• რეკლამა
  • კონტაქტი
01:59, ოთხშაბათი, 28 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“სიტყვის კაცი ვარ და საქმეს ვერ ნახავთ, სადაც ვთქვი და ვერ გავაკეთე” – მამუკა ხაზარაძე

ალია ავტორი - ალია
16:01 10-05-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
324

მე სი­ტყვის კაცი ვარ და ვერც ერთ საქ­მეს ვერ ნა­ხავთ, სა­დაც ვთქვი და ვერ გა­ვა­კე­თე. თუ რა­მემ ხელი შე­მი­შა­ლა, მა­გა­ლი­თად, ანაკ­ლი­ა­ში, იქ გა­მო­ვე­დი და ვთქვი, ჩემს თავს ზე­მოთ ძა­ლებ­მა გა­ა­ჩე­რეს ეს ყვე­ლა­ფე­რი-მეთ­ქი, ისე­თი ძა­ლე­ბი ჩა­ე­რივ­ნენ, შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო, – ამის შე­სა­ხებ „ძლი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლოს“ ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძემ ამ­ბრო­ლა­ურ­ში მო­სახ­ლე­ო­ბას­თან შეხ­ვედ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, “ძლი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლო” ერ­თა­დერ­თი კო­ა­ლი­ცი­აა, რო­მელ­საც 27 ოქ­ტომ­ბრი­დან სა­მოქ­მე­დო გეგ­მა სრუ­ლად აქვს.

“21 დღე­ში არის გა­მარ­ჯვე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს­თვის, გა­მარ­ჯვე­ბა იქ­ნე­ბა „ძლი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ და დას­რულ­დე­ბა 12-წლი­ა­ნი სტაგ­ნა­ცი­ის, ტყუ­ი­ლის პე­რი­ო­დი და რე­ა­ლუ­რად, ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა აბ­სო­ლუ­ტუ­რად ახალ რე­ა­ლო­ბა­ში გა­და­ვა, ახალ ცხოვ­რე­ბას და­ვი­წყებთ. მინ­და, ამ გან­წყო­ბას თქვე­ნი მხარ­და­ჭე­რა ჰქონ­დეს და ერ­თად და­ვა­ფიქ­სი­როთ, რომ ეს გა­მარ­ჯვე­ბა ძა­ლი­ან ახ­ლო­საა.

ივ­ლის­ში შევ­ქმე­ნით ძა­ლი­ან ძლი­ე­რი კო­ა­ლი­ცია, ამის კე­თე­ბა და­ვი­წყეთ იქამ­დე, ვიდ­რე არ­ჩევ­ნე­ბი იქ­ნე­ბო­და, რად­გან სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­ვე­ლად ტარ­დე­ბა სრუ­ლად პრო­პორ­ცი­უ­ლი არ­ჩევ­ნე­ბი და ყვე­ლამ ვი­ცით, რომ ეს ქვე­ყა­ნა კო­ა­ლი­ცი­ამ, სხვა­დას­ხვა პარ­ტი­ებ­მა უნდა მარ­თონ, რომ­ლე­ბიც შე­თან­ხმე­ბუ­ლი არი­ან გეგ­მა­ზე, გე­მა­ზე, რო­მე­ლიც ქარ­თველ ხალ­ხს, თი­თო­ე­ულ ოჯახს და თი­თო­ე­ულ ადა­მი­ანს ემ­სა­ხუ­რე­ბა. ეს მარ­ტი­ვი პრო­ცე­სი არ ყო­ფი­ლა, რად­გან 4 პარ­ტია გა­ვერ­თი­ან­დით. ამ პროგ­რა­მის წე­რის დროს კა­მა­თიც გვქონ­და, 1000-ლა­რი­ან პენ­სი­ა­ზე გქონ­და კა­მა­თი, ალე­კოს [ელი­საშ­ვი­ლი] დარ­წმუ­ნე­ბა რთუ­ლი იყო, მაგ­რამ შევ­ჯერ­დით იმა­ზე, რომ ერ­თა­დერ­თი კო­ა­ლი­ცია ვართ, რო­მელ­თაც გვაქვს სრუ­ლი გეგ­მა, რო­გორ უნდა და­ვი­წყოთ მოქ­მე­დე­ბა 27 ოქ­ტომ­ბერს, რო­გორ უნდა გა­მო­ვას­წო­როთ ქვე­ყა­ნა­ში მი­ძი­ნე­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცია, ეს იქ­ნე­ბა მრეწ­ვე­ლო­ბა, სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა, თუ ემიგ­რა­ცია“, – გა­ნა­ცხა­და ხა­ზა­რა­ძემ.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, ქვეყ­ნის ად­გი­ლი ევ­რო­პა­შია და აღ­ნიშ­ნუ­ლის­თვის ის მის თა­ნა­მო­აზ­რე­ებ­თან ერ­თად ყვე­ლა­ფერს გა­ა­კე­თებს.

„რას დაგვპირ­და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი? – დაგვპირ­და 100 ქარ­ხა­ნას, აქ ვერ ვხე­დავ ქარ­ხნებს, გა­და­მა­მუ­შა­ვე­ბელ სა­წარ­მო­ებს ვხე­დავ, მაგ­რამ ქარ­ხნებს ვერ ვხე­დავ. მე ვერ ვხე­დავ ვერც ერთ რე­გი­ონ­ში, სა­დაც ვმოგ­ზა­უ­რობ და და­მერ­წმუ­ნეთ, მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო მო­ვი­ა­რე ჩემს მე­გობ­რებ­თან ერ­თად, ვერ ვხე­დავ „უფა­სო ფულს“, ვერ ვხე­დავ ევ­რო­პე­ლე­ბის გან­ცვიფ­რე­ბულ სა­ხე­ებს ჩვე­ნი დე­მოკ­რა­ტი­ით, 12 წელი ტყუ­ი­ლე­ბის კას­კა­დია, უკვე ტყუ­ილ­ზე აღარ არის ლა­პა­რა­კი, როცა ერთხელ მო­გა­ტყუ­ე­ბენ, მე­ო­რედ არ უნდა მო­ა­ტყუ­ე­ბი­ნო თავი, რად­გან ამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ვიქ­ნე­ბით. ახლა ბაზ­რი­დან მოვ­დი­ვარ და არ მინ­და ეს სა­ქარ­თვე­ლო ვი­ხი­ლო 27 ოქ­ტომ­ბრის შემ­დეგ…

როცა 1000-ლა­რი­ა­ნი პენ­სი­ით გა­მო­ვე­დით, მერ­წმუ­ნეთ, ეს არ არის რა­ღაც და­პი­რე­ბა, ჯერ ერთი, მე სი­ტყვის კაცი ვარ და ვერც ერთ საქ­მეს ვერ ნა­ხავთ, სა­დაც ვთქვი და ვერ გა­ვა­კე­თე. თუ რა­მემ ხელი შე­მი­შა­ლა, მა­გა­ლი­თად, ანაკ­ლი­ა­ში, იქ გა­მო­ვე­დი და ვთქვი, ჩემს თავს ზე­მოთ ძა­ლებ­მა გა­ა­ჩე­რეს ეს ყვე­ლა­ფე­რი-მეთ­ქი, ისე­თი ძა­ლე­ბი ჩა­ე­რივ­ნენ, შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო, მაგ­რამ გპირ­დე­ბით, რომ ამას გა­ვა­კე­თებთ აუ­ცი­ლებ­ლად, რო­გორც კი ხე­ლი­სუფ­ლე­ბას შევ­ცვლით. პირ­ვე­ლი­ვე წელს გავზრდით რა­დი­კა­ლუ­რად, 4 წელ­ში მი­ვაღ­წევთ ამას“, – გა­ნა­ცხა­და ხა­ზა­რა­ძემ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025

ბიზნესი

ლაზერული კორექციის უახლესი მეთოდები – “საამაყოა, რომ საქართველოში პირველად სწორედ ჩვენს კლინიკაში შესრულდა SmartSight პროცედურები” – შოთა თადუმაძე
ახალი ამბები

ლაზერული კორექციის უახლესი მეთოდები – “საამაყოა, რომ საქართველოში პირველად სწორედ ჩვენს კლინიკაში შესრულდა SmartSight პროცედურები” – შოთა თადუმაძე

14:58 01-27-2026
თიბისი ბარათის მრავალფეროვანი შეთავაზებები პარტნიორ ობიექტებში- დაიბრუნე 30% Extra-ზე
ახალი ამბები

თიბისი ბარათის მრავალფეროვანი შეთავაზებები პარტნიორ ობიექტებში- დაიბრუნე 30% Extra-ზე

13:59 01-27-2026
თიბისი კამპუსი ახალ სეზონს განახლებული ფორმატით იწყებს
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი ახალ სეზონს განახლებული ფორმატით იწყებს

12:52 01-27-2026
თიბისი კონცეპტი Winter Jazz Bakuriani 2026 ფესტივალის წარმდგენია
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი Winter Jazz Bakuriani 2026 ფესტივალის წარმდგენია

15:31 01-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved