• რეკლამა
  • კონტაქტი
12:01, ხუთშაბათი, 4 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ნიკორა ტრეიდმა”, თიბისი კაპიტალისა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, 60 მილიონი ლარის ობლიგაციები გამოუშვა

ალია ავტორი - ალია
11:13 10-18-2024
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
99

სს „ნიკორა ტრეიდმა“, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერითა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სააგენტოს – „აწარმოე საქართველოში“ კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, 120 მილიონი ლარის ემისიის პირველი ტრანში – 60 მილიონი ლარის 5-წლიანი ობლიგაციები წარმატებით გამოუშვა. ობლიგაციები საქართველოს საფონდო ბირჟაზე განთავსდება.

მოზიდული სახსრების ძირითად ნაწილს კომპანია ახალი ლოგისტიკური ცენტრის მშენებლობისთვის გამოიყენებს. პროექტი ხელს შეუწყობს კომპანიის ბიზნესპროცესების ეფექტურობისა და პროდუქციაზე ხელმისაწვდომობის ზრდას, მიწოდების ჯაჭვის ოპტიმიზაციას, დამატებითი სამუშაო ადგილებისა და ადგილობრივი მეწარმეებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას. ასევე, ოპერაციების გაციფრულებას და გამონაბოლქვის შემცირებას, რაც კომპანიის მდგრად განვითარებას უზრუნველყოფს.

ადგილობრივ კაპიტალის ბაზარზე ეს კომპანიის რიგით მე-4 ემისიაა, რომლის ინვესტორები ძირითადად ქართული ბანკები და ინსტიტუციონალური ინვესტორები არიან. ინვესტორთა ბაზა დივერსიფიცირებულია და არც ერთი მათგანის წილი არ აღემატება 30%-ს.

„ნიკორა ტრეიდი“ ბაზრის აქტიური მოთამაშეა, რომლის პირველი საჯარო ემისია 2016 წელს შედგა. დღეისთვის კომპანიას ჯამში 130 მილიონ ლარზე მეტი მოცულობის ობლიგაციები აქვს გამოშვებული. თითოეული ახალი ემისიის ფარგლებში, კომპანია ზრდის გამოშვებული ობლიგაციების მოცულობას.

„მოხარული ვართ, რომ კიდევ ერთი წარმატებული ემისია განვახორციელეთ. ეს ქართული კაპიტალის ბაზარზე „ნიკორა ტრეიდის“ მე-4 და თიბისი კაპიტალთან ერთად მე-3 ემისიაა. გვიხარია, რომ ჩვენი ბიზნესის მიმართ ინვესტორების ნდობა იზრდება, რისი დასტურიცაა ყოველი ემისიისას გაზრდილი მოცულობა. განხორციელებული ობლიგაციების განთავსება ერთი მხრივ არის კაპიტალის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა, ხოლო მეორე მხრივ – მიწოდების ჯაჭვის ოპტიმიზაციისკენ გადადგმული ძალიან დიდი ნაბიჯი. მოზიდული სახსრებით ვაპირებთ ავაშენოთ თანამედროვე, უპრეცედენტო მასშტაბის ლოგისტიკური ცენტრი, რომლის ანალოგიც საქართველოში არ არის. ასევე, მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანოთ გარემოზე მავნე ზემოქმედების შემცირების და მწვანე ენერგიის განვითარების კუთხითაც. აღნიშნული პროექტი შეცვლის და სასარგებლო გავლენას მოახდენს მთლიანად FMCG სექტორის განვითარებაზე, გააუმჯობესებს პროდუქციის ხელმისაწვდომობას სავაჭრო წერტილებში და შეამცირებს პროდუქციის დანაკარგებს, რაც მთელ მსოფლიოში სექტორისთვის დიდი გამოწვევაა.  ამ უმნიშვნელოვანესი ინიციატივის საბოლოო ბენეფიციარები იქნებიან როგორც კომპანია, ასევე მომხმარებლები, რაც კიდევ უფრო ფასეულს ხდის მას“, – თემურ ალექსანდრია, „ნიკორა ტრეიდის“ აღმასრულებელი დირექტორი.

„მოხარული ვართ, რომ „ნიკორა ტრეიდმა“ საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზარზე მორიგი ობლიგაციები თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით გამოუშვა. ეს ჩვენი რიგით მე-3 საერთო ემისიაა, რაც ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის განვითარებაში კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია. მნიშვნელოვანია, რომ FMCG სექტორის ერთ-ერთ მსხვილ მოთამაშეს ალტერნატიული დაფინანსების მოზიდვაში ისეთი მასშტაბური პროექტისთვის ვეხმარებით, როგორიც თანამედროვე ლოგისტიკური ცენტრის მშენებლობაა. ფინანსური რესურსით, კომპანია არა მხოლოდ საოპერაციო მიმართულებასა და პროდუქციაზე მომხმარებლების წვდომას გააუმჯობესებს, არამედ როგორც პასუხისმგებლიანი ბიზნესი, გარემოსთვის სასარგებლო ნაბიჯებსაც გადადგამს. „ნიკორა ტრეიდის“ ყოველი მომდევნო ობლიგაციის თანხის მოცულობის ზრდა, „ნიკორა ტრეიდის“ მიმართ ბაზრის ნდობისა და საქართველოს კაპიტალის ბაზრის მზარდი შესაძლებლობების დასტურია“, – მერი ჩაჩანიძე, თიბისი კაპიტალის მმართველი დირექტორი.

„2024 წლის აპრილიდან „აწარმოე საქართველოში“ აქტიურად ჩაერთო კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამაში და „ნიკორა ტრეიდი“ პროგრამის უკვე მე-6 ბენეფიციარია. პროგრამა წარმატებით მიმდინარეობს და მომავალ წელს მისი გაგრძელება იგეგმება. პროგრამის ფარგლებში შემოსულია 13 განაცხადი და განთავსდა 210 მლნ-მდე სასესხო ფასიანი ქაღალდები“, – ირაკლი გაბრიაძე, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორის მოადგილე.

 

სს “ნიკორა ტრეიდი” ორი ბრენდის – “ნიკორასა” და “ლიბრეს” 600-მდე სავაჭრო ფილიალს მართავს.

(R)

თეგები: თიბისი ბანკი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ შავი ზღვის რიგით მე-19 ჯაზფესტივალს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ შავი ზღვის რიგით მე-19 ჯაზფესტივალს

16:44 06-03-2026
განათლება, როგორც პირველი გააზრებული ნაბიჯი დამოუკიდებლობისკენ – თიბისი
ახალი ამბები

განათლება, როგორც პირველი გააზრებული ნაბიჯი დამოუკიდებლობისკენ – თიბისი

13:38 06-03-2026
TBC x Miro – თანამშრომლობა და ინოვაციური პროცესები – თიბისი
ახალი ამბები

TBC x Miro – თანამშრომლობა და ინოვაციური პროცესები – თიბისი

13:17 06-02-2026
კამპანია “ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ” – KIAF-ის გრან-პრის და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
ახალი ამბები

კამპანია “ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ” – KIAF-ის გრან-პრის და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა

13:10 06-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved