არსებული ინფორმაციით, ბათუმში სროლის შედეგად, რამდენიმე ადამიანი დაჭრეს, – ინფორმაციას ,,ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.
დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ, კაჩენსკების ქუჩაზე მოხდა.
დაპირისპირების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები იმყოფებიან.
კომენტარები