• რეკლამა
  • კონტაქტი
13:55, კვირა, 3 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი თბილისის არქიტექტურის ბიენალეს მხარდამჭერია

ალია ავტორი - ალია
18:43 09-27-2024
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
161

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით, თბილისი არქიტექტურის ბიენალე (TAB) სახელწოდებით „შეცდომების გასწორება” 28 სექტემბერს გაიხსნება და 19 ოქტომბრის ჩათვლით საზოგადოებას სხვადასხვა გამოფენას, ლექციას, ვორქშოფს, საინტერესო გამოცდილებას და მრავალფეროვან პროგრამას შესთავაზებს.

არქიტექტურის ბიენალე გაერთიანებს თემატურ გამოფენებს, ვორქშოფებს, გიდის მიერ ჩატარებულ ტურებს, საჯარო ინსტალაციებს, სიმპოზიუმსა და ლექციებს. წლევანდელი გამოშვების მთავარი თემაადამიანებსა და ბუნებრივ რესურსებს შორის ურთიერთობაა, განსაკუთრებული აქცენტით წყლის რესურსზე. ბიენალე ხაზს უსვამს არქიტექტორების, ქალაქმგეგმარებლების, პოლიტიკის შემქმნელებისა და გარემოს დამცველების როლს რთული დინამიკის ნავიგაციის პროცესში.

მეოთხე ბიენალეს გახსნას 28 სექტემბრის 18:00 საათიდან თბილისის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტთან არსებული მაგნიტურ-მეტეოროლოგიური ობსერვატორია უმასპინძლებს. შენობა, რომელიც 1862 წელს აშენდა და კულტურული ძეგლის სტატუსს ატარებს, ბიენალეს შეკრების ერთ-ერთი მთავარი ადგილი იქნება, რომელიც განსაკუთრებულად ეხმიანება წლევანდელი გამოშვების თემას.

ბიენალეს ფარგლებში, თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციურ სივრცეში (მარჯანიშვილის 7)გაიმართება:

4 ოქტომბერი, 18:00 | გამოფენის გახსნა „კოლექტიური წარმოების ადგილები“. გამოფენის ორგანიზატორია IFA –საგარეო ურთიერთობათა ინსტიტუტი (ifa-Institut für Auslandsbeziehungen), ARCH+-თან თანამშრომლობით. გამოფენა 15 ნოემბრამდე გაგრძელდება.

5 ოქტომბერს 14:00 | გამოფენის კურატორის, სტეფან გრუბერის ტური. 

5 ოქტომბერს 16:30 | სიმპოზიუმი „Commoning Tbilisi”. მოდერატორები: სტეფან გრუბერი და თინათინ გურგენიძე.

8 ოქტომბერი 19:00 |ჰოლანდიური არქიტექტურული კომპანიის UNstudio-ს თანადამფუძნებლის და ურბანული დაგეგმარების მთავარი სპეციალისტის კაროლაინ ბოსის ლექცია „შეკეთება“.

11 ოქტომბერი 18:00 | „მეხსიერების პოლიტიკა და ჰიდრო ნარატივები სომხეთში“. არქიტექტორი, ურბანისტი, მკვლევარი და კულტურული და სოციალური ნარატივების ლაბორატორიის (CSN Lab) წევრი, არსენ აბრაჰამიანი წარმოადგენს ორ კვლევით პროექტს — „ქეჩუთი: წყლისქვეშ მყოფი მეხსიერება“ და „გეტარი: მდინარის მეხსიერება,“ რომელიც CSN ლაბორატორიამ სომხეთში განახორციელა.

თბილისის არქიტექტურის ბიენალე 2017 წელს დაარსდა და მიზნად ისახავს თბილისსა და სხვა ქალაქებში არქიტექტურული და ურბანული საკითხებისადმი ცნობიერების ამაღლებას. ყოველი გამოშვება სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელ, ურბანული და არქიტექტურული საკითხებით დაინტერესებულ ადამიანებს საერთო თემის გარშემო აერთიანებს. წლევანდელი ბიენალეს პლატფორმა დოკუმენტურ, კვლევით და ისტორიულ მიდგომებს დაეთმობა.

გაეცანით ბიენალეს ღონისძიებებს დეტალურად.

(R)

თეგები: თიბისი ბანკი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა უზბეკეთის საინვესტიციო გარემოს შესახებ მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა უზბეკეთის საინვესტიციო გარემოს შესახებ მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:46 05-01-2026
“პირველი ერთი თვე ოპერაციიდან ვიყავი ეიფორიაში, შოკში” – პაციენტის ისტორია
ახალი ამბები

“პირველი ერთი თვე ოპერაციიდან ვიყავი ეიფორიაში, შოკში” – პაციენტის ისტორია

20:29 04-30-2026
როგორ უნდა აირიდო თავიდან ინფარქტი? – ჩუმი ნიშნები და კვლევის “ოქროს სტანდარტი”
ახალი ამბები

როგორ უნდა აირიდო თავიდან ინფარქტი? – ჩუმი ნიშნები და კვლევის “ოქროს სტანდარტი”

16:26 04-30-2026
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში შვეიცარიული საერთაშორისო სკოლების ქსელი გაიხსნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში შვეიცარიული საერთაშორისო სკოლების ქსელი გაიხსნა

14:38 04-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved