• რეკლამა
  • კონტაქტი
11:38, ხუთშაბათი, 21 აგვისტო, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„იდეის წარმატებას სიჯიუტე გასაზღვრავს“ – პირველი არტიზანული ინდუსტრიული ხაჭაპური, ChiZZZy საერთაშორისო ბაზარზე გასასვლელად ემზადება

ალია ავტორი - ალია
14:52 08-23-2024
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
460

ქართული სამზარეულო ქვეყნის მთავარი საექსპორტო პროდუქტია. მიუხედავად იმისა, რომ ქართულ კერძებში ხაჭაპური, ხინკალთან ერთად, ყველაზე ინტერნაციონალური მოვლენაა, მოდერნიზაციას (მრავალგზის მცდელობების მიუხედავად) ძნელად ექვემდებარება. სტარტაპში, რომელიც წარმოების მთავარ პროდუქტად ხაჭაპურს ირჩევს, ერთი შეხედვით ახალი ვერაფერი იქნება, მაგრამ გიორგი ბოჭორიშვილის, კომპანია ChiZZZy-ს თანადამფუძნებლის, იდეა იმდენად ორიგინალური და, ამავე დროს, მარტივია, ძნელი დასაჯერებელია, აქამდე რომ არავის განუხორციელებია.

„ჩვენი მიზანი ხაჭაპურის კიდევ უფრო პოპულარიზაციაა. ამოცანაა, ხაჭაპურის გამოცხობა შეძლოს ნებისმიერმა – არ აქვს მნიშვნელობა, გამოცდილია თუ არა ადამიანი, რომელსაც არასდროს არაფერი გამოუცხვია. რაც მთავარია, ეს უნდა შეძლოს მარტივად, სწრაფად და იაფად. ჩვენ პირველად ვთავაზობთ მომხმარებელს ნახევარფაბრიკატ აჭარულ ხაჭაპურს. ნაკრებშიშედის აჭარულის ნახევრად გამომცხვარი უსაფუარო ქრასთი (ბაზა), დურუმის ხაშზე დამზადებული და ყველი (იმერული/სულგუნი) ვაკუუმში. ხაჭაპური უბრალოდ ღუმელში უნდა შედოთ და ათიოდე წუთში მზადაა.

პროდუქტის 7-8 თვიანი ტესტირების შემდეგ პირველი ნაბიჯები კომპანიამ თბილისის სთრით-ფუდ-ფესტივალზე (Taste Tbilisi) გადადგა, სადაც მომხმარებელს აჭარული ხაჭაპური სტრიტ-ფუდვერსია შესთავაზა და დიდი მოწონებაც დაიმსახურა. იდეა 4 წლის წინ გაჩნდა, 2022 წლიდან კი პროდუქცია უკვე სხვადასხვა ქსელში იყიდება. ქართული ბაზარი ChiZZZy-ს გეგმის მხოლოდ ნაწილია – კომპანია სერიოზულად მუშაობს საერთაშორისო ბაზრის ასათვისებლად.

„საქართველოში ბევრგან ცხვება ხაჭაპური, მაგრამ ეს პროდუქტი ჯერ არავის გაუტანია ექსპორტზე. მაგალითად, პიცის მსოფლიო ბაზარი წელს 24 მილიარდ დოლარს შეადგენს. ხაჭაპური დიდი პოტენციალის მქონე, სრულიად ორიგინალური მოვლენაა. ახლა ვმუშაობთ, რომ შემდეგ ეტაპზე, ნახევრად ინდუსტრიულ წარმოებაზე გადავიდეთ. ეს მოგვცემს საშუალებას, მოვიპოვოთ სერტიფიკატები და გვქონდეს კონკურენტუნარიანი ფასი მსოფლიო ბაზარზე. გვაქვს მოლაპარაკებები უცხოურ ქსელებთან და გვინდა რითეილერებისთაროებზე მყარი ადგილი დავიკავოთ. საქართველოში ცომის ინდუსტრიული წარმოება პრაქტიკულად არ არის განვითარებული. ამ ნაწილში დავიხმარეთ ჰოლანდიელი და გერმანელი წამყვანი სპეციალისტები და შესაბამისი დანადგარების მწარმოებელ ქარხნებთან გვაქვს მოლაპარაკებები. რამდენიმე ბაზრიდან – ამერიკიდან, ისრაელიდან, უკრაინიდან, იაპონიიდან, ახლო აღმოსავლეთიდან – გვაქვს კონკრეტული დაინტერესება. ყველაზე პრობლემური ევროპის ქვეყნებია, რადგან იქ ყველის შეტანა ჯერ კიდევ არ შეიძლება. ახლა ვაზუსტებთ ამ კომპანიებთან, რა კონკრეტული მოთხოვნები უნდა დავაკმაყოფილოთ, რომ მიიღონ ჩვენი პროდუქტი“.

Chizzzy გეგმაშია HORECA მიმართულებით განვითარება და CHIZZZY Street Café კონცეფტის ფრენჩაიზინგი, სადაც ხაჭაპურის ცხობა ახალი მოდელით მინიმალური ინვესტიციით არის შესაძლებელი.

ნახევრად ინდუსტრიული წარმოების გამართვის შემთხვევაში, კომპანია ერთ ცვლაში შეძლებს 30 000 აჭარული და იმერული ხაჭაპურის დამზადებას. ამ რაოდენობის წარმოება დღეს საქართველოში არავის აქვს. ეს მასშტაბი აუცილებელი იქნება საერთაშორისო ბაზრის შეკვეთების შეუფერხებლად დასაკმაყოფილებლად.

ChiZZZy, როგორც სტარტაპი, ოჯახის წევრებისა და მეგობრების მხარდაჭერით დაიწყო – ადამიანების, რომლებმაც ირწმუნეს დამფუძნებლების იდეის და ქართული სამზარეულოს კიდევ უფრო პოპულარიზაცია ღირებულ მიზნად მიიჩნიეს.

„ყოველთვის რთულია, როცა რაღაც ტრადიციულთან გიწევს შეხება. შეიძლება იდეას ხედავდე, მაგრამ ყველა იდეა და ჩანაფიქრი ყოველთვის არ ხორციელდება. იდეის წარმატებას სიჯიუტე განსაზღვრავს – მთავარია, არ დანებდე. 16 წლიდან უწყვეტად ვმუშაობ და ამაში დიდი ხანია, დავრწმუნდი“. სწორედ ამ მიდგომით დაიწყო და აგრძელებს მუშაობას ChiZZZy, რომლის უახლოესი მიზანია, ოჯახური ბიზნესიდან საერთაშორისო კომპანიად იქცეს.

(R)

თეგები: თიბისი ბანკი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025
პირადი: 150 მილიონის მიტაცება, “მკვლელი მატარებლები” – უსაფრთხოების დარღვევა და მასშტაბური კორუფცია “რკინიგზაში” – გია ყრუაშვილის სკანდალური, ექსკლუზიური ინტერვიუ
ახალი ამბები

“ზუსტად ასე დაწერეთ, “რკინიგზამ”, ჩემი ავადმყოფი შვილი, გაწირა სასიკვდილოდ” – გია ყრუაშვილი

14:56 08-20-2025
“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ
ახალი ამბები

“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ

05:22 08-20-2025
„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025

ბიზნესი

ალტას განახლებული პლატფორმა: შეიძინე სასურველი ტექნიკა კიდევ უფრო კომფორტულად
ახალი ამბები

ალტას განახლებული პლატფორმა: შეიძინე სასურველი ტექნიკა კიდევ უფრო კომფორტულად

16:55 08-20-2025
თიბისის განათლების შესაძლებლობები სტუდენტებისთვის: გაიცანით კესო ლალიაშვილი
ახალი ამბები

თიბისის განათლების შესაძლებლობები სტუდენტებისთვის: გაიცანით კესო ლალიაშვილი

13:53 08-20-2025
თიბისი კონცეპტის და Visa-ს ულიმიტო ქეშბექი სითი მოლში
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის და Visa-ს ულიმიტო ქეშბექი სითი მოლში

13:17 08-20-2025
თიბისი ახალი ვიდეო რგოლით გვახსენებს, რომ დიდი თავგადასავლის წინ, მნიშვნელოვანია ვინ დგას შენს გვერდით
ახალი ამბები

თიბისი ახალი ვიდეო რგოლით გვახსენებს, რომ დიდი თავგადასავლის წინ, მნიშვნელოვანია ვინ დგას შენს გვერდით

14:34 08-19-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved