• რეკლამა
  • კონტაქტი
12:36, ხუთშაბათი, 19 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ლადო ასათიანის სახელობის პრემია ოთო ფალიანს გადაეცა

ალია ავტორი - ალია
11:41 10-15-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
102

ლადო ასათიანის სახელობის პრემია ოთო ფალიანს გადაეცა. კონკურსი საზოგადოება „ქართულის“ ინიციატივით ჩატარდა. დაჯილდოება მწერალთა სახლში გაიმართა, – ინფორმაციას საზოგადოება „ქართული“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, გამარჯვებულს პრემიას 3 000 ლარის ოდენობით, სიგელი და ლადო ასათიანის მედალი გადაეცა, რომელიც ცნობილმა ქართველმა მოქანდაკემ, გოგა შხვაცაბაიამ სპეციალურად ამ კონკურსისთვის შექმნა.

„ლადო ასათიანის სახელობის პრემია საზოგადოება „ქართულმა“ წელს 16 აგვისტოს დააარსა და განკუთვნილია ახალგაზრდა პოეტებისთვის.

გამოცხადებულ კონკურსში ოცამდე ახალგაზრდა პოეტმა მიიღო მონაწილეობა, მათ შორის, ყველაზე უმცროსი 14 წლის გახლდათ.

ჟიურის თავმჯდომარეა საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირის ხელმძღვანელი, პოეტი, რუსთაველის პრემიის ლაურეატი მაყვალა გონაშვილი, წევრები: მწერალთა სახლის დირექტორი ქეთი დუმბაძე; მწერალი, დრამატურგი, პროფესორი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი რეზო კლდიაშვილი და პოეტი, მკვლევარი, დიდუბის პანთეონის დირექტორი ბადრი ქუთათელაძე.

საზოგადოება „ქართული“, ლადო ასათიანის სახელობის პრემიის ფარგლებში, გამოსცემს ლადო ასათიანის სახელობის ლიტერატურულ ალმანახს, რომელშიც კონკურსში მონაწილე ყველა ახალგაზრდა პოეტის მიერ ჟიურისთვის გამოგზავნილი ლექსები გამოქვეყნდება“, – აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved