბანკი ვიყავი, რომელმაც ეს ფული დავარესტრუქტურიზე, მაგრამ მაინც დავუბრუნე პენსიონერებსო. ის ასე რომ აქ მოქცეულიყო, მას ციხეში გაუშვებდნენ, რადგან მას ეს ფული თავისთვის ჰქონდა დახარჯული, თავისი კომპანიების შესაძენად”- დასძინა მან.

“ნოდარ მელაძის დამაზუსტებელ შეკითხვაზე, იყო თუ არა ეს თღლითობა, რესპოდენტმა დადებითი პასუხი გასცა:

ჩვეულებრივი თაღლითობაა, ყოველთვის ამბობენ ხოლმე, რომ ნუ მეტყვი როგორ იშოვე შენი პირველი მილიონიო. ეს სწორედ ის პირველი მილიონია, რომლის თქმაც ივანიშვილს ასე ძალიან არ უნდა და რასაც ასე საგულდაგულოდ, ამდენი ხანი მალავდა. ეს უნდა იცოდეს ქართულმა საზოგადოებამ მხოლოდ იმიტომ, რომ როდესაც ამბობს, მე სუფთა ხელებით მოვედი და მე ქველმოქმედი ვარ და კარგი ბიზნესმენი, ხალხმა ხომ უნდა იცოდეს სიმართლე, თუ ვის აძლევს ხმას”- დასძენს ბაჩიაშვილი “პირველებისთვის” მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში. 

  • გიორგი ბაჩიაშვილმა “ტვ პირველს” უთხრა, მის მიერ გამოთქმული ინფორმაცია ეფუძნება, მის 14 წლიან მუშაობას ბიძინა ივანიშვილთან და მის სტრუქტურებში. თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის თქმით, მტკიცებულებები იქნა მოპოვებული და ეყრდნობა დოკუმენტებს, სხვადასხვა პირად საუბრებს ივანიშვილთან და მის გარემოცვასთან, მის ანალიზს და საჯარო ინფორმაციას.  ბაჩიაშვილი ამბობს, რომ მის მიერ ამ ინტერვიუში გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები გადაუდებელი ეროვნული ინტერესების საკითხია და არის მისი პირადი პოზიცია და შეხედულებები.
თეგები: გიორგი ბაჩიაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

საქართველომ, საერთაშორისო საბანკო და რითეილ ფორუმს Fusion Georgia 2026-ს უმასპინძლა
ახალი ამბები

საქართველომ, საერთაშორისო საბანკო და რითეილ ფორუმს Fusion Georgia 2026-ს უმასპინძლა

16:47 10-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:49 10-09-2026
არქი გრანდ ავენიუ
ახალი ამბები

არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა

14:37 10-09-2026
თიბისის მხარდაჭერით ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი გაიმართება

14:22 10-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved