• რეკლამა
  • კონტაქტი
13:17, ორშაბათი, 8 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ესენი უნდა დავტოვოთ გაღიმებულები! – ალეკო ელისაშვილი

ალია ავტორი - ალია
10:20 10-15-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
170

ვართ ერთადერთი პოლიტიკური კოალიცია, რომელიც მარტო ამათ შესაცვლელად კი არ ვიბრძვით, გვაქვს მკაფიო გეგმა და ზუსტად ვიცით, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ რა უნდა გაკეთდეს ნებისმიერი მიმართულებით იმისთვის, რომ ეს ქვეყანა გახდეს მშვიდობიანი და მდიდარი , – ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ბათუმში, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

როგორც ელისაშვილმა ამომრჩევლებთან აღნიშნა, ჩვენი წინაპრები იბრძოდნენ იმისთვის, რომ ჩვენ თავისუფალი, დამოუკიდებელი და მდიდარი სახელმწიფო გვქონოდა, ახლა კი, ელისაშვილის თქმით, ჩვენს ქვეყანას გაუჩნდა ისტორიული შანსი გამდიდრების, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანებას უკავშირდება.

“ძალიან მაგრად მოგესალმებით ჩემო აჭარლებო, გამორჩეულო ქართველებო. ამ აფერისტებს და გადამგდებებს, 12 წელია რომ ყველაფერში გადაგვაგდეს და ყველაფერში მოგვატყუეს, ჩვენ ვგონივართ „ბლაყვები”, და 26 ოქტომბერს ამათ უნდა ვაჩვენოთ „ბლაყვი” ვინ არის, უნდა დავტოვოთ გაღიმებულები. მოდით გავიხსენოთ, რამდენს გვაქვს გრძელვადიანი უფასო ფული, ივანიშვილი რომ გვპირდებოდა? რომელ სოფელს დაახარჯეს ხუთი მილიონი? ან ვინ მუშაობთ ამათი აშენებული ქარხნებიდან რომელიმეში? ვინ ყიდულობთ ბენზინს განახევრებული ფასით? გაზი, წყალი, ელექტროენერგია ვის გაქვთ უფასოდ? რომელი ქართული სოფელი ააღორძინეს მილიარდიანი ფონდიდან? ამ ყველაფერს ხომ ის ქოსატყუილა კაცი გვპირდებოდა? ამათ მართლა „ბლაყვები” ვგონივართ, ქართველებს რასაც მინდა იმას დავაჯერებო, ხომ თქვა ივანიშვილმა? ხო და, ამათ უნდა ვაჩვენოთ სეირი 12 დღეში, ის ბნელი მექრთამე ანგელოზები უნდა დავუფრთხოთ ამ თაღლითებს.

ყველაფერი პირწმინდად რომ მოგვატყუეს. ამ 12 წლის განმავლობაში რასაც დაგვპირდნენ იმის მეათედი მაინც გაეკეთებინათ, გამოვიდოდით და ტაშს დავუკრავდით, ჩვენი ქვეყნისთვის გაკეთებულ საქმეს ვინ დაუკარგავს? ავკარგიანი ვარ, მაგრამ ამათგან მარტო ავი ვნახე, კარგი ვერაფერი.

ჩვენ რაც შეგვეხება, ვართ ერთადერთი პოლიტიკური კოალიცია, რომელიც მარტო ამათ შესაცვლელად კი არ ვიბრძვით, გვაქვს მკაფიო გეგმა და ზუსტად ვიცით, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ რა უნდა გაკეთდეს ნებისმიერი მიმართულებით იმისთვის, რომ ეს ქვეყანა გახდეს მშვიდობიანი და მდიდარი. ილიას გზა ჰქვია ჩვენს გეგმას, დარგების მიხედვით იქ არის გაწერილი გეგმა ყველა მიმართულებით. მაგალითად, პირადად მე ვარ პასუხისმგებელი იმაზე, რომ ჩემთვის უსაყვარლესი ვეტერანებისთვის ყველაფერი შესრულდეს რაც იქ წერია და რომ ეს დამსახურებული ხალხი ხელისგულზე ვატაროთ. არა მარტო ვეტერანები, მასწავლებლები, ექიმები, პოლიციელები, ჯარისკაცები და სხვები, მაგათ ვენაცვალე ყველას.

ყველაზე მნიშვნელოვანი ამბავი არის ის, რომ ჩვენს ქვეყანას გაუჩნდა ისტორიული შანსი გამდიდრების, ევროკავშირის კარი არის ღია. ევროკავშირი არის კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მდიდარი 27 ქვეყნის გაერთიანება და იქ გვეძახიან. გვეძახიან იმისთვის, რომ გაგვამდიდრონ და ამაზე არ შეიძლება უარი ვთქვათ. ჩვენი წინაპრები იბრძოდნენ იმისთვის, რომ ჩვენ თავისუფალი, დამოუკიდებელი და მდიდარი სახელმწიფო გვქონოდა. გვეძახიან და უნდა შევიდეთ, ჩვენი ერთობლიობით, ჩვენი მრავალფეროვნებით, ჩვენი მუსლიმი ქართველებით, პანკისელი ქისტებით, ქართველი აზერბაიჯანელებით, ქართველი სომხებით, ერთად უნდა შევიდეთ. როგორც უშუქობა ჩავაბარეთ წარსულს და ბავშვებს არ სჯერათ რომ ვუყვებით, სიღარიბეც ერთხელ და სამუდამოდ წარსულს უნდა ჩავაბაროთ. ევროკავშირში შესვლა ამის გარანტიაა.

200 000 სამუშაო ადგილი და 1000 ლარიანი პენსია აბსოლუტურად რეალურია, ეს არ არის ცარიელი სიტყვები, ეს არის კარგად დაანგარიშებული, ამაზე ბევრი ვიფიქრეთ და კარგად ავწონ-დავწონეთ. ამ ყველაფრის შესრულებაზე ჩვენ, კოალიცია ,,ძლიერი საქართველო” ვართ პასუხისმგებელი. მაგრამ ერთი რაღაცა გვჭირდება, რომ 26 ოქტომბერს, აი ამ მართლა ბლაყვებს, აჭარაშიც და მთელ საქართველოშიც, სეირი ვაჩვენოთ, მივიდეთ და გავუშვათ ხელისუფლებიდან”, – აღნიშნა ელისაშვილმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

სილქ+ ახალ პაკეტებში ყველაზე პოპულარული მობილური პირობები გაერთიანდა
ახალი ამბები

სილქ+ ახალ პაკეტებში ყველაზე პოპულარული მობილური პირობები გაერთიანდა

12:26 06-08-2026
თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, საერთაშორისო ინვესტორებმა უზბეკეთის უმსხვილეს IPO-ში მიიღეს მონაწილეობა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, საერთაშორისო ინვესტორებმა უზბეკეთის უმსხვილეს IPO-ში მიიღეს მონაწილეობა

14:17 06-05-2026
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში თანამედროვე კონცეფციის ბიზნესცენტრი M25 გაიხსნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში თანამედროვე კონცეფციის ბიზნესცენტრი M25 გაიხსნა

13:30 06-04-2026
პარკეტის მოხვეწა – ხის იატაკის საფარის ახალი სიცოცხლე
ახალი ამბები

პარკეტის მოხვეწა – ხის იატაკის საფარის ახალი სიცოცხლე

12:55 06-04-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved