• რეკლამა
  • კონტაქტი
18:22, სამშაბათი, 14 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ზურაბიშვილი არის აგენტი, რომელსაც დავალებული აქვს სახელმწიფო გადატრიალება – ყაველაშვილი

ალია ავტორი - ალია
11:42 10-08-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,624

დღეს ხომ ჯერ არჩევნები არ ჩატარებულა და რას აკეთებს სალომე ზურაბიშვილი? ეს ორხელისუფლებიანობის პირდაპირი მანიშნებელია, ეს არის გადატრიალება პირდაპირ, სახელმწიფო გადატრიალება, როდესაც იბარებს ოპოზიციას და პრემიერ-მინისტრს ნიშნავს, – განაცხადა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა მიხეილ ყაველაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოს პრეზიდენტმა ის კონსტიტუცია დაარღვია, რომელზეც ფიცი დადო ღმერთის და ერის წინაშე.

„წელიწადნახევრის წინ დავიწყე ქალბატონ სალომე ზურაბიშვილის მხილება, რომ ის გახდებოდა ოპოზიციის ლიდერი და ოპოზიცია მის ქვეშ გაერთიანდებოდა და ასე ვთქვათ მის მფლობელობაში გახდებოდა საარჩევნო პროცესი მართული. ეს მის მფარველობაში კი არ არის, 100 პროცენტიანი დავალების შემსრულებელია ქალბატონი პრეზიდენტი. არსებობს არქივი, როდესაც ამაზე საუბარი დავიწყეთ მე და ჩემმა კოლეგებმა, ვფლობდი ინფორმაციას, არავის გაგიჩნდათ კითხვა საიდან ვფლობთ. სწორედ მათი პატრონებიდანაც ჟონავს ინფორმაცია, როგორ ავალებენ მათ ამ პროცესებს, რომელიც იგეგმება. საქართველოს მოქალაქეებს მივმართავ ახლა – ეს ქალბატონი აირჩია საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ, მილიონ 200 ათასმა ადამიანმა მას მხარი დაუჭირა, აი სწორედ ამ ადამიანებს ჩააფურთხა სულში ამ ქალბატონმა, უსამშობლო, უჯიშო და მიამატა დღეს უღმერთობა. ჩაიხედეთ მის ფიცში, ყველას აქვს იმის საშუალება როგორ დადო ამ ქალბატონმა საქართველოს მოქალაქეების წინაშე ფიცი, რომ ის ღმერთის და ერის წინაშე ფიცავს, რომ არ დაარღვევს კონსტიტუციას. ამ ქმედებებით რასაც დღეს ჩადის არღვევს თუ არა კონსტიტუციას ქალბატონი პრეზიდენტი? მიპასუხოს რომელიმე კრიტიკულმა მედიამ ან რომელიმე საქართველოს მოქალაქემ, ვისაც ნეიტრალური განწყობა აქვს ამ ქალბატონის მიმართ“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

მანვე აღნიშნა, რომ სალომე ზურაბიშვილი არის აგენტი, რომელსაც დავალებული აქვს სახელმწიფო გადატრიალება და მთავრობის თანხმობის გარეშე, კონსტიტუციის დარღვევით წასვლა და სხვადასხვა ლიდერებთან შეხვედრაც ამ გეგმის ნაწილია.

„კონსტიტუციით ის ზეპარტიული პრეზიდენტი უნდა ყოფილიყო – მიპასუხეთ, არღვევს თუ არა ის კონსტიტუციას?! მისი ეს ქმედებები ზეპარტიულობაა?! თუ ის განაწყენებულია და ხედავს, რომ ხელისუფლება არასწორად იქცევა, გადამდგარიყო და ოპოზიციას ჩასდგომოდა სათავეში! რატომ მისცა თავს უფლება, რომ კონსტიტუცია დაერღვია და ამდენი ადამიანი მოეტყუებინა და ღმერთის და ერის წინაშე ჩაედინა ეს ცოდვა?! გადამდგარიყო და გაეგრძელებინა რასაც ახლა აკეთებს. მაგრამ არა რადგან ეს დავალებული აქვს – პირდაპირ ვამბობ, ეს ქალბატონი არის მთავარი აგენტი! რომელსაც დაწყებული აქვს იმ დავალების შესრულება, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით – რასაც ის ახორციელებს, არის სახელმწიფო გადატრიალების და ორხელისუფლებიანობის დამყარების მცდელობა. ის რაც ჩვენ ვსაუბრობდით, რომ არჩევნების შემდეგ ასეთი გეგმა არ არის, რომ არ აღიარონ ლეგიტიმურად ჩვენი არჩევნები, არ მოხდეს „ქართული ოცნების“ გამარჯვების აღიარება. მთავრობის თანხმობის გარეშე, კონსტიტუციის დარღვევით წასვლა და სხვადასხვა ლიდერებთან შეხვედრაც ამ გეგმის ნაწილია“, – აღნიშნა ყაველაშვილმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

N1 ქსელი სამოგზაუროდ – “სელფის” როუმინგის კამპანია
ახალი ამბები

N1 ქსელი სამოგზაუროდ – “სელფის” როუმინგის კამპანია

16:39 07-14-2026
თიბისი ტექსკოლა – ონლაინ ტექგანათლება, რომელიც საქართველოს ყველა რეგიონს აერთიანებს
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – ონლაინ ტექგანათლება, რომელიც საქართველოს ყველა რეგიონს აერთიანებს

13:46 07-14-2026
ლომბარდი
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი „ჰკითხე ექსპერტს“ კამპანიის ფარგლებში გადახდის მოქნილ პირობებს განმარტავს

19:38 07-13-2026
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, ივნისის თვეში, 600 მეწარმე ჩაერთო
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, ივნისის თვეში, 600 მეწარმე ჩაერთო

16:31 07-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved