• რეკლამა
  • კონტაქტი
16:04, სამშაბათი, 11 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რა მიზნით იყენებს საქართველოს მოსახლეობა ინტერნეტს – საქსტატი

ალია ავტორი - ალია
10:42 09-05-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
150

6 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის 90.8% ფლობს მობილურ ტელეფონს, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 1.0 პროცენტული პუნქტით მეტია. ამასთან, აღნიშნული მაჩვენებელი ქალაქის ტიპის დასახლებებში 0.7 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში 1.4 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და შესაბამისად 93.4 და 86.6% შეადგინა. ინფორმაციას ამის შესახებ საქსტატი ავრცელებს.

მობილურ ტელეფონს ფლობს ქალების 90.3 % და კაცების 91.4%. ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით კი პროცენტული მაჩვენებელი ასეთია:

  • 6-14 წლის ასაკის მოსახლეობის 63% ფლობს მობილურ ტელეფონს. 15-29 წლის ასაკის – 98.1%, 30-59წლის – 97.9%, ხოლო 60 წლის და უფროსი 87.9%.

რაც შეეხება სმარტფონებს – სმარტფონს ფლობს 6 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის 80.7%. ქალაქის მოსახლეობის 85.9% და სოფლის მოსახლეობის72.4%. ქალების 81.3% და კაცების 80.1%. ასაკობრივად კი სმარტფონებს ფლობს 6-14 წლის ასაკის მოსახლეობის 63.1% .  15-29 წლის ასაკის – 97.7%, 30-59წლის – 93.8%, ხოლო 60 წლის და უფროსი 58.9%.

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, კომპიუტერით უზრუნველყოფილია შინამეურნეობების 57.6%. აღნიშნული მაჩვენებლის მნიშვნელობამ საქალაქო დასახლებებში 66.2% შეადგინა, ხოლო სასოფლო დასახლებებში – 45.8%. რეგიონების მიხედვით ეს მაჩვენებელი ყველაზე მაღალი აჭარის ა.რ.-სა და თბილისში დაფიქსირდა და შესაბამისად – 69.6 და 69.4% შეადგინა. ყველაზე ნაკლები გურიასა და რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში – 36.7% და 35.9%.

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 15 წლის და უფროსი ასაკის, ბოლო სამ თვეში ინტერნეტის მომხმარებელ მოსახლეობაში, ძირითადად ინტერნეტის გამოყენების მიზნებს წარმოადგენდა:

  • ინტერნეტ (აუდიო/ვიდეო) კავშირი (94.7%),
  • სოციალური ქსელების გამოყენება (94.6%),
  • ინტერნეტ ბანკინგით სარგებლობა (50.4%),
  • ჯანმრთელობის საკითხებზე ინფორმაციის მოძიება (47.2%),
  • ონლაინ ახალი ამბების/გაზეთების/ჟურნალების წაკითხვა (46.6%),
  • საქონლისა და მომსახურების შესახებ ინფორმაციის მოძიება (43.1%),
  • ელ. ფოსტის მიღება/გაგზავნა (37.9%),
  • პროგრამული უზრუნველყოფის პროდუქტის (გარდა თამაშებისა) ჩამოტვირთვა (15.5%)
  • სამუშაოს ძიება ან სამუშაოსთვის აპლიკაციების გაგზავნა (11.8%).

15+ ასაკის მოსახლეობის წილი, ვისაც ბოლო 12 თვეში, პირად საკითხებზე ინტერნეტით ჰქონდა ურთიერთობა სახელმწიფო მმართველობის ორგანოებთან ან საჯარო მომსახურების სააგენტოებთან. სტატისტიკა ამ მაჩვენებლის მიხედვით შემდეგია 9.1%-ს ჰქონდა ურთიერთობა ინტერნეტის მეშვეობით, 90.9% არ ჰქონია. რაც შეეხება მიზნებს 8%-ს მიზანს  სახელმწიფო დაწესებულებების ვებ-გვერდებიდან ინფორმაციის მოპოვება წარმოადგენდა. 3.6% ოფიციალური ფორმების/ბლანკების ჩამოტვირთვა, ხოლო 3.8%-ის შევსებული ფორმების/ბლანკების წარდგენა. ასაკობრივად ყველაზე მეტად სახელმწიფო მმართველობის ორგანოებთან ინტერნეტით ურთიერთობა 15-29 წლის ასაკის მოსახლეობას ჰქონდა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა

14:35 08-11-2026
16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე
ახალი ამბები

16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე

12:16 08-11-2026
შემოქმედებითი ინდუსტრიის მთავარი მოვლენა – თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA-ის მე-10 საიუბილეო ფესტივალი იმართება
ახალი ამბები

შემოქმედებითი ინდუსტრიის მთავარი მოვლენა – თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA-ის მე-10 საიუბილეო ფესტივალი იმართება

12:03 08-11-2026
საქართველოს ეროვნული AI-ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი – თიბისი
ახალი ამბები

საქართველოს ეროვნული AI-ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი – თიბისი

16:18 08-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved