• რეკლამა
  • კონტაქტი
23:53, პარასკევი, 28 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“შესაძლოა, ევროკავშირმა საქართველოს უვიზო მიმოსვლა შეუჩეროს” – POLITICO

ალია ავტორი - ალია
23:21 09-19-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
281

ევროკავშირი მზად არის, გააუქმოს შეთანხმება, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს კონტინენტზე თავისუფლად მოგზაურობის უფლებას ანიჭებს, – ამ სათაურით ვრცელ სტატიას გამოცემა POLITICO აქვეყნებს.

გამოცემა წერს, რომ ეს ბრიუსელისა და ევროკავშირის წევრობისთვის ოდესღაც ყველაზე პერსპექტიული ქვეყნის ურთიერთობის მნიშვნელოვანი რღვევის ნიშანია.

ხუთშაბათს POLITICO-სთან საუბრისას ევროკომისიის სპიკერმა განაცხადა, რომ “ყველა ვარიანტი მაგიდაზეა”, თუ მმართველი პარტია “ქართული ოცნება” გააგრძელებს ავტორიტარულ ტრაექტორიას, “ვიზალიბერალიზაციის სქემის პოტენციურად დროებით შეჩერების ჩათვლით”.

“ევროკავშირი-საქართველოს ვიზალიბერალიზაციის ფარგლებში, საქართველოს მოეთხოვებოდა კონკრეტული კრიტერიუმების შესრულება, მათ შორის ფუნდამენტური უფლებების დაცვის უზრუნველყოფა და დისკრიმინაციის პრევენცია”, – განაცხადა პრესსპიკერმა.

გამოცემა სტატიაში აქციების დარბევაზე, დისკრიმინაციულ კანონებსა და მის მწვავე შედეგზეც საუბრობს. აქვე, ნახსენებია, კესარია აბრამიძის მკვლელობაც.

“ქართული ოცნების” წამყვან პოლიტიკოსებს ამ კვირის დასაწყისში აშშ-მა სანქციები დაუწესა მას შემდეგ, რაც მიიღეს რუსული სტილის კანონები.

ამ წლის დასაწყისში, ხელისუფლებამ სასტიკად დაარბია მშვიდობიანი მომიტინგეები, რომლებიც აპროტესტებდნენ კანონპროექტს, რომელიც დასავლეთის მიერ მხარდაჭერილ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიასაშუალებებს უცხოურ აგენტებად აიდენტიფიცირებს.  საქართველოს კანდიდატურა ევროკავშირში ფაქტობრივად გაიყინა პარლამენტში მისი მიღების შემდეგ.

შემდეგ, სამშაბათს, “ქართული ოცნების” დეპუტატებმა ხმა მისცეს მოსკოვის მიერ შთაგონებულ “ლგბტ პროპაგანდის” კანონპროექტს, რომელიც აკრძალავს ერთსქესიანთა ურთიერთობების საჯაროდ ხსენებას, მათ შორის პრაიდის ღონისძიებებს, ცენზურას ადებს ფილმების.

ქვეყნის ყველაზე ცნობილი ტრანსგენდერი ქალი, 37 წლის კესარია აბრამიძე, კანონის მიღებიდან მეორე დღეს მოკლეს”, – წერია სტატიაში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!

09:00 08-28-2026
სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved