ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი სამი ადამიანით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას “სპუტნიკ აფხაზია” ავრცელებს.
ინფიცირებულია ოჯახის წევრები, დედა, მამა და მათი ქალიშვილი, რომლებიც სოხუმში სოჭიდან ჩავიდნენ.
დაინფიცირებულ მამაკაცს სუნთქვის უკმარისობა აქვს, ხოლო ქალს ორმხრივი პნევმონია. ქალიშვილი კი თავს კარგად გრძნობს.
ცნობისთვის, აფხაზეთში, დღეის მდგომარეობით, სულ კოვიდინფექციის 17 შემთხვევაა გამოვლენილი.
კომენტარები