გენო პეტრიაშვილმა სასწაული ჩაიდინა, – ამის შესახებ მედიასთან სეოკ-ის პრეზიდენტმა, საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის ხელმძღვანელმა ლერი ხაბელოვმა მედიასთან განაცხადა.
„გენო პეტრიაშვილმა სასწაული ჩაიდინა. ალბათ გვახსოვს ტოკიოს თამაშები, სამ წამში რომ წააგო და ისე განვიცდიდით პეტრიაშვილის ოქროს მედალს, მეტი რომ არ შეიძლება“, – აღნიშნა ხაბელოვმა.
ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილმა(125 კგ) პარიზის ოლიმპიადაზე ჩემპიონობა იზეიმა. ის ფინალში ირანელ ამირ ჰოსეინ ზარეს დაუპირისპირდა, მეტოქე ანგარიშით 10:9 დაამარცხა და კარიერაში პირველი ოლიმპიური ოქროს მედალი მოიპოვა.
კომენტარები