• რეკლამა
  • კონტაქტი
11:16, სამშაბათი, 19 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,ვინაიდან ქალბატონი ხატია დეკანოიძე ნაციონალურ მოძრაობას შეუერთდა, ამან ბევრი კითხვა გააჩინა“ – რომან გოცირიძე

ალია ავტორი - ალია
17:24 08-20-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
13,241

პარლამენტარი რომან გოცირიძე ხატია დეკანოიძის მიერ ,,ევროოპტიმისტების” დატოვებას და ,,ნაცმოძრაობაში” დაბრუნებას ეხმაურება:

,,ვინაიდან ქალბატონი ხატია დეკანოიძე ნაციონალურ მოძრაობას შეუერთდა, ამან ბევრი კითხვა გააჩინა, მათ შორის ჩემთან დაკავშირებითაც, ამიტომ გადავწყვიტე, რომ გავცე ამ კითხვებზე პასუხი.

1. ჩვენი საპარლამენტო ჯგუფი, “ევროოპტიმისტები”, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე აქტიური იყო პარლამენტში და მრავალმხრივი ნაყოფიერი მუშაობით გამოირჩეოდა, რა თქმა უნდა, ამ მოწვევის პარლამენტის უფლებამოსოლების ბოლომდე კვლავ გააგრძელებს არსებული ფორმით საქმიანობას.

2. რაც შეეხება ჩემს გადაწყვეტილებას, არსებული ოთხი ოპოზიციური პოლიტიკური ცენტრიდან თუ რომელთან ვითანამშრომლებ, ცოტა მოგვიანებით გახდება ცნობილი.

3. მისასალმებელია ოპოზიციის გაერთიანების პროცესი, თუმცა მისი კიდევ უფრო გამსხვილება შესაძლებელია ( არ ვგულისხმობ ე. წ. ერთიან სიას, რომელიც ძნელად წარმოსადგენია). რისკი, რომ ოთხი ოპოზიციური “ბლოკიდან” ერთი დარჩეს ბარიერსმიღმა, კვლავ არსებობს. ეს ფაქტობრივად ამ ხელისუფლების მაშველ რგოლად შეიძლება იქცეს. მიუხედავა ამისა, იმდენად ცოტა დროა დარჩენილი არჩევნებამდე და შემდგომი გაერთიანება იმდენ სირთულესთან არის დაკავშირებული, რომ ამის ალბათობა, სამწუხაროდ მცირეა.

4. ყველა პატარა პარტია, პოლიტიკურად აქტიური პირი თუ პოლიტიკური მიზნების მქონე სამოქალაქო აქტივისტები უნდა გაერთიანდნენ ამ ოთხი ცენტრის ირგვლივ. ამას ხელი უნდა შეუწყონ თავად ცენტრშემქმნელმა მთავარმა პარტიებმაც. ცალკე გასული ყველა პარტია გააკეთებს “ქართულო ოცნების” საქმეს. ასეთი შემთხვევა მინიმუმადე უნდა იყოს დაყვანილი.

5. რაც შეეხება ხატია დეკანოიძის გადაწყვეტილებას, ეს მისი პირადი არჩევანია და პატივს ვცემ მას. მასზე თავდასხმა ზოგიერთების მხრიდან იმის გამო, რომ მან დატოვა ნაციონალური მოძრაობა და კვლავ დაუბრუნდა მას, უსამართლოა. ნაციონალური მოძრაობა ბევრმა დატოვა, ბევრიც დაბრუნდა და ბევრიც მის გარეშეც ახერხებს წარმატებულ პოლიტიკურ საქმიანობას. ხატია დეკანოიძე ნაციონალურ მოძრაობაში დაბრუნდა უფრო ძლიერი. ამ სიძლიერის მთავარი ფაქტორი იყო მისი დამოუკიდებლობა, ე. წ. პარტიული “დისციპლინის” არტახებისგან განთავისუფლება, იმ დავიდარაბისაგან გარიდება, რაც ამ პარტიაში მოხდა და ბევრს დაუკარგა იქ ყოფნის სურვილი. სრულიად მიუღებელია იმის წამოძახება, რომ ხატია პარტიაში “სიის გამო” დაბრუნდა. მას არ ჰქონდა არავითარი პრობლემა პარლამენტში მოხვედრისა, რადგან იგი მოიაზრებოდა ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული და მზარდი პოლიტიკური პარტიის ერთ-ერთ ლიდერად. თუ რამ განაპირობა მისი მოულოდნელი არჩევანი, მე ეს არ ვიცი. გადაწყვეტილება რომ მძიმე მისაღები იქნებოდა, ფაქტია.

ხატიას არაფერი აქვს წამოსაძახებელი. ის არის ნაციონალური მოძრაობის შენაძენი, ის დღეს სჭირდება ოპოზიციას და იმედია, ხვალ, საპარლამენტო კოალიციურ უმრავლესობას.

5. და ბოლოს, ჯერ კიდევ საკმაო ოპოზიციური რესურსია დარჩენილი, რომელიც არაა ჩაბმული აქტიურ საარჩევნო პროცესში. პოლიტიკური ცხოვრება მრავლი პლასტისგან შედგება, სადაც ინტერესთა შეჯახებაც პოლიტიკისათვის დამახასიათებელი ჯანსაღი მოვლენაა. აქ ბალანსის დაცვაა მთავარი. ვისაც ამ ხელისუფლების დამარცხების სურვილი ამოძრავებს, უნდა დაუდგეს გვერდში ამა თუ იმ ოპოზიციურ ბლოკს, სასურველია ზედმეტი ამბიციის გარეშე, ისევე როგორც ამ ბლოკებმაც უნდა გამოავლინონ მოქნილობა ( აქაც, ზედმეტი ამბიციების გარეშე) და მიაღწიონ კიდევ უფრო გამსხვილებას და მაშასადამე გაძლიერებას. ხატიას ნაბიჯს ამ კუთხითაც უნდა შევხედოთ.

ყველაფერი კარგად იქნება!“

თეგები: რომან გოცირიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“როგორ ეხმარება საქართველო კრემლს ნავთობის სანქციების გვერდის ავლაში” – ნიდერლანდური მედიის სკანდალური სტატია ყულევზე
ახალი ამბები

“როგორ ეხმარება საქართველო კრემლს ნავთობის სანქციების გვერდის ავლაში” – ნიდერლანდური მედიის სკანდალური სტატია ყულევზე

13:35 05-07-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მსხვილი ბიზნესისთვის სასესხო პორტფელის სავალუტო სტრუქტურის შესახებ რეკომენდაციები გამოაქვეყნა – მკითხველის კომენტარებზე პასუხებთან ერთად
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მსხვილი ბიზნესისთვის სასესხო პორტფელის სავალუტო სტრუქტურის შესახებ რეკომენდაციები გამოაქვეყნა – მკითხველის კომენტარებზე პასუხებთან ერთად

14:15 05-18-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ინოლა გურგულიას შემოქმედებისადმი მიძღვნილ კონცერტს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ინოლა გურგულიას შემოქმედებისადმი მიძღვნილ კონცერტს

13:17 05-18-2026
PSP-ს მარკეტინგის დირექტორი – ანო გოგიჩაძე The One Show-ს მიერ წლის მარკეტერად დასახელდა
ახალი ამბები

PSP-ს მარკეტინგის დირექტორი – ანო გოგიჩაძე The One Show-ს მიერ წლის მარკეტერად დასახელდა

13:17 05-16-2026
„მაკრო მიმოხილვა: საქართველო და მსოფლიო“ – თიბისი კაპიტალმა და ამერიკის სავაჭრო პალატამ ბიზნესთან ტრადიციული შეხვედრა გამართეს
ახალი ამბები

„მაკრო მიმოხილვა: საქართველო და მსოფლიო“ – თიბისი კაპიტალმა და ამერიკის სავაჭრო პალატამ ბიზნესთან ტრადიციული შეხვედრა გამართეს

17:39 05-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved