• რეკლამა
  • კონტაქტი
06:25, ხუთშაბათი, 18 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, პრაღაში Ska Juice Bar-ის ორი ფილიალი გაიხსნა

ალია ავტორი - ალია
14:06 10-04-2024
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
140

თიბისის მხარდაჭერით, Ska Juice Bar-ის საზღვრები გაფართოვდა და მისი უახლესი ფილიალი უკვე პრაღაში გაიხსნა. ხოლო მიმდინარე თვეში ამავე ქალაქში მეორე ფილიალსაც გახსნიან.

„დაარსების პირველივე დღიდან ვიცოდით, რომ საქართველოს ფარგლებს გავცდებოდით და ცენტრალურ თუ აღმოსავლურ ევროპისბაზრებზე გავიდოდით“, — აღნიშნავს გიორგი ტალახაძე, Ska Juice Bar-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი.

ოთხი წლის თავზე კი სწორედ ამ მიზნებისგანხორციელების დრო დადგა. როგორც გიორგი განმარტავს, მოცემულ ეტაპზე გარკვეულწილად ამოწურეს ადგილობრივი ბაზარი — „ისეთი კონცეფცია არ გვაქვს, რომელიც მასობრივ პროდუქციაზე კონცენტრირებული. ამიტომაც, თბილისში ჩვენი ობიექტების რაოდენობა სრულად მოიცავს Ska Juice Bar-ის მომხმარებლებს“. შესაბამისად, მეტი განვითარებისთვის პირვანდელი მიზნის ხორცშესხმა გადაწყვიტეს. ერთი წლის წინ ევროპის რამდენიმე ქალაქში ჩაატარეს მოკვლევა; შეისწავლეს ბაზრები, სადაც პოტენციურად გავიდოდნენ — ამ პროცესში „სკა ჯუს ბარს“ wolt დაეხმარა, როგორც გრძელვადიანი სტრატეგიული პარტნიორი.

საბოლოო ჯამში, რამდენიმე მიზეზის გამო, პრაღაზე შეაჩერეს არჩევანი. პირველ რიგში, ამოსავალიწერტილი გეოგრაფია იყო — ვინაიდან პრაღა ევროპის ცენტრს წარმოადგენს, გაფართოების აქედან დაწყება გარკვეულწილად მარტივია. ამავდროულად, ევროპის სხვა ქალაქებთან შედარებით ყველაფერი იაფია — დაწყებული პროდუქტებით, დასრულებული ლოგისტიკური ხარჯებით.

აქვე ისიც საგულისხმოა, რომ სტრატეგიულიპარტნიორი, ვოლტი, ბაზრის წილით მოწინავეპოზიციას იკავებს. თანაც პრაღაში „სკა ჯუს ბარის“ მსგავსი კონცეფციის ობიექტები ნაკლებადაა  — შესაბამისად, ერთგვარ ახალ სიტყვას შეიტანენ დაგანვითარების დიდ პოტენციალსაც მოიპოვებენ.

როგორც დასაწყისში აღვნიშნეთ, განვითარების ასეთ სწრაფსა და აქტიურ ტემპში თიბისის დიდი როლი აქვს. „სკა ჯუს ბარის არსებობის პირველივე დღეებიდან თიბისის უდიდესი როლი მიუძღვის ჩვენს განვითარებაში. პირველი სტარტაპ სესხი სწორედ აქ მოგვცეს, შემდეგ ყოველ ეტაპზე ხანსაბრუნავი კაპიტალი დავიმატეთ, ხან — ახალი ფილიალის გასახსნელი. მუდმივად გვიჭერდნენ მხარს და ახლაც, როგორც ხედავთ, საქართველოს ფარგლებს გარეთ გაგვახსნევინეს ორი ფილიალი. ალბათ, სულ რამდენიმე ბიზნესია საქართველოდან ევროპაში გასული და ვფიქრობ, ბევრისთვის საინტერესოა, როგორ შეიძლება თიბისის დაფინანსებით ასეთი პროგრესის მიღწევა“. 

როგორც გიორგი აღნიშნავს, სამომავლოდ გაფართოების კიდევ უფრო დიდი გეგმები აქვთ, რაშიც თიბისი მაქსიმალურად უწყობს ხელს

(R)

თეგები: თიბისი ბანკი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის ბალეტის ფესტივალს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის ბალეტის ფესტივალს

14:50 06-17-2026
იფრთხილე – ენერგო–პრო–ჯორჯია
ახალი ამბები

“იფრთხილე” – რა სამუშაოების უსაფრთხოდ დაგეგმვაში გეხმარება “ენერგო–პრო–ჯორჯია”? – ვიდეო

14:38 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved