დღეს ოპოზიციის მორიგი შეხვედრა გაიმართება. როგორც „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები აცხადებენ, შეხვედრაზე განხილვის მთავარი საკითხი 8 მარტის შეთანხმება და მაჟორიტარულ ოლქებზე კონსულტაციები იქნება.
მმართველი გუნდის ოპონენტები თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებებს იმ შემთხვევაში დუჭერენ მხარს, თუ 8 მარტის შეთანხმება სრულად შესრულდება.
თავის მხრივ, მმართველ გუნდში ოპოზიციის მხრიდან საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერას ელიან. როგორც საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, საკონსტიტუციო ცვლილებებს ივნისის ბოლოსთვის ყველა პროცედურის შესაბამისი დაცვით მიიღებენ.
ოპოზიცია და ხელისუფლება 8 მარტს 2020 წლის არჩევნების 120/30-ზე მოდელით ჩატარებაზე შეთანხმდნენ. შესაბამის შეთანხმებას მხარეებმა აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში გამართულ შეხვედრაზე მიაღწიეს.
ოპოზიციის განცხადებით, შეთანხმება შედგა გიგი უგულავას, გიორგი რურუასა და ირაკლი ოქრუაშვილის გათავისუფლებაზეც. 15 მაისს სალომე ზურაბიშვილმა გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების გადაწყვეტილება მიიღო.
კომენტარები