• რეკლამა
  • კონტაქტი
00:23, ოთხშაბათი, 15 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

გაფიცვის 46-ე და შიმშილობის მე-14 დღე – “ევოლუშენი” გაფიცულ თანამშრომლებს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს

ალია ავტორი - ალია
13:57 08-26-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
170

“ევოლუშენ ჯორჯია” გაფიცულ თანამშრომლებს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს – აზარტული თამაშების ოპერატორი კომპანი ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს და სურვილის შემთხვევაში გაფიცულ ახალგაზრდებს რეაბილიტაციის პროცესში დახმარებას სთავაზობს:

,,

მოვუწოდებთ გაფიცულ თანამშრომლებს, მიიღონ კეთილგონიერი გადაწყვეტილება შიმშილობის შეწყვეტასთან დაკავშირებით და აქვე, ვაცხადებთ მზაობას, დავეხმაროთ მათ რეაბილიტაციის პროცესში, მათი სურვილისა და მომართვის შემთხვევაში.

გვინდა, კიდევ გავიმეოროთ, რომ ჩვენ არაერთხელ მივმართეთ პროფკავშირს, არ გამოეყენებინათ ზომები, რომელიც მისი მხარდამჭერების ჯანმრთელობას რისკის ქვეშ აყენებს. ევოლუშენის ხედვა, მოთხოვნებთან დაკავშირებით, რომელიც არაერთი მოლაპარაკების შემდეგ, ნათელი იყო ყველა მხარისთვის, არ შეიცვლება.

ევოლუშენი მოქმედებს და მომავალშიც იმოქმედებს ქვეყანაში არსებული კანონმდებლობისა და კომპანიის შინაგანაწესის შესაბამისად, ამავდროულად, დასაქმებულების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით.

არამართლზომიერი ქმედებები, ძალადობა სხვა დასაქმებულებზე, მათი შრომის უფლების შეზღუდვა და ყველაზე მეტად, ახალგაზრდა ადამიანების შიმშილობა არის აბსოლუტურად მიუღებელი ქმედება პროფკავშირის მხრიდან, რასაც სამწუხაროდ, შესაბამისი შედეგები აქვს.

ევოლუშენი იცავს და პატივს სცემს ქართულ კანონმდებლობასა და პროცედურებს, მათ შორის გაფიცვის უფლებას. აქვე, ნებისმიერ კონკრეტულ პირთან დაკავშირებული საკითხი განიხილება ინდივიდუალურად და კანონისა და კომპანიის პროცედურების შესაბამისად. ეს ასე ხდებოდა ყოველთვის და ახლაც ასე ვიმოქმედებთ.

გვინდა გავიმეოროთ, რომ კომპანიის მიმდინარე შემცირება არის პროფკავშირის ქმედებების პირდაპირი შედეგი და ეს პროცესი, სამწუხაროდ, შეუქცევადია. მიმდინარეობს შეფასების პროცესიც, რომლის საფუძველზე გადავწყვეტთ, რა დამატებითი ცვლილებები იქნება საჭირო.

კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ჩვენთვის ჩვენი დასაქმებულების ინტერესები უპირველესია და იმედს ვიტოვებთ, რომ პროფკავშირი ასევე აცნობიერებს იმ პასუხისმგებლობას, რომელიც მათი არამართლზომიერი ბლოკადისა და ძალადობრივი ქმედებების შედეგად დადგა. იმედია, მსგავსი უკანონობა არ განმეორდება და ადამიანებს შეეძლებათ მშვიდად გააგრძელონ მუშაობა და მათი შრომითი უფლებების რეალიზაცია.

ვიმედოვნებთ რა, რომ უკანონო ბლოკადა, ძალადობა და ახალგაზრდების მიმართ განხორციელებული დამაზიანებელი ქმედებები დასრულდება, ევოლუშენი ყველა შესაძლო ზომას მიიღებს, რომ მიმდინარე შემცირების, რომელიც 1000 თანამშრომელს ეხება, მასშტაბები არ გაიზარდოს და მაქსიმალურად შეამციროს პროფკავშირის ნეგატიური გავლენა კომპანიის საოპერაციო საქმიანობაზე და დასაქმებული პირების რაოდენობაზე”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

მანქანის კონდეციონერი
ახალი ამბები

“ფრეონი აკლია, ძმაო” – დიდი საზაფხულო აფერა – როგორ ამოიცნო მანქანის კონდიციონერის პროფესიონალი ხელოსანი

19:27 07-14-2026
N1 ქსელი სამოგზაუროდ – “სელფის” როუმინგის კამპანია
ახალი ამბები

N1 ქსელი სამოგზაუროდ – “სელფის” როუმინგის კამპანია

16:39 07-14-2026
თიბისი ტექსკოლა – ონლაინ ტექგანათლება, რომელიც საქართველოს ყველა რეგიონს აერთიანებს
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – ონლაინ ტექგანათლება, რომელიც საქართველოს ყველა რეგიონს აერთიანებს

13:46 07-14-2026
ლომბარდი
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი „ჰკითხე ექსპერტს“ კამპანიის ფარგლებში გადახდის მოქნილ პირობებს განმარტავს

19:38 07-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved