• რეკლამა
  • კონტაქტი
14:36, სამშაბათი, 2 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რაზე შეთანხმდნენ კობახიძე და საპატრიარქოს წარმომადგენლები – რას ამბობს პროტოპრესვიტერი

ალია ავტორი - ალია
20:48 09-01-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
370

“მნიშვნელოვანი საკითხი, რაზეც ჩვენ დავთანხმდით არის ის, რომ ქართული სახელმწიფოებრიობის საყრდენი, განმსაზღვრელი ან საფუძველი – ასეთი ჩანაწერი იქნება, მაგრამ საბოლოო ვერსიაზე კიდევ შევთანხმდებით ერთმანეთთან” – პრემიერმინისტრთან საპატრიარქოს წარმომადგენლების შეხვედრის შესახებ პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ ფორმულასთან ისაუბრა.

“აბსოლუტური თანხმობაა იმასთან დაკავშირებით, რომ ჩაიწეროს მართლმადიდებელი ეკლესიის როლი საქართველოს ისტორიაში და მართლმადიდებლობაში” – ამბობს პროტოპრესვიტერი.

ზვიადაძის თქმით, 30 აგვისტოს პრემიერმინისტრთან შეხვედრას მართლმადიდებელი ეკლესიის მხრიდან ესწრებოდა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიო მუჯირი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე ჭუაძე, თავად პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე, პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი და საპატრიარქოს პრესსპიკერი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.

“პრემიერმინისტრმა კიდევ ერთხელ, ნათლად განმარტა, რომ როდესაც თავდაპირველი შემოთავაზება იყო, რომ ხომ არ იქნებოდა მართლმადიდებელი ეკლესიისთვის მნიშვნელოვანი მისი სტატუსის ამაღლება და ისეთი სტატუსის შემოტანა, რომ ყოფილიყო მართლმადიდებლობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებული.

პრემიერი ფიქრობდა, ისეთი ჩანაწერი გაკეთებულიყო, რომელიც მაქსიმალურად უზრუნველყოფდა საქართველოს ეკლესიის დამოუკიდებლობას სახელმწიფოსგან.

მაგრამ, მიუხედავად ამგვარი, რა თქმა უნდა, პატივისცემით, დამოკიდებულებისა პრემიერ-მინისტრის და საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, მცდელობა იყო იმის, რომ ეს ყოფილიყო, საქართველოს ეკლესიისთვის თუ იქნებოდა ეს მისაღები, ისეთი ჩანაწერი გაკეთებულიყო, რაც უზრუნველყოფდა საქართველოს მართმადებელი ეკლესიის დამოუკიდებლობას” – თქვა ზვიადაძემ.

პროტოპრესვიტერი ასევე ამბობს, რომ ეკლესიის ერთმნიშვნელოვანი პოზიციაა, რომ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის კონსტიტუციური შეთანხმება ძალაში უნდა დარჩეს.

„საქართველოს სახელმწიფო აღიარებს საქართველოს ავტოკეფალური სამოციქულო მართმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებულ როლს საქართველოს ისტორიაში და დაემატება “თანამედროვებაში”- ამბობს პროტოპრესვიტერი.

თეგები: გიორგი ზვიადაძეირაკლი კობახიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026

ბიზნესი

TBC x Miro – თანამშრომლობა და ინოვაციური პროცესები – თიბისი
ახალი ამბები

TBC x Miro – თანამშრომლობა და ინოვაციური პროცესები – თიბისი

13:17 06-02-2026
კამპანია “ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ” – KIAF-ის გრან-პრის და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
ახალი ამბები

კამპანია “ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ” – KIAF-ის გრან-პრის და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა

13:10 06-02-2026
კინოდაჯილდოება „ელისო“ 2026-ის ნომინანტები ცნობილია – თიბისი
ახალი ამბები

კინოდაჯილდოება „ელისო“ 2026-ის ნომინანტები ცნობილია – თიბისი

13:03 06-02-2026
23%-ით გაზრდილი დაფარვა დასავლეთში და 50%-მდე მეტი სიჩქარე თბილისში
ახალი ამბები

23%-ით გაზრდილი დაფარვა დასავლეთში და 50%-მდე მეტი სიჩქარე თბილისში

12:13 06-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved