• რეკლამა
  • კონტაქტი
07:29, ხუთშაბათი, 13 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„2003 წელს მოვიდა „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში და გაანათა ქვეყანა, მჯერა, ისინი ისევ შემოიტანენ სინათლეს“ – გიული ალასანია

ალია ავტორი - ალია
11:25 09-23-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
159

„ძალიან ემოციური დღეა დღეს ჩემთვის. როდესაც დავინახე აქ ჩაბნელებული ზუგდიდი, გამახსენდა 90-იანი წლები, როცა ხალხი გამოდიოდა და საბურავებს წვავდა ქუჩაში სადილის მოსამზადებლად, ორ დღეში ერთხელ რომ გვაძლევდნენ ერთი საათით დენს და შემდეგ, 2003 წელს მოვიდა „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში და გაანათა ქვეყანა. მჯერა, რომ ისინი ისევ შემოიტანენ სინათლეს და გაანათებენ ქვეყანას“, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა და აღნიშნა, რომ 26 ოქტომბერს ისტორიული არჩევნებია.

„ნაციონალურ მოძრაობას“ დიდი გამოცდილება აქვს ქვეყნის განათების და დარწმუნებული ვარ, რომ ისევ მოვლენ ახალი პროგრამით, იმ გამოცდილებით, რომელიც უკვე მათ აქვთ და შემოიტანენ ისევ სინათლეს, გაანათებენ ქვეყანას, მე ამის მჯერა. ფინიშის ხაზზე ვართ, ძალიან ცოტა დაგვრჩა 26 ოქტომბრამდე. ეს ისტორიული არჩევნებია, ჩვენი ყოფნა არ ყოფნის, ჩვენი სახელმწიფოებრიობის ყოფნა არ ყოფნის საკითხი უნდა გადაიჭრას და მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მოსახლეობა გააკეთებს სწორ არჩევანს. საქართველომ მრავალი საუკუნის წინ გააკეთა ეს არჩევანი, უკვე პირველი საუკუნიდან, როდესაც მოხდა ქრისტიანობის გავრცელება ჩვენს ქვეყანაში, მათ გააკეთეს უკვე არჩევანი დასავლეთზე და ცოტახნის შემდეგ დამკვიდრდა ქვეყანაში მიწაზე კერძო საკუთრება. ქრისტიანობა და მიწაზე კერძო საკუთრება იყო ის ღერძი, რომელზედაც იდგა ჩვენი სახელმწიფო საუკუნეების მანძილზე. რა თქმა უნდა, ჩვენს ხალხს ჰქონდა სხვადასხვა კულტურებთან, სხვადასხვა ცივილიზაციებთან შეხება, მაგრამ ეს იყო ის ღერძი, რომელმაც გადაარჩინა ჩვენი ქვეყანა და დღესაც იქ ვდგავართ.

26 ოქტომბერს დარწმუნებული ვარ, რომ გაკეთდება ის ერთადერთი არჩევანი. თქვენ გახსოვთ, რომ ჩემი შვილი თავიდანვე მოუწოდებდა საზოგადოებას გაერთიანებისკენ. ეს გაერთიანება მისი აზრით იყო გადარჩენის ყველაზე უტყუარი პირობა. ვერ შედგა სამწუხაროდ ეს გაერთიანება, როგორც წარმოედგინა ჩემს შვილს, მაგრამ არის გაუგებრობა, ეს ადრეც ხდებოდა ხოლმე.

როგორც მოგეხსენებათ მიხეილ სააკაშვილი აღიარებული სახელი იყო და ბევრს უნდოდა მასთან ყოფნა და რაღაცის გამო ვერ იყვნენ მასთან, მაგრამ საზოგადოებაში ავრცელებდნენ ინფორმაციას, რომ არიან მიხეილ სააკაშვილთან ერთად და სინამდვილეში ხმას აძლევდნენ სხვა პარტიას. დღესაც არის ასეთი შემთხვევები, მე დავდივარ, ვხვდები ხალხს და ვხედავ, რომ ისევ არის ეს გარკვეული გაუგებრობა და მინდა ყველას გითხრათ, რომ მიხეილ სააკაშვილი, მიდი გუნდი და მისი თანამებრძოლები არის 5 ნომერი, მხოლოდ 5. მე ყველას ვუსურვებ გამარჯვებას, ვინც იბრძვის საქართველოს სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებისთვის, ყველას ვუსურვებ წარმატებას და წინ გამარჯვებისკენ!“, – განაცხადა გიული ალასანიამ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე
ახალი ამბები

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე

16:44 08-11-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს

14:02 08-12-2026
“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები
ახალი ამბები

“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები

13:15 08-12-2026
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა

14:35 08-11-2026
16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე
ახალი ამბები

16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე

12:16 08-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved