• რეკლამა
  • კონტაქტი
18:40, შაბათი, 20 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ეს არის პირდაპირი მოწოდებები ომისკენ, ეს არის პირდაპირი მოწოდებები ომის გარანტორების გათავისუფლებისკენ და მშვიდობის გარანტების დასანქცირებისკენ – მამუკა მდინარაძე ევროპარლამენტის რეზოლუციაზე

ალია ავტორი - ალია
11:55 10-10-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
124

გარდა იმისა, რომ ეს არის ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა, ასევე არის არჩევნებზე გავლენის მოხდენის მცდელობა „ნაცმოძრაობის“ სასარგებლოდ, – ასე შეაფასა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ევროპარლამენტის რეზოლუცია საქართველოს შესახებ.

ამ თემაზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მმართველი პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. მისი თქმით, დასავლეთში იმდენად დიდია საქართველოს ომში ჩართვის ინტერესი, რომ ევროპაში გამჭვირვალობის კანონის ანალოგიური საკანონმდებლო ინიციატივების მიღება შეაჩერეს. მან ასევე აღნიშნა, რომ გუშინდელმა რეზოლუციამ დაამტკიცა, რომ ევროპარლამენტს არ აინტერესებს ქართველი ხალხის სურვილები.

„მათ თქვეს: „არ გვაინტერესებს ხალხი, გააუქმეთ კანონები, რომლებიც ჩვენ არ გვაწყობს. ხალხი არაფერ შუაშია. გამოუშვით მკვლელი სააკაშვილი და დაასანქცირეთ ადამიანი, რომელიც არის თქვენთან მშვიდობის გარანტი, რომელიც არის ქველმოქმედი“. პირდაპირ გვითხრეს. აქამდე ამას ერიდებოდნენ და, რაც კიდევ უფრო მთავარია, ოპოზიცია 3 წლის განმავლობაში უარყოფდა ფაქტს, რომ ისინი ითხოვდნენ სანქციების დაწესებას და უერთდებოდნენ ამ მოთხოვნას.

გუშინ პირველად, ღიად ითქვა ევროპის ერთ-ერთ მაღალი ტრიბუნიდან (სამწუხარო ფაქტია ნამდვილად და იმედი მაქვს, რომ ეს გადალაგდება ომის დასრულების შემდეგ), რომ ჩვენ უნდა დავუწესოთ სანქციები რუსეთს. ეს ნიშნავს, რომ საქართველო ეკონომიკურად უნდა ჩავარდეს მინიმუმ ორჯერ უარეს მდგომარეობაში, ვიდრე პანდემიის დროს იყო.

შესაბამისად, ეს იმას ნიშნავს, რომ არა თუ ჩარევა, არათუ ზეგავლენის მოხდენა, ეს არის პირდაპირი მოწოდებები ომისკენ, ეს არის პირდაპირი მოწოდებები ომის გარანტორების გათავისუფლებისკენ და მშვიდობის გარანტების დასანქცირებისკენ. ეს არის პირდაპირი მოწოდება საქართველოში ლგბტ პროპაგანდისკენ და გამჭვირვალობის გაუქმებისკენ – ვისაც უნდა დააფინანსებენ და ეს ქართველმა ხალხმა არ უნდა იცოდეს, ისე უნდა ატრიალონ საქართველოს ხელისუფლებები და როგორც კი დაავალებენ, უნდა შევიდნენ ომში. საბოლოოდ, ეს ყველაფერი დადასტურდა გუშინდელი გახსნილი კარტებით, დადასტურდა, რომ ისინი არა ქართველ ხალხს, არამედ „ნაციონალურ მოძრაობას“, მის კლასტერს ანუ აგენტურას უჭერენ მხარს“, – განაცხადა მდინარაძემ და დასძინა, რომ ამ რეზოლუციას უკვე ჩალის ფასიც აღარ აქვს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:22 06-18-2026
ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved