• რეკლამა
  • კონტაქტი
18:25, შაბათი, 5 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

დავით ნარმანია ენერგეტიკულ სისტემათა ინჟინერიის პირველ საერთაშორისო კონგრესზე მოხსენებით წარდგა

ალია ავტორი - ალია
16:15 10-21-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
162

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, პროფესორმა დავით ნარმანიამ მონაწილეობა მიიღო აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით გამართულ ენერგეტიკულ სისტემათა ინჟინერიის პირველ საერთაშორისო კონგრესში. კონგრესში მონაწილეობდნენ ენერგეტიკის სექტორში მოქმედი ორგანიზაციების, საქართველოს, ჩეხეთის, თურქეთის უნივერსიტეტების სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები და ენერგეტიკის სექტორის ექსპერტები.

სემეკის თავმჯდომარემ, კონგრესზე წარდგენილ მოხსენებაში ისაუბრა საქართველოში ენერგეტიკული რეფორმების მენეჯმენტის შესახებ. დავით ნარმანიამ ყურადღება გაამახვილა ელექტროენერგიის ბაზრის ლიბერალიზაციის ეტაპებზე, ენერგეტიკული ბირჟის ფუნქციონირებაზე, ბუნებრივი გაზის სექტორში არსებულ სიახლეებსა და სატარიფო პოლიტიკაზე.

„საქართველოს ენერგეტიკის სექტორი წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე განვითარებად დარგს, რომელსაც ქვეყნის ეკონომიკაში დიდი წვლილი შეაქვს. საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების მხრივ, ენერგეტიკის სექტორში არაერთი ფუნდამენტური ცვლილება უკვე განხორციელდა, ეტაპობრივად ხდება ბაზრების ლიბერალიზაცია. მნიშვნელოვანია, რომ რეფორმირების პროცესი მიმდინარეობს ადგილობრივი ბაზრის სპეციფიკის გათვალისწინებით. აქტიურად გრძელდება ევროპის ენერგეტიკული პაკეტის გათვალისწინებული დირექტივებისა და რეგულაციების ჰარმონიზაციის პროცესი. სემეკმა, როგორც ელექტროენერგეტიკის, ასევე ბუნებრივი გაზის სექტორში შეიმუშავა და დაამტკიცა დირექტივებზე დაყრდნობით არაერთი ნორმატიული აქტი, რომელიც განაპირობებს რეფორმირების პროცესის ეფექტიანობას,“ – აღნიშნა დავით ნარმანიამ.

კონგრესში მონაწილეობა მიიღეს სემეკის წევრმა გივი სანიკიძემ და სემეკის დეპარტამენტების ხელმძღვანელმა პირებმა, რომლებმაც წარადგინეს როგორც სამეცნიერო ნაშრომები, ასევე პრეზენტაციები ბაზრების მონიტორინგის, ენერგეტიკული გაერთიანებების, ნეტო-ბილინგისა და წყლის, როგორც განახლებადი ენერგიის შესახებ. ენერგეტიკულ სისტემათა ინჟინერიის პირველი საერთაშორისო კონგრესის მიზანს წარმოადგენდა ექსპერტების, მკვლევარებისა და სპეციალისტების გაერთიანება ენერგეტიკის სხვადასხვა მიმართულებების შესახებ ცოდნისა და იდეების გაზიარებისთვის. კონგრესი გახსნა აწსუ-ს რექტორმა, შალვა კირთაძემ.

(R)

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სილქნეტის წარდგენით წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხსნა
ახალი ამბები

სილქნეტის წარდგენით წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხსნა

11:26 09-05-2026
თიბისი ტექსკოლა – სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება

13:55 09-04-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

13:13 09-04-2026
4 შემთხვევა, როდესაც კლინიკაში წასვლას სჯობს პედიატრის გამოძახება
ახალი ამბები

4 შემთხვევა, როდესაც კლინიკაში წასვლას სჯობს პედიატრის გამოძახება

19:29 09-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved