• რეკლამა
  • კონტაქტი
15:34, ხუთშაბათი, 17 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, ის, რომ მამაკაცების საპირფარეშოებში ჰიგიენურ ხელსახოცებს დებენ, ის, რომ მამაკაცის რძე იგივეა, რაც დედაკაცის” – ივანიშვილი ლგბტ პროპაგანდაზე

ალია ავტორი - ალია
22:22 10-21-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
5,766

ივანიშვილმა ,,იმედთან” ინტერვიუში განაცხადა:

,,რაც შეეხება ლგბტ საზოგადოებას, უფრო რთულად ითქმის, მაგრამ ვერ ვიმახსოვრებ იქ ასოებს ამატებენ და უკაცრავად ამ საზოგადოების წინაშე, შეიძლება ზუსტად ვერ გამოვხატავ სახელს, მაგრამ აზრი გასაგებია, „ანტიდისკრიმინაციული კანონი“ საქართველოში როდესაც მიიღეს მასში არის ჩემი ლომის წვლილი. „ნაცებმა“ ვერც კი გაბედეს ამ კანონის შემოტანა. მეც არ დაგიმალავთ და ძალიან დიდი მუშაობა დამჭირდა, რომ ეს კანონი გაგვეტანა. რა თქმა უნდა ეს ხალხი არის ჩვეულებრივი ხალხი, არავითარი პრეტენზია არ შეიძლება ამ ხალხთან გვქონდეს, ისინი საზოგადოების ჩვეულებრივი ნაწილია, გარკვევით მინდა რომ ვთქვა და ლომის წვლილი მე მაქვს, რომ „ანტიდისკრიმინაციული კანონი“ მივიღეთ, იმიტომ რომ კანონმდებლობასთან რაღაც დაპირისპირებაში მოდიოდა. მაგრამ პროპაგანდას რაც შეეხება, ბოდიში მომიხდია, საკუთარ სახლში ვისაც რა უნდა ის გააკეთოს, არავინ არ შედის და არავინ არავის არ მისდევს, მაგრამ პროპაგანდამ და აგიტაციამ რაც გამოიწვია ნახეთ ქვეყნები და არსებობს სტატისტიკა ამის, რამდენჯერ გაიზარდა რიცხვი…

შედეგი რა არის, რა უნდათ? რატომ მიდის ამხელა პროპაგანდა და რატომ იხარჯება უზარმაზარი თანხები? უზარმაზარი თანხები იხარჯება ამ პროპაგანდაში. მარტივს გეტყვით, ყველაზე დიდი პარადი მე მგონი ესპანეთის ქალაქ ბარსელონაში ტარდება, „გეი აღლუმი“ რასაც ჰქვია და ნახეთ კადრები. რასაც ჩვენ გვეუბნებიან – რა მოხდა ქუჩაში გამოვიდნენ, რატომ უშლით ქუჩაში გამოსვლას? ესე იწყება ყველგან და ყველაფერში, ამ მარტივით იწყება. ეს ქუჩაში გამოსვლა ნახეთ ფოტოები, საშინელებები ხდება უკვე იმ ქუჩაში მათი გამოსვლის დროს, ჩვენთვის საშინელებები – ვიღაცისთვის ნორმაა და ნორმად აწესებენ. პატარა ბავშვები მხარზე შემოსმული, 2-3 წლის – ყველანაირი ტიპის ორგია მიდის ქუჩაში. ნორმალურია ეს აგიტაცია? ეს არის ის, რასაც გვეუბნებიან ჩვენ – რა მოხდა ქუჩაში გამოვიდნენ, აი სად მიდის ეს ქუჩის გამოსვლა, ეს ნახეთ რაც შეეხება პარადებს და სხვა დანარჩენი ნახეთ ქვეყნები, მე ქვეყნებს შეგნებულად არ დავასახელებ, სად მიდის ეს იდეოლოგია. ის, რომ ამბობენ ქალს ქალი აღარ დავუძახოთ და კაცს კაცი აღარ დავუძახოთ, ის რომ ბაღის 5 წლამდე ბავშვებში მიდის უკვე სექსუალური აღზრდის გაკვეთილები, ის, რომ მაგალითებია ამის რამდენიც გინდათ და ამის მოპოვება რთული არ არის, ის, რომ ერთ-ერთი განვითარებული ქვეყნის მასწავლებელი ციხეში მეორედ შეუშვეს, იმის გულისთვის, რომ გამოვიდა და ისევ თქვა პრინციპულად, რომ მხოლოდ ორი სქესი არსებობს – მამრი და მდედრი და არ არსებობს ეს მრავალფეროვნება სექსუალობის და ათასობით არ არსებობს, ისევ შეუშვეს მეორედ ციხეში. აი აქ მიდის ეს, ნელ-ნელა რომ დაიწყოთ მარტივი ქუჩის მიტინგი, სადაც გასდით აქ აჰყავთ უკვე, აქ მიდის. ის, რომ მამაკაცების საპირფარეშოებში ჰიგიენურ ხელსახოცებს დებენ, ის, რომ მამაკაცის რძე იგივეა, რაც დედაკაცის. მე არ მინდა ქვეყნებს შევეხო და ცალკეული პიროვნებების განცხადებები გავიხსენო, ძალიან დიდი პოლიტიკოსების. ქალია თუ კაცი, გოგოა თუ ბიჭი არ უნდა თქვა, მიზანი მარტივია – ადამიანმა არ უნდა იცოდეს ქალია თუ კაცი, არათუ ის, რომ ქრისტიანი თუ მუსლიმია, არათუ ის, რომ მას ჰყავდა დავით აღმაშენებელი და მან თავისი ისტორია და იდენტობა უნდა იცოდეს და მრავალჟამიერი იცოდეს – არა, არა, ეს ყველაფერი უნდა გადაიყაროს, მან ისიც კი არ უნდა იცოდეს ქალია თუ კაცი. ეს არის უახლესი იარაღი დაპყრობის, ამ ადამიანს რაც გინდა ის უქენი, არაფრის ხელის გამძრევი არ არის, არაფერს აღარ დაიცავს. აქ მიდის ყველაფერი“

თეგები: ბიძინა ივანიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

Archi Group-მა და INVIA-მ, პარტნიორებთან ერთად, Trump Tower Tbilisi-ის გრანდიოზული საერთაშორისო პროექტი წარადგინეს
ახალი ამბები

Archi Group-მა და INVIA-მ, პარტნიორებთან ერთად, Trump Tower Tbilisi-ის გრანდიოზული საერთაშორისო პროექტი წარადგინეს

12:41 09-17-2026
გაიაქტიურე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციით!
ახალი ამბები

გაიაქტიურე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციით!

11:28 09-17-2026
ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე
ახალი ამბები

ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე

15:21 09-16-2026
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი GNPF Youth Open ტურნირის მხარდამჭერია
ახალი ამბები

ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი GNPF Youth Open ტურნირის მხარდამჭერია

15:18 09-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved