მარნეულში, ე.წ. სასწრაფო დახმარების კლასტერში კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დადასტურდა.
კორონავირუსი სასწრაფო დახმარების მძღოლის მეუღლეს დაუდასტურდა, რომელიც მკაცრ თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. მისი ყველა კონტაქტი ჯერ კიდევ ქმრის ინფიცირების შემდეგ დადგინდა.
საერთო ჯამში გუშინ მარნეულში ლაბორატორიაში 20 საკვლევი მასალა იყო გაგზავნილი და მათგან დადებითი მხოლოდ ერთი აღმოჩნდა.
საქართველოში კორონავირუსი 695 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 425 უკვე გამოჯანმრთელდა, 12 პაციენტი კი გარდაიცვალა.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.
კომენტარები