• რეკლამა
  • კონტაქტი
05:32, კვირა, 15 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

დონალდ ტრამპსა და კამალა ჰარისს შორის პირველი დებატები შედგა

ალია ავტორი - ალია
11:37 09-11-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
131

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების კანდიდატებმა დონალდ ტრამპმა და კამალა ჰარისმა პირველი დებატები გამართეს. ABC News-ის ეთერში მათი პირველი შეხვედრა შედგა.

დებატებს არ ჩაუვლია კამათისა და დადანაშაულების გარეშე. ორივე კანდიდატმა ერთმანეთს “მატყუარა” უწოდა.

დისკუსიის პირველი ნაწილი და პირველი კითხვაც ეკონომიკას მიეძღვნა. ჰარისმა განაცხადა, რომ “შესაძლებლობების ეკონომიკის” შექმნა სურს. ამავე დროს, კი ტრამპმა მწვავედ გააკრიტიკა დემოკრატიული პარტიის პოლიტიკა და ბაიდენის ადმინისტრაცია ამერიკული ეკონომიკის დანგრევაში დაადანაშაულა.

საუბარი შეეხო უკრაინასაც. რესპუბლიკელმა კანდიდატმა აღნიშნა, რომ ომი უნდა დასრულდეს და ამის მიღწევა შეუძლია. მან კვლავ გაიმეორა, რომ ამას იქამდე გააკეთებს, სანამ, გამარჯვების შემთხვევაში, უფლებამოსილებას შეუდგება. მისივე თქმით, იგი კარგად იცნობს ვლადიმირ პუტინს და ვოლოდიმირ ზელენსკისაც. ამასთან, მან ჰარისს ამერიკის ისტორიაში “ყველაზე ცუდი ვიცე-პრეზიდენტი” უწოდა, რომელმაც ომის თავიდან აცილება ვერ შეძლო.

თავის მხრივ ჰარისმა გააკრიტიკა ტრამპი, მისი საგარეო პოლიტიკა და განაცხადა, რომ ყოფილ პრეზიდენტს უცხოელი ლიდერები სერიოზულად არ აღიქვამენ.

“ჩვენი მოკავშირეები NATO-ში მადლიერნი არიან, რომ პრეზიდენტი აღარ ხართ”.

რა თქმა უნდა, დებატებმა არ ჩაიარა აბორტის თემის გარეშე, რომელიც ვიცე-პრეზიდენტ ჰარისის საარჩვენო კამპანიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია. მან განაცხადა, რომ აბორტის საკონსტიტუციო უფლება უნდა დაბრუნდეს და ისაუბრა იმ პრობლემებზე, რომლებიც რესპუბლიკურ შტატებში აბორტის აკრძალვას მოჰყვა.

მიგრაციაზე საუბრის დროს, დონალდ ტრამპმა გაიმეორა შეთქმულების თეორია, რომ ოჰაიოს შტატის ქალაქ სპრინგფილდში მიგრანტები შინაურ ცხოველებს იტაცებენ და ჭამენ. ტელეწამყვანები ჩაერთნენ და თქვეს, რომ ქალაქის სითი-მენეჯერმა აღნიშნული ხმები უარყო. ამან კი ექს-პრეზიდენტის გაღიზიანება გამოიწვია.

ტრამპისთვის ეს იყო მეშვიდე წინასაარჩევნო დებატები მას შემდეგ, რაც 2016 წელს კანდიდატურა წამოაყენა. ჰარისისთვის ეს პირველი გამოცდილება იყო. უფრო მეტიც, კანდიდატები პირისპირ არასდროს შეხვედრილან და დებატების სცენაზე პირველად ესაუბრნენ ერთმანეთს.

დებატები ფილადელფიაში, კონსტიტუციის შესწავლის ეროვნულ ცენტრში გაიმართა და ორი სარეკლამო შესვენებით 90 წუთს გაგრძელდა. კითხვებს სვამდნენ ჟურნალისტები დევით მიური და ლინსი დევისი. კანდიდატის საუბრის დროს კი ოპონენტის მიკროფონი გათიშული იყო.

გარდა ამისა, კანდიდატებს არ ჰქონდათ უფლება წინასწარ მომზადებული ჩანაწერები ჰქონოდათ და რეკლამის დროს შტაბის თანამშრომლები მათთან ვერ საუბრობდნენ. გარდა ამისა, კანდიდატები ერთმანეთს კითხვებს არ უსვამდნენ.

ჯერჯერობით უცნობია გაიმართება თუ არა კიდევ ერთი საპრეზიდენტო დებატები.

 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved