პარიზის ოლიმპიადიდან დაბრუნებულ გენო პეტრიაშვილს მშობლიურ გორში საზეიმო დახვედრა მოუწყვეს. ოლიმპიური ჩემპიონისთვის მისალოცად და ამ დიდი გამარჯვების აღსანიშნავად გულშემატკივრები თეატრის სკვერში შეიკრიბნენ.
ოქროს მედალოსანმა გენო პეტრიაშვილმა გორელ ქომაგებს და სრულიად საქართველოს მადლობა გადაუხადა გულშემატკივრობისთვის და განაცხადა, რომ ეს გამარჯვება ჩვენი ქვეყნის უახლეს გმირებსა და საქართველოს ეძღვნება.
„ხანდახან ვფიქრობ, კიდევ ხომ არ მძინავს, დაუჯერებელია. ასეთი შინაგანი რწმენა მაქვს, რომ ჩემს გამარჯვებას ყოველთვის ჩემს გმირებს ვუძღვნი, რომლებმაც ჩვენი ქვეყანა დაიცვეს და ასახელეს და ჩემს სამშობლოს. პირველ რიგში ჩემს შინდისელ გმირებს ვენაცვალე, მათი ცოცხლად გამარჯვება იყოს“, – აღნიშნა პეტრიაშვილმა.
კომენტარები