• რეკლამა
  • კონტაქტი
05:59, პარასკევი, 13 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„აშშ-სგან მიღებული დაფინანსება გაურკვეველი ვადით შეგვიწყდა“ – რას წერს თეა გოდოლაძე

ალია ავტორი - ალია
19:38 09-09-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
720

სეისმოლოგი თეა გოდოლაძე სოციალურ ქსელში წერს:

„მოგმართავთ ილიას სახელმწიფო უნივერისტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო გუნდის სახელით.

ჩვენი სამეცნიერო გუნდისა და ა.შ.შ.-ის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა სხვადასხვა დისციპლინების წარმომადგენელ უნივერსიტეტებსა და მეცნიერებს შორის თანამშრომლობა დაახლოებით 25 წელს ითვლის. ამ ხნის განმავლობაში, ა.შ.შ.-ის გადასახადების გადამხდელთა თანხით და უშუალოდ ა.შ.შ.-ის მთავრობის  დაფინანსებით განხორციელდა არაერთი, რეგიონისათვის უმნიშვნელოვანესი სამეცნიერო პროექტი, რომელმაც ხელი შეუწყო და განავითარა რეგიონის როგორც სეისმური, ასევე გეოდეზიური მონიტორინგი; ა.შ.შ.-ის წამყვანი მეცნიერები დაგვეხმარნენ აღგვეზარდა და შეგვენარჩუნებინა ყველაზე ღირებული, მაღალკვალიფიციური კადრი მონიტორინგის სისტემების შექმნისა და ფუნქციონირებისათვის და სამეცნიერო კვლევების წარმოებისათვის; შეგვეძინა უძვირესი აპარატურა, რომლის შეძენაც ქართული სახელმწიფო დაფინანსებით შეუძლებელი იყო. 2002 წლის ცნობილი თბილისის მიწისძვრის დროს, ქვეყანას არცერთი ციფრული სეისმუსი სადგური არ გააჩნდა. გვქონდა მხოლოდ თბილისისა და ახალქალაქის ანალოგური, მოძველებული სეისმური სადგურები, რომლებიც მიწისძვრის ეპიცენტრის განსაზღვრის საშუალებას არ გვაძლევდა.

დღეს, ბევრი თქვენგანი, მიწისძვრის მოხდენის შემდეგ, სხვადასხვა უცხოური გვერდების მიერ გამოქვეყნებულ მიწისძვრის ეპიცენტრს გვაწვდის ხოლმე სოციალურ ქსელში. დიახ, ეს ჩვენი სეისმური ქსელის მონაცემებია, რომლებსაც უცხოური სააგენტოები იყენებენ და აქვეყნებენ. ჩვენ, დამსახურებულად გავხდით მსოფლიო სეისმური მონიტორინგის ნაწილი და ძალიან ვამაყობთ იმით, რომ ჩვენი სერვისი მაღალი ხარისხისაა, ზუსტია და ღიაა მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოებისათვის. ჩვენი სამთავრობო უწყებები მყისიერად იღებენ ინფორმაციას სატელეფონო გზავნილისა და ელექტრონული ფოსტის საშუალებით. გვაქვს მაღალი ხარისხის სასერვერო სისტემა, რომელიც მთლიანად ა.შ.შ.-ს ენერგიის დეპარტამენტის მიზნობრივმა პროგრამამ დააფინანსა და დღემდე ფინანსურად გვეხმარებოდა შეგვენარჩუნებინა და მოგვევლო ამ მეტად რთული და კომპლექსური სისტემისათვის.

25 წლის განმავლობაში, ა.შ.შ.-ს გუნდთან ჩამოყალიბდა მჭიდრო თანამშრომლობა, მეტიც, ჩვენ მეგობრებიც ვართ და დიდ პატივს ვცემთ ერთამანეთს.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი სახელმწიფო სსიპ-ია, შესაბამისად ფინანსური შეზღუდვები, რომლებიც ა.შ.შ.-ის მთავრობამ, საქართველოში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების გამო დააწესა შეეხო მიზნობრივ პროგრამასაც, რომლის ბენეფიციარებიც ჩვენ ვიყავით.  დიახ, ჩვენი დახმარებაც გაურკვეველი ვადით შეჩერდა.

ამჟამად ვმუშაობდით სეისმური საფრთხის რუკების განახლებულ ვერსიაზე, რომელსაც რა თქმა უნდა ა.შ.შ. აფინანსებდა. ა.შ.შ. აფინანსებდა ასევე მონიტორინგის სისტემების მოვლისა და შენახვისათვის საჭირო სამუშაოების უდიდეს ნაწილს. აპარატურის შეძენა და ინსტალაცია არაა საკმარისი, მას მოვლაც სჭირდება; ფინანსურად ეხმარებოდა ჩვენს ახალგაზრდა გუნდს, ვინაიდან სუბსიდირებული სამეცნიერო დაწესებულება ვართ და ძალიან მწირი დაფინასნება გვაქვს სახელმწიფოსაგან. ჩვენ სამეცნიერო გუნდში 80 თანამშრომელია. ამჟამად 49 სეისმური სადგური გვაქვს მთელი საქართველოს მასშტაბით და 160-მდე გეოდეზიური როგორც მუდმივი, ასევე დროებითი სადგურები. ჩვენი სამეცნიერო მიმართულება გამართული, მოსავლელად უსაშველოდ რთული ინფრასტრუქტურის გარეშე ვერ იარსებებს. ხელფასების, სახელმწიფო დაცვის, ინტერნეტ მომსახურების და საველე ავტომანქანების შეკეთების ყოველწლიური ხარჯების შემდეგ, ჩვენს წლიურ ბიუჯეტში თავისუფალი 24 000 ლარი რჩება. დიახ, გვეხმარებოდა ა.შ.შ. დღეს, საკმაოდ მძიმე რეალობაა. ჩევნი კომერციული შემოსავლები  მთლიანად ხმარდება ინსტიტუტის მიმდინარე საჭიროებებს, მაგრამ საკმარისი არ არის. 2020 წლიდან სახელმწიფო ბიუჯეტი კი არ გაგვეზარდა, ყოველწლიურად მცირდება. სეისმური სადგურის ერთი კომპლექტი 50 000$  USD-ია თანმდევი ხარჯით. ეს ხომ აპარატურაა, შესაძლებელია გაფუჭდეს, ჩვენთან მოულოდნელი არაფერია, მძიმე პირობებში გვიწევს მუშაობა. ჩვენს თანამშრომელბს მწირი ბიუჯეტის გამო, ჯანმრთელობის დაზღვევაც კი არა აქვთ.

ჩვენ არასდროს გვისაუბრია ჩვენს პრობლემებზე, ვცდილობდით პირნათლად გვემსახურა ხალხისათვის. პირველ რიგში, ჩვენ ანგარიშვალდებულნი ჩვენი ხალხის წინაშე ვართ. ვეხმარებოდით უფასოდ ყველას, როგორც შეგვეძლო.

ამჟამად ვეძებთ გზებს, როგორ გადავარჩინოთ ის, რაც წლების მანძილზე შევქმენით ჩვენს ამერიკელ პარტიონრებთან ერთად. მადლობა ჩვენს ამერიკელ კოლეგებს და ამერიკელ ხალხს საქართველოს გვერდში დგომისათვის. იმედია ეს დროებითია და სიტუაცია შეუქცევადად დამაზიანებელი არ გახდება”

თეგები: თეა გოდოლაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025

ბიზნესი

ბარათი, რომელმაც ბანკინგის ახალი სტანდარტი დანერგა – ახალი თიბისი ბარათით უკვე მილიონი მომხმარებელი სარგებლობს
ახალი ამბები

ბარათი, რომელმაც ბანკინგის ახალი სტანდარტი დანერგა – ახალი თიბისი ბარათით უკვე მილიონი მომხმარებელი სარგებლობს

14:02 02-12-2026
ანაბარი “საერთო მიზანი” – მომხმარებლის საჭიროებაზე მორგებული თიბისის ინოვაციური პროდუქტი
ახალი ამბები

ანაბარი “საერთო მიზანი” – მომხმარებლის საჭიროებაზე მორგებული თიბისის ინოვაციური პროდუქტი

12:19 02-12-2026
ჩაირთე სილქფესტის შეთავაზებები მხოლოდ MySilknet აპლიკაციით!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის შეთავაზებები მხოლოდ MySilknet აპლიკაციით!

11:58 02-12-2026
რწმენით დაპყრობილი მწვერვალები: ქართველი ქალი მთამსვლელების ისტორიები უშბაზე – თიბისი
ახალი ამბები

რწმენით დაპყრობილი მწვერვალები: ქართველი ქალი მთამსვლელების ისტორიები უშბაზე – თიბისი

15:36 02-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved