• რეკლამა
  • კონტაქტი
09:36, ოთხშაბათი, 17 სექტემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ეგვიპტეში საქართველოს დესპანის ოჯახის წევრების დამალული ქონება – საერთაშორისო გამჭვირვალობა

ალია ავტორი - ალია
13:49 09-23-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
4,126

სახელმწიფო უწყებებმა აჭარაში სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიები მისცა კომპანიას, რომელსაც ფლობს და ხელმძღვანელობს ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის, მიხეილ თიგიშვილის მეუღლე, ნარგიზა ჭავჭანიძე– ინფორმაციას “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო” ავრცელებს.

ორგანიზაციის ცნობით,  მიხეილ თიგიშვილი და მისი მეუღლე ასევე, ჩართულნი არიან 20 კომპანიის საქმიანობაში:

,,

დესპანის ოჯახს უკავშირდება საგარეჯოში თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის შეუსრულებელი ვალდებულებაც – სახელმწიფომ 111 ჰექტარზე მეტი მიწის ნაკვეთი სწორედ ამ მიზნით გადასცა კომპანიას, რომლის 20%-ს ფლობს მიხეილ თიგიშვილის შვილი, დურმიშხან თიგიშვილი.

დესპანის ოჯახის ბიზნესი და ლიცენზიები წიაღისეულის მოპოვებაზე

მიხეილ თიგიშვილის მეუღლემ, ნარგიზა ჭავჭანიძემ კომპანია “დეენკა პრომაინინგი“ 2021 წლის 29 ივლისს დაარეგისტრირა. 12 დღის შემდეგ, 2021 წლის 10 აგვისტოს, სსიპ “მინერალური რესურსების ეროვნულმა სააგენტომ“ ამ კომპანიას 3-წლიანი ლიცენზია მისცა, რის საფუძველზეც ლიცენზიანტს ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა მახუნცეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე აჭარისწყალზე 111,440 კუბური მეტრი ქვიშა-ხრეშის მოპოვების უფლება ჰქონდა.

ინერტული მასალის მოპოვების შედეგად, მიმდებარედ, მდინარე აჭარისწყალზე მოწყობილ ხიდის საძირკვლებს/საყრდენ ბურჯებს  საფუძველი გამოეცალა და ასევე საფრთხე შეექმნა მაღალი ძაბვის გადამცემ ბოძებს, რაც შეუიარაღებელი თვალითაც ნათლად ჩანს.

ამის მიუხედავად, საქართველოს მთავრობამ, 2024 წლის 4 ივნისის #803 განკარგულებით, შპს “დეენკა პრომაინინგს“ 48%-ით, 165,000 კუბურ მეტრამდე გაუზარდა მოსაპოვებელი ქვიშა-ხრეშის თავდაპირველი მოცულობა, რის სანაცვლოდაც მან ბიუჯეტში საბოლოო ჯამში 236,739 ლარი უნდა გადაიხადოს.

ხსენებული დაზიანებული ხიდის მოსაწყობად ქედის მუნიციპალიტეტის მერიამ 2019 წელს 958,325 ლარი დახარჯა, რაც დუმბაძეების უბანში მცხოვრები მოსახლეობის ცენტრალურ გზასთან დამაკავშირებელი ერთადერთი საავტომობილო გზის შემადგენელი ნაწილია.

აღსანიშნავია, რომ მიხეილ თიგიშვილი მისი მეუღლის კომპანიის მიერ ლიცენზიის მოპოვების დროს მუშაობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპის ქვეყნების სამმართველოს უფროსად, ხოლო 2022 წლიდან დღემდე ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში საქართველოს  საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანია.

კავშირები საგარეჯოს თავისუფალი ეკონომიკური ზონის მომწყობ კომპანიასთან

თიგიშვილებთანაა დაკავშირებული საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მზისგულში (ყოფილი ბოგდანოვკა) თავისუფალი ინდუსტრიული ზონის მოსაწყობად მთავრობის მიერ შერჩეული კომპანია “ასი გრუპ ჯორჯია”, რომლის 20% წილს დესპანის შვილი, დურმიშხან თიგიშვილი ფლობს,

მთავრობის 2022 წლის დადგენილებით, სწორედ ამ კომპანიას დაევალა 1,117,450 კვ/მ-ზე საბაჟო-გამშვები პუნქტებისა და სხვა შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა. მთავრობამ ზონის მოწყობის ვადა 2023 წელს 1 წლით გადაიწია, მთავრობის ახალი დადგენილებით, კომპანიას შესაბამისი ინფრასტრუქტურა 2024 წლის 1 სექტემბრისთვის უნდა მოეწყო, თუმცა საჯარო რეესტრის მონაცემებიდან ჩანს, რომ ვალდებულება არც ამჟამადაა შესრულებული.

“ასი გრუპ ჯორჯია”, თავის მხრივ, დაკავშირებულია ნიდერლანდებში რეგისტირირებულ კომპანია „ასი გრუპ ჰოთელს ჯორჯიასთან”, რომლის დირექტორიც დურმიშხან თიგიშვილია, 100% წილის მესაკუთრე კი ეგვიპტის მოქალაქე  ხალედ მოჰამედ აბდელმონებ კანდილია, კანდილი, ცესკოს მონაცემებით, სწორედ თიგიშვილების მისამართზეა რეგისტრირებული:

“ასი გრუფ ჰოთელს ჯორჯიამ” 2022 წელს აუქციონზე, უკონკურენტოდ (ერთი ბიჯით) წყალტუბოში მდებარე სანატორიუმი “მედეა” თითქმის 6 მილიონ ლარად შეიძინა.

ლიცენზია “ალტ ინფოსთან” დაკავშირებული პირებისთვის

კიდევ ერთი კომპანია, რომელსაც 14-წლიანი ლიცენზია მისცა სსიპ “მინერალური რესურსების ეროვნულმა სააგენტომ“, არის “ფორვარდ მაინინგი“. ამ კომპანიის დამფუძნებელი და 42,5% წილის მფლობელი ილია ცანავა არის ეგვიპტეში საქართველოს დესპანის, მიხეილ თიგიშვილის შვილის, დურმიშხან თიგიშვილის ბიზნესპარტნიორი შპს “აიდი გლობალში“. შპს “ფორვარდ მაინინგმა” უფლება მიიღო, 114,595 კუბური მეტრი ბაზალტი მოიპოვოს ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირიკეს მიმდებარე ტერიტორიაზე. ილია ცანავა ამვდროულად, 2014 წლიდან არის პრორუსული, ულტრამემარჯვენე, ძალადობრივი მოწოდებებით ცნობილი “ალტ-ინფოს“ ლიდერის, აშშ-ის მიერ სანქცირებული კონსტანტინე მორგოშიასა და მისი მამიდის, ციალა მორგოშიას, ბიზნესპარტნიორი შპს “გრანდე გრუპ ჯორჯიასა” (ს/კ 405078277)) და შპს “გრანდე გრუპ ჯორჯიაში” (ს/კ 405062649).

თეგები: საერთაშორისო გამჭვირვალობა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025
პირადი: 150 მილიონის მიტაცება, “მკვლელი მატარებლები” – უსაფრთხოების დარღვევა და მასშტაბური კორუფცია “რკინიგზაში” – გია ყრუაშვილის სკანდალური, ექსკლუზიური ინტერვიუ
ახალი ამბები

“ზუსტად ასე დაწერეთ, “რკინიგზამ”, ჩემი ავადმყოფი შვილი, გაწირა სასიკვდილოდ” – გია ყრუაშვილი

14:56 08-20-2025
“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ
ახალი ამბები

“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ

05:22 08-20-2025
„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა  – ლარიზაციის დინამიკა კვლავ გრძელდება
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა – ლარიზაციის დინამიკა კვლავ გრძელდება

15:57 09-16-2025
თიბისი ტექსკოლაში უფროსკლასელების რეგისტრაციები დაიწყო
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლაში უფროსკლასელების რეგისტრაციები დაიწყო

13:45 09-16-2025
PSP რეკლამის ყოველწლიურ საერთაშორისო ფესტივალზე “Ad Black Sea 2025“ 18 ჯილდოს მფლობელი გახდა
ახალი ამბები

PSP რეკლამის ყოველწლიურ საერთაშორისო ფესტივალზე “Ad Black Sea 2025“ 18 ჯილდოს მფლობელი გახდა

16:13 09-15-2025
თიბისის მხარდაჭერით ლადო ალექსი-მესხიშვილის წიგნი გამოიცა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ლადო ალექსი-მესხიშვილის წიგნი გამოიცა

15:40 09-15-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved