• რეკლამა
  • კონტაქტი
22:20, ორშაბათი, 24 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სემეკი მოუწოდებს ელექტროენერგიის გამანაწილებელ კომპანიებსა და მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების მფლობელებს სრულად დაიცვან კანონმდებლობით განსაზღვრული ნორმები

ალია ავტორი - ალია
16:43 08-15-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
145

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) ახალი მომხმარებლის ქსელთან მიერთების პროცედურების დარღვევის გამო სს „თელასი“ დააჯარიმა. კომპანიას დაევალა სემეკის მიერ განსაზღვრულ ვადაში დარღვევების აღმოფხვრა და დაკისრებული ჯარიმის – 5000 ლარის გადახდა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.

კერძოდ, სს „თელასმა“ მომართა სემეკს და მოითხოვა გამანაწილებელ ქსელთან ახალი მომხმარებლის მიერთების საფასურის გადახედვა. კომპანიის მიერ მიერთებისთვის გასაწევი ხარჯების ადეკვატურობის შეფასების მიზნით, სემეკმა დაიწყო სს „თელასის“ გამანაწილებელ ქსელთან ახალი მომხმარებლების მიერთების და უკვე მიერთებული მომხმარებლების სიმძლავრის გაზრდის პროექტების შესწავლა. მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ სს „თელასის“ ქსელში ჩართული იყო მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური, რომლის დადგმული სიმძლავრე აღემატებოდა კანონმდებლობით განსაზღვრულ ზედა ზღვარს – 500 კილოვატს, ასევე დარღვეული იყო ქსელზე მიერთების პროცედურები. აღნიშნული დარღვევის გამოსწორების მიზნით კომპანიას მიეცა მითითება,

თუმცა განმეორებითი შემოწმებისას გამოვლინდა, რომ დარღვევა არ იყო გამოსწორებული,

ამასთანავე სემეკის მიერ დადგენილი რეგულაციები დარღვეული იყო სხვა მიერთების შემთხვევაშიც. განახლებადი ენერგიების განვითარების ხელშეწყობის მიზნით სემეკის მიერ დანერგილი რეგულაციების შესაბამისად, მომხმარებელს ან მომხმარებელთა ჯგუფს შეუძლია ფლობდეს მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურს და მისი საშუალებით ელექტროენერგია გამოიმუშაოს განახლებადი ენერგიების (მზე, ქარი, წყალი) გამოყენებით, ხოლო ჭარბად გამომუშავებული ენერგია მიაწოდოს გამანაწილებელი ქსელს.

კანონმდებლობის შესაბამისად, მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე არ უნდა აღემატებოდეს 500 კილოვატს. ელექტროსადგურის მფლობელი/ საბოლოო მომხმარებელი ან საბოლოო მომხმარებელთა ჯგუფი უფლებამოსილია მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური მიაერთოს გამანაწილებელ ქსელთან და წარმოებული ჭარბი ელექტროენერგია მოიხმაროს ან მიაწოდოს იმავე გამანაწილებელ ქსელში ჩართულ ობიექტს. დაუშვებელია მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული ენერგიის მოხმარება სემეკის მოთხოვნების დარღვევით.

სემეკი მოუწოდებს გამანაწილებელ კომპანიებსა და მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების მფლობელებს/მომხმარებლებს სრულად დაიცვან კანონმდებლობით განსაზღვრული ნორმები.

(R)

თეგები: როცა ბალანსი დაცულიასემეკი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

როგორ ავირჩიოთ სახის დასაბანი კანის ტიპის მიხედვით?
ახალი ამბები

როგორ ავირჩიოთ სახის დასაბანი კანის ტიპის მიხედვით?

09:00 08-24-2026
სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს და კომბინაციებს მომხმარებელი ექსკლუზიური პირობით გაიაქტიურებს
ახალი ამბები

სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს და კომბინაციებს მომხმარებელი ექსკლუზიური პირობით გაიაქტიურებს

09:00 08-23-2026
თიბისის მხარდაჭერით, რუსთავში წარმოებული საბავშვო სათამაშო მოედნები ექსპორტზე გადის
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, რუსთავში წარმოებული საბავშვო სათამაშო მოედნები ექსპორტზე გადის

13:55 08-21-2026
ფესტივალი ZEIMI – ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

ფესტივალი ZEIMI – ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება

11:56 08-21-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved