• რეკლამა
  • კონტაქტი
19:55, სამშაბათი, 19 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ჭიათურა მენეჯმენტ კომპანია” შუქრუთელების პროტესტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ალია ავტორი - ალია
12:19 09-26-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
476

ჭიათურის სოფელ შუქრუთის მცხოვრებლები თითქმის 200 დღეა მაღაროების მმართველი კომპანიის წინააღმდეგ გამოსვლებს მართავენ. სექტემბრიდან პროტესტის ნაწილმა თბილისში, საქართველოს პარლამენტის შენობის წინ გადმოინაცვლა. აქციის მონაწილეები „ჯორჯიან მანგანეზის” საქმიანობის შედეგად სოფელ შუქრუთისთვის მიყენებული ზარალის ანაზღაურებას და ამ პროცესში ცენტრალური ხელისუფლების ჩართვას ითხოვენ. შუქრუთელები ამბობენ, რომ „ჯორჯიან მანგანეზის” მიერ ჩატარებული სამუშაოების შედეგად დაინგრა მათი სახლები, დაზიანდა ნიადაგი, ეზოები და ნაკვეთები და სოფელში ცხოვრება უკვე გაუსაძლისი გახდა.

მაღაროების მმართველი “ჭიათურა მენეჯმენტ კომპანია” აღნიშნულთან დაკავშირებით მორიგ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც წერია, რომ შუქრუთელების უმრავლესობისთვის კომპანიას თანხა უკვე გადახდილი აქვს. კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ პროტესტი სამოქალაქო საზოგადოების მიერ არის მართული და მენეჯმენტი საკითხიტ დაინტერესებულ საზოგადოებრივ და არასამთავრობო ორგანიზაციებს ინდივიდუალურ სამუშაო შეხვედრაზე იწვევს.

“ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის” განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

“მიუხედავად იმისა, რომ საპროტესტო აქციის მონაწილეებს ჩვენი მხრიდან არაერთხელ ჰქონდათ შეთავაზება, პრობლემა ცივილური ფორმებით გადაწყვეტილიყო და მოლაპარაკების გზით გამოსავალი მოგვეძებნა, მათთვის ყველანაირი წინადადება მიუღებელია.

ცალსახაა, რომ ადამიანთა ამ ჯგუფის მიერ კომპანიის მიმართ წარმოებული ქმედებები გასცდა ურთიერთობის ცივილურ ფორმებს და სახეზეა ღია შანტაჟი, ხოლო მომიტინგეებისა და მათთვის დავალებების მიმცემი ადამიანების მიერ, ყოველდღიურად გავრცელებული ცრუ ინფორმაცია უკვე კომპენსირებული შუქრუთელების მიმართ ემპათიას იწვევს.

აქედან გამომდინარე, საჭიროდ მიგვაჩნია საზოგადოების ინფორმირების მიზნით კიდევ ერთხელ ნათელი მოვფინოთ არსებულ მდგომარეობას.

ადამიანთა რადიკალური ჯგუფი, რომელიც ხელმძღვანელობს სოფელ შუქრუთში მიმდინარე დესტრუქციულ პროცესს, ასევე პარლამენტის შენობასთან მართავს აქციას, ვფიქრობთ, სრულად არის მართული ეგრეთ წოდებული სამოქალაქო სექტორის მიერ. გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი იმისა, რომ მათ უკან დგანან ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც პირდაპირ კავშირში არიან ასევე რადიკალურ პოლიტიკურ პარტიებთან, რომლებიც თავის მხრივ, საპროტესტო აქციებს საკუთარი ვიწრო პარტიული ინტერესებისთვის იყენებს.

უფრო კონკრეტულად, რამდენიმე მომიტინგეს ზურგს უმაგრებს რიგი საზოგადოებრივი და არასამთავრობო ორგანიზაცია და ამ ორგანიზაციების აქტივისტები, როგორებიც არიან “სოციალური სამართლიანობის ცენტრი”, “მაუწყებელი”, “მწვანე ალტერნატივა”, “მთის ამბები”, “ხმა” და სხვა. საზოგადოებისათვის ცნობილია, რომ ყველა ეს ორგანიზაცია არის პოლიტიკური აფილაციის მქონენი და გამოირჩევა რადიკალური ქმედებებით და რადიკალური ქმედებების წახალისებით.

აქციას ორგანიზებას ასევე უწევენ სწორედ ის პირები, რომლებიც ჯერ კიდევ 2021 წელს ხელმძღვანელობდნენ კომპანიის წინააღმდეგ მიმართულ პროტესტს. საყურადღებოა, რომ სამი წლის შემდეგ, სწორედ იგივე არასამთავრობო და საზოგადოებრივი ორგანიზაციები ფიგურირებენ მიმდინარე აქციაზეც. პროტესტის ორგანიზატორებს უწევენ ფინანსურ დახმარებას და ყოველდღიურ სამოქმედო გეგმას სთავაზობენ.

რადიკალური პროცესების ხელოვნურად მართვის საფუძვლიან ეჭვს ადასტურებს რამდენიმე გარემოება:

25 სექტემბერს, სოციალური სამართლიანობის ცენტრის ვებგვერდზე, სამოქალაქო საზოგადოების სახელით გავრცელებული განცხადება, სადაც არასწორად არის გადმოცემული მხარეებს შორის გაფორმებული შეთანხმებით განსაზღვრული კომპენსაციის გაცემის წესი და სხვა დეტალები. კერძოდ, განცხადებაში არასწორად არის მოყვანილი კომპენსაციის გაცემის წესი. ნათქვამია, რომ კომპენსაცია ორ ეტაპად გაიცემოდა. რეალურად კი ხელშეკრულების მიხედვით, მოსახლეობას უნდა აერჩია ზიანის შეფასების ორი წესიდან ერთ-ერთი. ამავე განცხადებაში არაერთი არასწორად ინტერპრეტირებული ინფორმაციაა გაჟღერებული.
მიუხედავად იმისა, რომ კომპანიამ გაასაჯაროვა კომპენსაციების ჩარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტები, აქციის ორგანიზატორები ამ დრომდე უარყოფენ თანხის მიღების ფაქტს და მცდელობაც არ ჰქონიათ, თავად წარმოედგინათ შესაბამისი საწინააღმდეგო დამადასტურებელი დოკუმენტაცია – პირადი საბანკო ამონაწერი.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მათ მიერ ხელმოწერილი მემორანდუმით განსაზღვრული აუდიტორული კომპანიის მიერ მომზადებული დასკვნები არ არის ობიექტური და ითხოვენ ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნას. ამ უკანასკნელისთვის მიმართვა თავად აქციის მონაწილეებს ამ დრომდე შეუძლიათ, რათა ეროვნულ ბიუროს შეამოწმებინონ მასში ასახული მონაცემების სიზუსტე.
საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით არასამთავრობო ორგანიზაციები მიზანმიმართულად ავრცელებენ დაზიანებული უძრავი ქონების ფოტო – ვიდეო მასალას. ცნობისთვის აღნიშნულ ქონებაში უკვე გადახდილია მილიონობით ლარი, ხოლო ამ საკითხის განმარტებისთვის არავის მოუმართავს, რომ რეალურად დაედგინათ გვაქვს თუ არა აღნიშნულ ქონებაში გადახდილი რაიმე კომპენსაცია. იმ ფონზე, როდესაც ეს საკუთრებები ჩვენს მიერ არ დაზიანებულა.
სწორედ ეს გარემოებები ადასტურებს, რომ პროცესები ხელოვნურად მართულია იმ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ, რომლებიც პირდაპირ კავშირში არიან რადიკალურ პოლიტიკურ ძალებთან. მათი მხრიდან საკითხის დაინტერესების და დაზუსტების კუთხით კომპანიაზე არანაირი მომართვა არ ყოფილა.

კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ რადიკალური პროცესები სცდება კომპანიასა და მოსახლეობას შორის კერძო სამართლებრივ ურთიერთობას და ემსახურება წინასაარჩევნოდ, სოციალური თემით მანიპულირებით პოლიტიკური ქულების დაწერას.

აღნიშნულის გათვალისწინებით, ვაცხადებთ მზაობას და ინდივიდუალურ სამუშაო შეხვედრაზე ვიწვევთ, საკითხით დაინტერესებულ საზოგადოებრივ და არასამთავრობო ორგანიზაციებს.

მზად ვართ, სამუშაო შეხვედრაზე წარმოვადგინოთ დოკუმენტები, რომლითაც არასამთავრობო ორგანიზაციებს საშუალებას მივცემთ მომავალში გაავრცელონ მხოლოდ მტკიცებულებებზე დაყრდნობილი, ობიექტური ინფორმაცია”, – წერია კომპანიის განცხადებაში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026

ბიზნესი

თიბისი მმართველ გუნდს საერთაშორისო საბანკო გამოცდილებით აძლიერებს
ახალი ამბები

თიბისი მმართველ გუნდს საერთაშორისო საბანკო გამოცდილებით აძლიერებს

19:43 05-19-2026
თიბისი კაპიტალმა მსხვილი ბიზნესისთვის სასესხო პორტფელის სავალუტო სტრუქტურის შესახებ რეკომენდაციები გამოაქვეყნა – მკითხველის კომენტარებზე პასუხებთან ერთად
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მსხვილი ბიზნესისთვის სასესხო პორტფელის სავალუტო სტრუქტურის შესახებ რეკომენდაციები გამოაქვეყნა – მკითხველის კომენტარებზე პასუხებთან ერთად

14:15 05-18-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ინოლა გურგულიას შემოქმედებისადმი მიძღვნილ კონცერტს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ინოლა გურგულიას შემოქმედებისადმი მიძღვნილ კონცერტს

13:17 05-18-2026
PSP-ს მარკეტინგის დირექტორი – ანო გოგიჩაძე The One Show-ს მიერ წლის მარკეტერად დასახელდა
ახალი ამბები

PSP-ს მარკეტინგის დირექტორი – ანო გოგიჩაძე The One Show-ს მიერ წლის მარკეტერად დასახელდა

13:17 05-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved