• რეკლამა
  • კონტაქტი
06:47, ორშაბათი, 21 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სახაზინო დეპარტამენტის სანქცირების ზომები დღეს განხორციელდა აღმასრულებელი ბრძანების ნომერი 13818-ის შესაბამისად – აშშ-ს განცხადება

ალია ავტორი - ალია
16:07 09-17-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,477

აშშ-ის საელჩო საქართველოში, სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის  განცხადების სრულ ტექსტს აქვეყნებს:

,,შეერთებული შტატები დღეს აწესებს ანგარიშვალდებულების დაცვის ზომების ფართო სპექტრს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებისა და სხვა პირების მიმართ, რომლებმაც ხელყვეს საქართველოს დემოკრატია და ქართველი ხალხის ადამიანის უფლებები.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ხელისუფლების ორ ოფიციალურ პირს – შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსს, ზვიად „ხარება“ ხარაზიშვილს და მის ერთ-ერთ მოადგილეს, მილერი ლაგაზაურს, სანქციები დაუწესა – „უცხოური გავლენის შესახებ კანონის“ წინააღმდეგ მშვიდობიანი საპროტესტო გამოსვლების დროს ძალადობრივი რეაგირებისას ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევაში მონაწილეობისთვის.

ასევე, ჩვენ სანქციებს ვუწესებთ ექსტრემისტული დაჯგუფების ორ ქართველ ლიდერს, კონსტანტინე მორგოშიასა და ზურაბ მახარაძეს, ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევისთვის, მათ შორის ძალადობრივი თავდასხმისთვის იმ ქართველებზე, ვინც მშვიდობიანი შეკრების უფლებით სარგებლობდნენ.

სახელმწიფო დეპარტამენტი ასევე დამატებით ზომებს იღებს სავიზო შეზღუდვების დაწესებით მიზნით 60-ზე მეტ ქართველსა და მათი ოჯახის წევრებზე, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ან თანამონაწილეები არიან საქართველოში დემოკრატიის ძირის გამოთხრაში. ესენი არიან სამთავრობო და მუნიციპალური ოფიციალური პირები, რომლებმაც ქართველი ხალხის ფუნდამენტური თავისუფლებების შეზღუდვის მიზნით უფლებამოსილება ბოროტად გამოიყენეს; ბიზნესმენები, რომლებიც კორუფციაში იყვნენ ჩართული; პირები, რომლებიც ავრცელებდნენ დეზინფორმაციას და ხელს უწყობდნენ ძალადობრივ ექსტრემიზმს; სამართალდამცავები, რომლებიც მონაწილეობდნენ დემონსტრანტების ცემაში; და პარლამენტის წევრები, რომლებმაც გადამწყვეტი როლი ითამაშეს არადემოკრატიული კანონმდებლობის ხელშეწყობასა და სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვაში.

ჩვენ კვლავ შეშფოთებულები ვართ საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევებითა და ანტიდემოკრატიული ქმედებებით და განვაგრძობთ საპასუხოდ დამატებითი ქმედებების განხილვას. შეერთებული შტატები ცალსახად უჭერს მხარს ქართველების უფლებებს შეიკრიბონ, ისაუბრონ და მშვიდობიანად გააპროტესტონ ძალადობის, დაშინების, ან ჩახშობის შიშის გარეშე.

სახაზინო დეპარტამენტის სანქცირების ზომები დღეს განხორციელდა აღმასრულებელი ბრძანების ნომერი 13818-ის შესაბამისად, რომელიც ეფუძნება და ახორციელებს “გლობალური მაგნიტსკის ადამიანის უფლებათა ანგარიშვალდებულების აქტს” და ეხება ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევასა და კორუფციაში ჩართულ დამნაშავეებს მთელ მსოფლიოში. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ ხაზინის პრესრელიზი. დამატებითი ქმედებები ეფუძნება “იმიგრაციისა და მოქალაქეობის აქტის” 212(a)(3)(C) პუნქტის მიხედვით სავიზო შეზღუდვის პოლიტიკას, რომელიც სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა 2024 წლის მაისში გამოაცხადა.”

თეგები: ენტონი ბლინკენი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისიმ აზიის განვითარების ბანკისგან ორი ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ აზიის განვითარების ბანკისგან ორი ჯილდო მიიღო

14:28 09-18-2026
ბაზისბანკი ADB-ის ყოველწლიურ დაჯილდოებაზე „საქართველოში ლიდერ პარტნიორ ბანკად“ დასახელდა
ახალი ამბები

ბაზისბანკი ADB-ის ყოველწლიურ დაჯილდოებაზე „საქართველოში ლიდერ პარტნიორ ბანკად“ დასახელდა

13:59 09-18-2026
მართე გზავნილი შენი წესებით – მობაილბანკის ინოვაციური ფუნქციონალი – თიბისი
ახალი ამბები

მართე გზავნილი შენი წესებით – მობაილბანკის ინოვაციური ფუნქციონალი – თიბისი

13:56 09-18-2026
ახალი ამბები

თიბისი Trump Tower Tbilisi-ს პროექტის პარტნიორია

16:46 09-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved