• რეკლამა
  • კონტაქტი
01:11, ორშაბათი, 17 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„მაიმუნის ყვავილის“ ინფიცირების შემთხვევების მატებისთვის, ევროპა მზად უნდა იყოს – EU-ს ჯანდაცვის სააგენტო

ალია ავტორი - ალია
14:13 08-17-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,279

ევროპა უნდა მოემზადოს “მაიმუნის ჩუტყვავილას” ვირუსის შემთხვევების მატებისთვის.

დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ევროპულმა ცენტრმა (ECDC) თავის დასკვნაში აღნიშნა, რომ ევროკავშირისა და ევროპის ეკონომიკური ზონის (EAA) მოსახლეობისთვის, რომელშიც 30 ქვეყანა შედის, საერთო რისკის დონე ამ ეტაპზე „დაბალია“, თუმცა შემთხვევების მატებისთვის ევროპა მზას უნდა იყოს.

შვედეთმა დაადასტურა, რომ მის ტერიტორიაზე აფრიკაში გავრცელებული დაავადება, “მაიმუნის ყვავილი” აღმოჩნდა. პირი, რომელსაც დიაგნოზი დაუდგინდა, აფრიკაში დაავადდა, სადაც ახლა “მაიმუნის ყვავილის” ახალი ვარიანტი სწრაფად ვრცელდება. შვედეთის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადება რამდენიმე საათის შემდეგ გავრცელდა, მას შემდეგ, რაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ (WHO) აფრიკის ნაწილებში მაიმუნის ყვავილის გავრცელება გლობალური საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის საფრთხედ გამოაცხადა.

„ევროპასა და აფრიკას შორის მჭიდრო კავშირების გათვალისწინებით, Clade I-ის შემთხვევების რაოდენობის გაზრდისთვის მზად უნდა ვიყოთ“, – ნათქვამია ECDC-ის დირექტორის, პამელა რენდი-ვაგნერის განცხადებაში. სააგენტო ხაზს უსვამს, რომ „ეფექტური მეთვალყურეობის, ლაბორატორიული ტესტირების, ეპიდემიოლოგიური გამოკვლევებისა და კონტაქტის თვალთვალის უზრუნველყოფა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია კონტინენტზე შემთხვევების იდენტიფიცირებისთვის“.

ამ კვირაშივე, ახალი, უფრო საშიში mpox შტამის, რომლის სახელწოდებაა Clade 1b, სწრაფი გავრცელების გამო, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა – ეს არის განგაშის ყველაზე მაღალი დონე, რომელიც ჯანმოს შეუძლია გამოაცხადოს. კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის ცნობით, ვირუსი ამ ქვეყანაში უკვე ფართოდ არის გავრცელებული და წელს მისგან 548 ადამიანი დაიღუპა.

აფრიკის ფარგლებს გარეთ ინფიცირების პირველი შემთხვევები ამ კვირაში შვედეთსა და პაკისტანში დაფიქსირდა. აღნიშნულთან დაკავშირებით, ჯანმომ გაავრცელა განცხადება ახალი შტამის ევროპაში შემოტანის ალბათობის თაობაზე. ივლისის ბოლოს გამოქვეყნებულ ანგარიშში კი, დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ევროპულმა ცენტრმა საერთო რისკის ალბათობა შეაფასა, როგორც „ძალიან დაბალი“. თუმცა, მის მიერ გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ინფიცირების ალბათობა მაღალია იმ ევროპელებისთვის, რომლებიც ინფექციის გავრცელების რეგიონებში მოგზაურობენ და მჭიდრო კონტაქტი აქვთ ადგილობრივ მოსახლეობასთან: „ევროპაში არსებობს იმპორტის ან დადასტურებული შემთხვევების მქონე პაციენტებთან ახლო კონტაქტებით გამოწვეული მაღალი რისკი“.

ცნობისთვის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ, აფრიკაში “მაიმუნის ყვავილის” გავრცელების გამო საერთაშორისო დონის საზოგადოებრივი ჯანდაცვის საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. აფრიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის სპეციალისტებმა განაცხადეს, რომ ისინი შეშფოთებულები არიან დაავადების გავრცელების ტემპით. წლის დასაწყისიდან დღემდე კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში მაიმუნის ყვავილის ახალი შტამის 17 000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. დაიღუპა 517 ადამიანი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ “მაიმუნის ყვავილის” გავრცელების გამო გლობალური საგანგებო მდგომარეობა ბოლო ორ წელიწადში მეორედ გამოაცხადა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:43 08-14-2026
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში
ახალი ამბები

როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში

13:16 08-14-2026
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება

14:29 08-13-2026
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს

14:02 08-12-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved