• რეკლამა
  • კონტაქტი
22:01, სამშაბათი, 8 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“თუკი რუსეთმა საქართველოში გაიმარჯვა ფაშინიანის მთავრობა მარტო რჩება რუსეთთან” – გიორგი კობერიძე

ალია ავტორი - ალია
16:57 09-19-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
11,809
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი, გიორგი კობერიძე:
რუსეთმა სომხეთში გადატრიალება სცადა – ამბობს სომხეთში არსებული საგამოძიებო სამსახური, რომლის მიხედვითაც წლის დასაწყისში როსტოვში მომზადებულ შეიარაღებულ ჯგუფს ფაშინიანის მთავრობა უნდა დაემხო და პრორუსული ძალები მოეყვანა ხელისუფლებაში. ამ ეტაპზე შვიდი ადამიანია პასუხისგებაში მიცემული.
რუსეთისათვის ფაშინიანის ჩანაცვლება ყველაფრის ფასად სურთ, მაგრამ უკრაინაში ჩაფლული და გამოფიტვის პროცესში მყოფი რუსეთი ამას ასე ადვილად ვერ ახერხებს. თუმცა წლის დასაწყისში რუსი პროპაგანდისტები – სიმონიანი და სალავიოვი – ტელევიზიიდან ამბობდნენ, 2008 წელს საქმე რომ დაგვესრულებინა და თბილისი აგვეღო სომხეთი რუსული კურსიდან გადახვევას ვერასდროს გაბედავდაო.
სომხეთში კი რუსული კურსიდან წარმატებით დაშორების სამი პირობა აქვთ დასახული:
1. საქართველო უნდა დარჩეს ევროკავშირის მთავარი პარტნიორი და ჰყავდეს ევროპული მთავრობა;
2. ევროკავშირმა უნდა გაზარდოს ინტერესი სომხეთის მიმართ, რაშიც დიასპორის დახმარება შეიძლება;
3. მოხდეს ურთიერთობის დალაგება თურქეთთან.
როგორც სომეხი ანალიტიკოსები წერენ, ამ სამი პირობის შესრულების შემთხვევაში, მოხდება სომხეთის რეალისტური და საბოლოო ჩამოშორება რუსეთისაგან. სხვა სიტყვებით, სამხრეთ კავკასიის საგარეო ორიენტაციის მომავლის ბედი საქართველოში წყდება. თუკი რუსეთმა საქართველოში გაიმარჯვა ფაშინიანის მთავრობა მარტო რჩება რუსეთთან. ხოლო ასეთ შემთხვევაში აზერბაიჯანთან ურთიერთობის დალაგება თუ კონფლიქტი მეტწილად რუსეთზე იქნება დამოკიდებული, რომელიც სომხეთში რუსული კლანის დასაბრუნებლად ნებისმიერ საშინაო თუ საგარეო მეთოდებს, ჩარევებსა თუ წაქეზებას მიმართავს.

რუსეთი სომხეთში სამხედრო გადატრიალებას ამზადებდა – “ამეცადინებდნენ რუსეთის ბაზაზე, რუსული სპეცსამსახურები” – სომხეთი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

გადაიხადეთ თიბისი ბარათებით და დაიბრუნეთ 50% ქეშბექი ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში
ახალი ამბები

გადაიხადეთ თიბისი ბარათებით და დაიბრუნეთ 50% ქეშბექი ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში

15:44 09-08-2026
სილქფესტის ულიმიტო პირობებს და მრავალფეროვან პაკეტებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს
ახალი ამბები

სილქფესტის ულიმიტო პირობებს და მრავალფეროვან პაკეტებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს

14:18 09-08-2026
500,000-მდე მონაწილე და 250,000-ლარიანი საპრიზო ფონდი – თიბისის მობაილბანკში საგანძურის მარათონი დასრულდა
ახალი ამბები

500,000-მდე მონაწილე და 250,000-ლარიანი საპრიზო ფონდი – თიბისის მობაილბანკში საგანძურის მარათონი დასრულდა

12:49 09-08-2026
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
ახალი ამბები

PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა

12:44 09-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved