• რეკლამა
  • კონტაქტი
07:47, პარასკევი, 13 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

წყალი მთელი დღით შეწყდება – GWP აბონენტებს აფრთხილებს

ალია ავტორი - ალია
10:15 08-16-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
3,227

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ისნის რაიონში, მეტეხის ხიდის მიმდებარედ, მაგისტრალურ მილსადენზე წყლის ნაკადების მართვისთვის აუცილებელ თანამედროვე სტანდარტის ინფრასტრუქტურას აწყობს.

სამუშაოების ფარგლებში, წყალმომარაგების სისტემური გაუმჯობესების მიზნით, ქსელზე ახალი მარეგულირებელი ურდული მოეწყობა. მაგისტრალურ მილსადენებზე ინფრასტრუქტურის განახლება კომპანიას შესაძლებლობას აძლევს სხვადასხვა ტექნიკური სამუშაოების მიმდინარეობისას მნიშვნელოვნად შეამციროს წყალმომარაგების შეზღუდვის დრო და არეალი.

აღსანიშნავია, რომ მეტეხის ხიდის მიმდებარედ არსებული ქსელი 14 000-ზე მეტ მომხმარებელს სასმელი წყლით უზრუნველყოფს.

ჯივიპის ტექნიკური ჯგუფები სარეაბილიტაციო სამუშაოებს დილის 11:00 საათზე დაიწყებენ და მთელი დღის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.

სამუშაოების ჩატარებისას აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 16 აგვისტოს, დილის 11:00 საათიდან საღამოს 21:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ისნის რაიონში – ქეთევან დედოფლის გამზირს N1-63-მდე, ქეთევან დედოფლის მოედნის N2, ღვინის აღმართს, დუტუ მეგრელის, მეტეხის, ჯორბენაძის ქუჩებს, რიყის პარკს, მეტეხის აღმართს, ისნის, ფერიცვალების, სოლომონ ბრძენის, ურბნისის, ჩეხოვის, მუკუზნის, მაჭრის, სამასი არაგველის, შავსოფლის, ბოდბის, არბოშიკის, ზახაროვის, ლუსინიანის, იალბუზის, ბოჭორმის, კაჩინსკის და დოლაბაურის 1-ელ, მე-2 და მე-3 ქუჩებს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

საცობის საწინააღმდეგო აბი არსებობს? – ანტოსაცობური, 3 მომსახურების ფულის დამზოგველი – “ვულკანიზაცია გამოძახებით”
ახალი ამბები

საცობის საწინააღმდეგო აბი არსებობს? – ანტოსაცობური, 3 მომსახურების ფულის დამზოგველი – “ვულკანიზაცია გამოძახებით”

18:20 11-12-2026
თიბისი ბიზნესის 5 სიახლე, რომლებიც ბიზნესების ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი ბიზნესის 5 სიახლე, რომლებიც ბიზნესების ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ამარტივებს

14:21 11-12-2026
გაიაქტიურე სილქფესტის შეთავაზებები მხოლოდ “MySilknet” აპლიკაციით
ახალი ამბები

გაიაქტიურე სილქფესტის შეთავაზებები მხოლოდ “MySilknet” აპლიკაციით

11:39 11-12-2026
ახალი ამბები

“შუა დერეფანი და საქართველო” – თიბისი კაპიტალმა ბიზნესისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს კვლევა წარუდგინა

18:51 11-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved