• რეკლამა
  • კონტაქტი
11:04, პარასკევი, 13 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

კამალა ჰარისი აშშ-ის „დემოკრატიული“ პარტიის პრეზიდენტობის ოფიციალური კანდიდატია

ალია ავტორი - ალია
10:21 08-21-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
118

კამალა ჰარისი აშშ-ის „დემოკრატიული“ პარტიის პრეზიდენტობის ოფიციალური კანდიდატი გახდა. ეს პარტიის ყრილობაზე გახდა ცნობილი, რომელიც უკვე მეორე დღეა ჩიკაგოში მიმდინარეობს.

59 წლის ჰარისმა ყრილობის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ პარტიის დელეგატებმა მხარი დაუჭირეს მას და მისი კამპანიის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატ ტიმ უოლცს.

„ყველას მადლობას ვუხდი მხარდაჭერისა და იმ ნდობისთვის, თუ რისი გაკეთებაც შეგვიძლია ერთად. ჩვენთვის დიდი პატივია, ვიყოთ თქვენი კანდიდატები. ეს ხალხის ძალით მართული კამპანიაა და ჩვენ ერთად დავსახავთ ახალ გზას. ვიცით, რომ ეს ბოლომდე დაძაბული „რბოლა“ იქნება. წინ მძიმე სამუშაო გველის, თუმცა ჩვენ გვიყვარს შრომა“, – განაცხადა ჰარისმა.

ჰარისმა აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის „მუშაობა დადებითად შეაფასა“ და მას საჯაროდ მადლობა გადაუხადა. სიტყვით გამოსვლისას კამალა ჰარისმა ასევე სხვადასხვა თემა მიმოიხილა, მათ შორის, დონალდ ტრამპის მიერ აბორტის აკრძალვის საკითხი.

როგორც ჰარისმა განაცხადა, პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, ის „ამაყად“ მოაწერს ხელს კანონპროექტს Roe v Wade-ის [1973 წელს, აშშ-ის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „Roe v Wade“, რომლის თანახმად, ქალებს მიენიჭათ აბორტის აბსოლუტური უფლება ორსულობის პირველი 3 თვის განმავლობაში, ხოლო შეზღუდული უფლება – ორსულობის მეორე ტრიმესტრში] აღდგენის შესახებ. როგორც ცნობილია, დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის დროს, 2022 წელს, აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ Roe v Wade გააუქმა.
ყრილობაზე ასევე სიტყვით გამოვიდნენ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ბარაკ ობამა და მისი მეუღლე მიშელ ობამა. ბარაკ ობამამ აღნიშნა, რომ აშშ „ჰარისის პრეზიდენტობისთვის მზად არის“, ყოფილმა პირველმა ლედიმ კი განაცხადა, რომ „იმედი ბრუნდება“.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თავბრუსხვევა – რა დაავადებები იწვევს მას და როგორ ხდება დიაგნოსტირება? – ინგა გოგია
ახალი ამბები

თავბრუსხვევა – რა დაავადებები იწვევს მას და როგორ ხდება დიაგნოსტირება? – ინგა გოგია

16:57 03-12-2026
ჩაირთე სილქნეტის დაბადების დღეზე სპეციალური შეთავაზებები ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქნეტის დაბადების დღეზე სპეციალური შეთავაზებები ექსკლუზიური პირობით!

13:50 03-12-2026
თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი

16:19 03-10-2026
დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი
ახალი ამბები

დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი

13:41 03-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved