მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობამ 4,5 მილიონს გადააჭარბა. ამის შესახებ მონაცემებს ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტი აქვეყნებს.
ბოლო 24 საათის განმავლობაში მსოფლიოში Covid-19 90 ათასზე მეტ ადამიანს დაუდგინეს.
ბოლო მონაცემები ასე გამოიყურება: 307 696 ადამიანი გარდაიცვალა და 1 637 000 გამოჯანმრთელებული.
კორონავირუსით გარდაცვლილთა, ინფიცირებულთა და განკურნებულთა რაოდენობით მსოფლიოში პირველ ადგილზე ამერიკის შეერთებული შტატებია.
კომენტარები