• რეკლამა
  • კონტაქტი
09:46, პარასკევი, 20 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მეამაყება ჩემი შვილი, მისი საქციელიც… პოლიციელებმა ბოდიში მოუხადეს, რომ შეეშალათ ვიღაც არაბებში” – ბექა ოდიშარია

ალია ავტორი - ალია
16:33 10-05-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
598

“ქართული ოცნების” დეპუტატის, ბექა ოდიშარიას მტკიცებით, ჰამბურგის პოლიციამ მის შვილს და სხვა ქართველ ახალგაზრდებს ბოდიში მოუხადა. აღნიშნული კომენტარი ოდიშარიამ TV იმედთან გააკეთა. საქმე ეხება ბექა ოდიშარიას შვილთან დაკავშირებით გერმანული გამოცემა Spiegel-ის მიერ 3 აგვისტოს გავრცელებულ ვიდეოს, სადაც რამდენიმე ახალგაზრდასა და პოლიციელებს შორის შელაპარაკებაა ასახული. ოდიშარიას თქმით, Spiegel-ი სამარცხვინოდ იქცევა.

“მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, მათ გაავრცელეს ის ვიდეო. ჯერ რა უფლება ჰქონდათ? ბავშვებს ბოლოს მოუხადეს ბოდიში.

დღეს, როცა იქექებოდნენ, არ ვიცი, “მთავარი” იყო თუ “რადიო თავისუფლება”, იქ უთხრეს, რომ ჩვენ არანაირი ინფორმაცია მაგ ხალხზე არ გვაქვსო – ესე იგი, არაფერი დაუშავებიათ და ამიტომ არ აქვთ ინფორმაცია.

ეს ბავშვები მიდიოდნენ სტადიონზე ნაკრების საგულშემატკივროდ, გააჩერეს უმიზეზოდ, დაუწყეს ჩხრეკა. ჩემმა შვილმა უთხრა, უბრალო ტურისტი არ ვარო, რაც ნიშნავს იმას, რომ მე ვარ ევროპაში მცხოვრები, მაქვს საბუთი ამის და სწავლის უფლების და ასეა დანარჩენი საზოგადოებაც. ამაში არ იყო ნაგულისხმევი, რომ რაღაც განსაკუთრებული ადამიანები ან რასის წარმომადგენლები არიან. მეამაყება ჩემი შვილი, მისი საქციელიც და „შპიგელი“ კი სამარცხვინოდ იქცევა, რომ ასეთი თითიდან გამოწოვილი თემა დადო იუთუბზე, რაც გამოიყენეს ჩვენმა ფეიკ-არხებმა.

ბოდიში მოუხადეს, რომ შეეშალათ ვიღაც არაბებში, ასეთი დამოკიდებულება ქართულ პოლიციას სტუმრების მიმართ ნამდვილად არ აქვს. შემდგომ ის არაბები დაიჭირეს თავისი მოპარული ნივთებიანად და კადრებში ჩანს, რომ ეს ბიჭები წავიდნენ. ბოდიშის ვიდეო რა თქმა უნდა, მოჭრეს და არ განათავსეს. მაგრამ ჩანს, რომ ეს ახალგაზრდები საქართველოდან არაფერში დამნაშავე არ იყვნენ და წავიდნენ. ხელწერილიც კი არ დააწერინეს,” – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved